• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Rvinoქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს, ქართული ღვინის კვირეული წარმატებით ჩატარდა და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

,,სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სომელიეთა ასოციაცის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული კონკურსი 3 წლის წინ დაარსდა და ტრადიციად იქცა. სახელმწიფო ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ მნიშვნელოვანი წამოწყებების, რომლებიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟუირის წევრებმა გადასცეს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია ატარებს. კონკურსის ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და ღვინის პროფესიონალები არიან. წლევანდელი კონკურსის ჟურის წევრები იყვნენ: ირმა ჭანტურია, ნინო მაისურაძე, თამთა ჭავჭანიძე, თინათინ ჯაჯანიძე, ეკატერინე ბუხრაძე, ლევან მეხუზლა, ფრანჩესკო კასტელი, მაგდა სურგულაძე, დავით მაჭავარიანი, გიორგი ბარისაშვილი, მარიამ ხომასურიძე, ირაკლი ნანეიშვილი, მარიაკა მიქიაშვილი, გიორგი დარსიმელია, დარეჯან დარაშვილი, ვანო შიუკაშვილი, გიორგი თევზაძე, ბონდო კალანდაძე, ვასილ სიხარულიძე, ზურაბ სტურუა, ჯონ ვუმბერმანი, გიორგი აბრამიშვილი, მურმან ქორიძე, მანანა ახვლედიანი, კლერ უგენბერგერი.
ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ კომპანიები:

1. საუკეთესო ცქრიალა ღვინო – კომპანია ,,ბადაგონი“
2. საუკეთესო თეთრი მშრალი – კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“
3. საუკეთესო წინანდალი – კომპანია ,,ვაინმენი“
4. საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო – კომპანია ,,ვიტა ვინეა“
5. საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი – კომპანია ,,ვინი ვერია“
6. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო – კომპანია ,,თბილღვინო“
7. საუკეთესო საფერავი – კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“
8. პრემიალური საფერავი – კომპანია ,,კახეთი კომპანი“
9. საუკეთესო მუკუზანი – კორპორაცია ქინძმარაული
10. საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი – კომპანია ,,GWS ვისმინო“
11. საუკეთესო უსახელაური – კომპანია ,,უსახელაურის ვენახები“
12. საუკეთესო ქინძმარაული – კომპანია ,,თელიანი ველი“
13. საუკეთესი ქვევრის წითელი მშრალი ღვინო – კომპანია ,,კორტავების მარანი”
14. საუკეთესო ხვანჭკარა – კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“
15. საუკეთესო ჭაჭა – კომპანია ,,რირავო“

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა მეღვინემ და სპირტიანი სასმელების სპეციალისტმა, ბონდო კალანდაძემ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ქართული ღვინის ორდენით“ სამი პიროვნება დააჯილდოვეს. წელს „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცათ:

• დავით ლორთქიფანიძეს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი) – საქართველოს, ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში და არქეოლოგიური აღმოჩენებით დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
• გიორგი ბარისაშვილს (მეღვინე, მწერალი) – ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის;
• გიორგი ნათენაძე (ვაზის მესხური ჯიშების მკვლევარი, კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორი) – ვაზის მესხური ტერასის აღდგენის ინიცირებისა და მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის წარმატებულები კი – საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით გაწევრიანდნენ.

დაჯილდოვების ღონისძიებაზე განსაკუთრებული ამაღლებული და საზეიმო განწყობა სპეციალურმა სტუმრებმა – ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შექმნეს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

შსს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12 years ago

მიხეილ გიორგაძემ მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

10 years ago
„მინდა თამამად შევთავაზო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელს“ – Sofo’s ხელნაკეთი თოჯინები

„მინდა თამამად შევთავაზო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებელს“ – Sofo’s ხელნაკეთი თოჯინები

8 years ago

ქართული დელეგაცია ავღანეთში ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by