• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

anakliaანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, – ამის შესახებ საქართველლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს  ხელი მოეწერა  ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პროექტს, – მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის  გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უდავოდ არის საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ნავსადგურის ძალიან დიდი უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები  შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის – სივრცითი მოწყობის პროექტისა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„ეს საქართველოს მომავლის პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. როგორც იცით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, ჩვენ გამოვავლინეთ გამარჯვებული კომპანია – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობით ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა, ავიდეს 100 მილიონ ტონამდე წელიწადში.

„პროექტის განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“  ეტაპობრივად დაიწყებს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. პროექტის პირველივე ფაზაში იგი 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მინდა აღვნიშნო, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი, თავისი მოცულობით, ახალ სტანდარტს ქმნის ამ ტიპის ხელშეკრულებების შედგენის თვალსაზრისით. ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი  დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა, ასევე, პორტის მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაწერილია ყველა პუნქტი პროექტის უმაღლეს დონეზე განსახორციელებლად – გენერალური გეგმიდან დაწყებული, დამთავრებული დაზღვევითა თუ მარეგულირებელი სამართლით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, – ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი,  მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი,  ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – ეს იქნება პროექტი, რომელიც არსებითად სხვა შესაძლებლობებს  გაუჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

შაკო მირიანაშვილი – “ცოტა ეგოისტური მომენტია, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვისი ემოციების მართვა”

შაკო მირიანაშვილი – “ცოტა ეგოისტური მომენტია, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვისი ემოციების მართვა”

7 years ago
“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია”

“კიდევ უფრო მეტად გავზრდით საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან”

11 years ago
2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა

2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა

8 years ago

ოპერას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by