• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

parlamenti5წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ პარლამენტში 44 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ 27-ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მანდატს მიიღებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48,67 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,11 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 5,01 % მიიღო, რაც ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი წესის მიხედვით, სწორედ მანდატების აღნიშნულ რაოდენობას შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობას შემდეგი წესით დააგენს: – პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდება და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს.

ამასთან, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად, რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს უნდა დაემატოს, რომელთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმ სუბიექტებზე, რომლებმაც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატი მიიღეს, რაც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებში მოპოვებულ 44 მანდატს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული 23 მანდატიც ემატება, რომელიც მმართველ ძალას უკვე გარანტირებულად აქვს, ვინაიდან 73 მაჟორიტარული ოლქიდან 23-ში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, მმართველ პარტიას პარლამენტში ჯამურად 67 გარანტირებული მანდატი აქვს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განსაზღვრულ დარჩენილ 50 მანდატს, როგორ გადანაწილდება ის, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური სწორედ 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

ინფორმაციისთვის, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ორი საარჩევნო სუბიექტი: ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შევიდა.

პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ექვს პარტიულ სუბიექტს აერთიანებდა, ხმათა 54.97% მიიღო. მას 1 182 862-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით პროპორციული წესით, 44 მანდატი შეხვდა.

2012 წელს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველთა 40.34%-მა დაუჭირა მხარი. მას 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში 867 432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციული წესით 33 მანდატი შეხვდა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 41 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობამ” – 32 მაჟორიტარი.

ჯამში, კოალიცია ”ქართული ოცნება” პარლამენტში 85 დეპუტატით შევიდა, ”ნაციონალური მოძრაობა” კი – 65, თუმცა პარლამენტის შეკრებიდან მალევე, მის მიერ გაყვანილმა რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვა და მხარი ”ქართულ ოცნებას” დაუჭირა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართულ ოცნებას” 17 % მისცემდა ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” – 13 %

10 years ago
პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას – სალომე ზურაბიშვილი

1 year ago
უსინათლოები საქართველოში გამყოლი ლაბრადორის გაწვრთნას ვერ ახერხებენ

უსინათლოები საქართველოში გამყოლი ლაბრადორის გაწვრთნას ვერ ახერხებენ

9 years ago
ჩვილი ბავშვების ვაჭრობის ფაქტზე “რუსთავის სამშობიარო სახლის” გენერალური დირექტორი დააკავეს

ჩვილი ბავშვების ვაჭრობის ფაქტზე “რუსთავის სამშობიარო სახლის” გენერალური დირექტორი დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by