• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან იზორია: “ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ლევან იზორია: “ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

izoriaბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესსა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ფრანგულ გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. ფრანგულ სამხედრო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, დღესვე ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადაცა. ფრანგული მხარის საჩუქარი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ჩაიბარა.

„ამერიკული სამხედრო ხომალდის შემდეგ უკვე ფრანგულ სამხედრო ხომალდს ვსტუმრობთ, რაც ნათელი დადასტურებაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ეს ასევე მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კერძოდ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ფრანგულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი და ეფექტური გამოცდილება გვაქვს. წელს ერთად ვზეიმობთ საჩხერის სამთო სკოლის ათი წლის იუბილეს. ფრანგებთან ერთად ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის მეთქვა, რომ ვაპირებთ ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერებას შავ ზღვაში. ეს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია,“ – განაცხადა მან.
სამხედრო ხომალდი ექსპლუატაციაში 1981 წლის 5 დეკემბერს შევიდა. „პრემიე მეტრ ლ’ ერი“ პატრულირებას უკვე 25 წელია ახორციელებს. მისი ეკიპაჟი 7 ოფიცრისგან, 58 საზღვაო ოფიცრისგან და 24 მეზღვაურისგან შედგება.

თავდაპირველად, ფრანგული ხომალდის მთავარი დანიშნულება და მისია ზღვის სანაპირო წყლებში ნავსაწინააღმდეგო საბრძოლო ამოცანის შესრულება იყო. დღეს კი ხომალდს მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული, როგორიცაა – სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა; საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი; ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონიტორინგი; სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია.

ფრანგული სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მარტვილსა და საგარეჯოში “ქარტული ოცნების” მაჟორიტარები ცნობილია

მარტვილსა და საგარეჯოში “ქარტული ოცნების” მაჟორიტარები ცნობილია

11 years ago
ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები ემატება

ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები ემატება

9 years ago
„სოფელში ტრაგედია ტრიალებს…“ – ძველ ხიბულაში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

„სოფელში ტრაგედია ტრიალებს…“ – ძველ ხიბულაში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

1 year ago

9 წლიანი პატიმრობა მეგის ქარდავას

13 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by