• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

progres-bankiსს “პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. სებ-ის ინფორმაციით, სს “პროგრეს ბანკის” აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “პროგრეს ბანკს” გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს “პროგრეს ბანკი” არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

„როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს “თიბისი ბანკმა” შეიძინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი – დეპოზიტართა მოთხოვნები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებას აქვეყნებს:

„იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს “პროგრეს ბანკის” ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.

იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული “კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს “პროგრეს ბანკის” კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების მიღებას.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული “კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის” მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნა. თუ 5 დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია არ დაფიქსირება, თქვენი მხრიდან თანხმობა ავტომატურად ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, თქვენი კუთვნილი თანხები დარჩება არა გარდაქმნილი ორგანიზაციის ბალანსზე, არამედ აღნიშნული თანხები განთავსდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს “პროგრეს ბანკის” კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად მოხდება მათი გაცემა“, – ნათქვამია ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება

10 years ago
აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს – კულუმბეგოვი

რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს – კულუმბეგოვი

5 years ago

გიორგი გახარიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

9 years ago
პატრიარქი – სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება

ილია მეორე – მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by