• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სერიალი გემრიელი “სასუსნავივითაა”, რომელსაც დღის ბოლოსთვის ვინახავთ“ – ბექა მაისურაძე

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
“სერიალი გემრიელი “სასუსნავივითაა”, რომელსაც დღის ბოლოსთვის ვინახავთ“ – ბექა მაისურაძე
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ეს ერთი სერია და დავიძინებ“ – ირწმუნება საშუალოსტატისტიკური სერიალომანი, სანამ მორიგი ეპიზოდის ყურებას დაიწყებს. სერიალები ნარკოტიკებზე არანაკლებ დამოკიდებულებას იწვევს. სანამ გავიგებთ, რა დაემართა საყვარელ გმირებს, „ლომკა“ გვეწყება, რომლის მოსახსნელად ერთად რამდენიმე სეზონს ვუყურებთ. არადა, რამდენიმე წლის წინ ამ სატელევიზიო პროდუქტის გულშემატკივარი მარგინალურ ჯგუფად მოიაზრებოდა, რომელიც საჯაროდ ვერ გამოხატავდა თავის სიმპათიას ამა თუ იმ სერიალის მიმართ. ახლა ვითარება შეიცვალა. სერიალები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ სიამოვნებით განვიხილავთ მეგობრებთან, ვკამათობთ და ვეძებთ თავისუფალ დროს, რათა ის მაინც გავიგოთ,  ვინ გახდება – „შვიდი სამეფოს ბრძანებელი“, სად გაქრა – „ვილ ბაიერსი“, ან ვინ მოკლა – „ლორა პალმერი“.

რამ განაპირობა სერიალების ასეთი პოპულარობა და „დაჯაბნიან“ თუ არა ისინი ფილმებს, ამ თემებზე The Tbilisi Times კინომცოდნე და ჟურნალისტი ბექა მაისურაძე ესაუბრა


14741143_552797074922265_581087312_n
                                                                                 ფოტო (c) გურამ მურადოვი

რატომ ვუყურებთ სერიალებს, რა გვიზიდავს? 

– პირველ რიგში, სიამოვნებაა, რომელიც გრძელდება არა 2 საათით, არამედ რამდენიმე თვით ან წლების განმავლობაში. შეიძლება, იმაზე ფიქრი, რომ ამბავი, რომელიც დაიწყო დიდი ხნის განმავლობაში, არ დასრულდეს, დისკომფორტის მომგვრელი იყოს, ან დაგვეზაროს კიდეც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ თუ დაიწყე, ვეღარაფერი შეგაჩერებს. თანაც შეგიძლია რამდენიმე სეზონი დააგროვო და მშვიდად ნახო ზაფხულის ცხელ დღეებში. რაც მთავარია, ახალი სერიალის საყვარელი ეპიზოდის სანახავად არც სახლიდან და არც კომფორტის ზონიდან არ გიწევს გასვლა, ის თავად მოდის შენთან,  საყვარელი და გემრიელი “სასუსნავის” სახით, რომელსაც დღის ბოლოსთვის ვინახავთ. აღსანიშნავია თემები და სოციალური პრობლემები, რომლებსაც ესა თუ ის სერიალი ეხმიანება თავისი შინაარსითა და გმირებით, სწორედ ეს გვიზიდავს  ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანებთან. ამას ემატება საყვარელი მსახიობები და პერსონაჟები, რომლებიც ნელ-ნელა უფრო და უფრო იხსნებიან, გვეცნობიან. საბოლოოდ ვიღებთ ერთ დიდ შოკოლადის ფილას, ბევრი ნატეხით, რომელიც კი არ მთავრდება, პირიქით, უფრო დიდი და გემრიელი ხდება. ჩვენც მეტი რა გვინდა?!

ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო იზრდება სერიალების პოპულარობა. ახალი სეზონის დაწყებას არანაკლები აჟიოტაჟით ელოდებიან, ვიდრე მარველის კომიქსის ახალ კინოადაპტაციას. არადა, ახლო წარსულში სერიალების ყურება ცუდ ტონად ითვლებოდა. რა შეიცვალა ამ ინდუსტრიაში?

 – იყო დრო, როდესაც სერიალების ყურება ცუდ ტონად ითვლებოდა, 50-იან წლებში, მაშინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე საპნის ოპერა, სადაც მთავარი აქცენტი არა შოუს სიუჟეტზე, არამედ იმაზე კეთდებოდა, თუ როგორ მიეყიდათ დიასახლისებისთვის ახალი სარეცხი ფხვნილი ან სამზარეულოს ტექნიკა.

დღემდე საქართველოში ძალიან ბევრს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს სერილების მიმართ, თუ რატომ, რთული სათქმელია. ვფიქრობ, რომ ეს უფრო, იმ ტელევიზიების დამსახურებაა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უხარისხო საპნის ოპერებს სთავაზობს ქართველ მაყურებელს.

დღეს სულ სხვა ვითარებაა. გაუმჯობესდა და შეიცვალა არა მხოლოდ სერიალების ხარისხი, არამედ მთელი კინემატოგრაფი. ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ახალმა ტექნოლოგიებმა გასაქანი მისცა, რომ პროექტები უფრო ბუნებრივად და მარტივად გაეკეთებინათ,  მათი ჩანაფიქრი კი რეალური და სრულყოფილი სახით მისულიყო მაყურებლამდე.

როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, აღსანიშნავია ის რამდენიმე დეტალი, სადაც პროგრესი თვალსაჩინოა, ესენია სცენარი, გადაღების ტექნიკა და სამსახიობო ოსტატობა.

ყოველწლიურად იმაზე ბევრად მეტი კარგი სერიალი გამოდის ვიდრე წინა წელს, წამყვანი კომპანიები გაზრდილი კონკურენციის გამო უფრო და უფრო მეტ სცენარისტს ქირაობენ ახალი ისტორიის შესაქმნელად, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოოდ აისახება ხარისხზე. მაგალითისთვის ავიღოთ ნეთფლიქსის “უცნაური ამბები”, სადაც, ერთი შეხედვით, ისტორიაში თითქოს ახალი არაფერია, მაგრამ შოუს შემქმნელებმა 80-იანი წლების საკულტო ფილმებისა და მაყურებლის მოთხოვნების ნაზავით, ჩემი აზრით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი შექმნეს. აქ ყველაფერია მაშინდელი პოპ-კულტურიდან – დაკარგული ბავშვები, საშინელი ზარები სახლის ტელეფონზე, ამოუცნობი მონსტრები, სახელმწიფო შეთქმულება, იდეალური და პრობლემური ამერიკული ოჯახები და ა.შ.. მთელი შოუ საოცრად ნაცნობია და პარალელურად საოცრად ახალიც. სწორედ ამაშია მთელი მუღამი.

პოპულარული ტენდენციაა, რომ მსოფლიო დონის კინომსახიობი თუ რეჟისორი სერიალების ინდუსტრიაში გადადის. რა ამოძრავებთ ვუდი ალენის დონის რეჟისორს, როცა სერიალის კეთებას გადაწყვეტს? ახალი გამოწვევა თუ უბრალოდ ბაზრის მოთხოვნებს მიჰყვებიან?

 – ამას სამი მარტივი მიზეზი აქვს – მრავალფეროვნება, მუდმივი მაყურებელი და რეიტინგი. დღეს შოუ-ბიზნესში ყველაფერი ამ სამი სიტყვის გარშემო ტრიალებს. ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კინოს, საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მუდმივად ეყოლება თავისი მაყურებელი, დღეს სერიალები უფრო და უფრო იკრებს ძალას და მათ შორის ეთერში გასულ ყველაზე ცუდ სერიალსაც კი  მინიმუმ 3-4 მილიონი ადამიანი უყურებს და ამას დამატებული კიდევ უფრო მეტი ინტერნეტ მომხმარებელი, რომელიც შოუს სხვადასხვა საიტებზე ადევნებს თვალს. ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც მეტი რა სურთ?! ისინი მუდმივად იქნებიან ყურადრების ცენტრში, ისაუბრებენ მათზე, დაწერენ, გააკრიტიკებენ ან მოიწონებენ. ამასთანავე, ბევრი კარგი და საინტერესო სერიალი ჩნდება ყოველწლიურად, სადაც პერსონაჟებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოები არიან, მსახიობს კი საშუალება ეძლევა თავისი გმირი არა რამდენიმე საათში, არამედ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე გაზარდოს.

გამომრჩა ჰონორარი. ფული ზედმეტი არასდროს არის. მაგალითად, ჯესიკა ლენგს, რომელსაც რამდენიმე მილიონს ისედაც უხდიან ფილმში მონაწილეობისთვის, რატომ არ უნდა დათანხმებოდა ახალ შეთავაზებას სადაც თითო ეპიზოდში $500 000-ს გადაუხდიან?!

ბოლოს და ბოლოს ახლახანს მერილ სტრიპი დათანხმდა სერიალში მონაწილეობაზე, ამით ყველაფერი ნათქვამია.

“სამეფო კარის თამაშებმა“ ძალიან დიდი სამსახური გაუწია სერიალების პოპულარიზებას.  შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ამ სერიალით ახალი ეტაპი დაიწყო ამ სფეროში?

 – ასე ვერ ვიტყოდი, “სამეფო კარის თამაშები“, რომელიც თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, კარგად გამოიყენა მისი წინამორბედი  შოუების გამოცდილება, რომლებმაც რეალურად ახალი ეპოქა დაიწყეს. ჩემთვის სერიალების ერა ლინჩის “ტვინ პიქსიდან“ იწყება, რომელიც შემდეგ “სოპრანოს კლანმა“ გააგრძელა. ზოგადად შეიძლება ისიც ითქვას, რომ ყველა ჟანრში არსებობს ისეთი სერიალი, რომელმაც ამ ჟანრს ლიმიტი დაუწესა, რომლის ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდნენ. მაგალითად, ჩემთვის სიტკომებში “მეგობრებია” ასეთი. HBO-ის გამოჩენამ კი ყველა სხვა კომპანიას თითის დაქნევით აგრძნობინა, რომ ბაზარს ახალი ლიდერი ჰყავს, რომელმაც დანარჩენებს აიძულა გადაეღოთ იმაზე კარგი შოუები, ვიდრე იღებდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნათელი გონების მარადიულ ბრწყინვალებას“ სერიალად გადააკეთებენ. ეს ხომ არ უსვამს ხაზს სერიალების მზარდ უპირატესობას კინოინდუსტრიაზე? თან იმ ფონზე, როცა  დისნეი და მთლიანად ჰოლივუდი რიმეიქებზეა გადასული.

– ზოგადად სცენარების მხრივ ამერიკულ კინოსამყაროში ბოლო დროს ძალიან დიდი კრიზისია, რაც, თავის მხრივ, რიმეიქების გადაღებითაც გამოიხატება.  მეორეს მხრივ, ძველი კლასიკური ფილმების ხელმეორედ გადაღება კინოკომპანიებისთვის ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა და მაყურებლისთვის კარგად მივიწყებული ძველის შეხსენების საუკეთესო საშუალება. მაგალითად, ახლა მიდის მოლაპარაკებები რომაული არდადეგების რიმეიქის გადაღებასთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, ჩანასახშივე განწირული პროექტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახალ ვერსიას თავისი მაყურებელი ეყოლება, ძველი ვერსია კი კიდევ ერთხელ გახდება აქტუალური, რაც ძალიან კარგია.

იგივე შეიძლება ითქვას სერიალებზეც, მიუხედავად იმისა, რომ კარგი სცენარით გადაღებული სერიალები ბოლო დროს უფრო და უფრო მრავლად გვხვდება, კომპანიები ხანდახან რისკავენ და უარს არ ამბობენ უკვე პოპულარული ფილმების გასერიალებაზე. ასე მოხდა “ფარგოზე“, რომელმაც ძალიან გაამართლა, ვნახოთ, რა იქნება “ბრწყინვალე გონების მარადიული ნათების“ შემთხვევაში. ხშირია ისიც, რომ სერიალის დასრულების შემდეგ გამოდის ფილმები მის მიხედვით, მაგალითად “საიდუმლო მასალები”, “სექსი დიდ ქალაქში” და ა.შ, რაც  ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად მომგებიანი პროექტი გამოდის, კრიტიკოსებისგან უარყოფით შეფასებებს იმსახურებს. რაც შეეხება კითხვას, გეტყვით, რომ ჯერ–ჯერობით ორივე ინდუსტრია მშვენივრად ახერხებს თანაცხოვრებას დიდი კონკურენციის მიუხედავად.

გამოდის, რომ არალოგიკურია საუბარი, რომ სერიალები უახლოეს მომავალში დაჯაბნიან კინოს?

– მგონია, რომ ეს არასდროს მოხდება, კინოს თავისი მაყურებელი ჰყავს, სერიალს კი თავისი.

ასეთი მოსაზრება მოვისმინე, რომ სერიალები ბევრად ეკონომიურია. ანუ, განაპირობა თუ არა თანამედროვე ცხოვრების წესმა, რიტმმა სერიალების მაყურებელთა გაზრდა?

– შეიძლება ასეც ითქვას. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვერ ახერხებს ყოველი ახალი პრემიერის დროს კინოში წავიდეს, ეს განპირობებულია როგორც გადატვირთული გრაფიკით, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებითაც. სერიალმა მაყურებელს მისცა ის, რაც სჭირდებოდათ – სახლში, კომფორტულ პირობებში ენახათ არა ერთი, არამედ მრავალსერიანი ფილმი, რომელიც ყოველდღიურად ახერხებს მოგვწყვიტოს ჩვენს რეალობას, შეგვახედოს  სიეტლის საავადმყოფოში და მერიდიტ გრეისთან ერთად გვაცხოვროს, ან ოლივია პოუპთან ერთად გავარკვიოთ, რა ხდება თეთრ სახლში, გადავბარგდეთ ვესტეროსში, ცოტა ხნით ვიყოთ სასოწარკვეთილი დიასახლისები ან გვქონდეს სექსი დიდ ქალაქში.

 რუსეთის არჩევნებზე ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაიღო სარეკლამო რგოლი, რომელიც ერთი ერთში იმეორებს “ბანქოს სახლის“ სცენას, სადაც ფრენკ ანდერვუდი მაგიდაზე აბრახუნებს . როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენენენ სერიალები ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე, ქცევაზე, მეტყველებაზე? პერსონაჟები ხომ არ გვკარნახობენ ქცევით მოდელებს?

– ერთ მაგალითს გავიხსენებ, წლების წინ საქართველოში გადიოდა სერიალი “დინასტია“, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქართველმა ქალებმა დაიწყეს პერსონაჟების მიბაძვა. მოდაში შემოვიდა ქრისთლის ვარცხნილობა, ელექსისის ტანისამოსი და ა.შ.. შორს, რომ არ წავიდეთ, ავიღოთ სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც გროტესკით გადმოსცემს ქართული საზოგადოების ყოფას და ამ გროტესკსა და სიცილ-ხარხარში  ხანდახან  მტკივნეულ თემებსაც ეხება. სცენარისტი, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ცდილობს საკუთარი აზრი თავს მოგვახვიოს, უბრალოდ გვაჩვენებს ფაქტებს, იმას, რაც რეალურად არის და აქედან დასკვნების გაკეთება უკვე ჩვენზეა. არაჩვეულებრივი მაგალითი იყო ტრანსგენდერი პერსონაჟის დამატება ახალ სეზონში, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ლგბტ-თემი ზოგადად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც ხშირად ხდება დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი. რამდენიმე დღის წინ თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს და ყელი გამოჭრეს, უფრო ადრე საბი ბერიანი მოკლეს და ამ მკვლელობაზე საზოგადოების დამოკიდებულება შოკისმომგვრელი იყო. საქართველოში ადამიანის მკვლელობა არათუ გამართლებულად, არამედ სასიხარულოდაც კი მიიჩნიეს. სამწუხაროა, რომ ქართველებს, მკვლელობა და ამ მკვლელობის გამო გამოხატული სიხარული ნორმად და სამაგალითოდაც კი მიაჩნიათ, სამაგიეროდ ავადმყოფებად აღიქვამენ ადამიანებს, რომელთაც არანაირი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქეთი დევდარიანს, რომელმაც თამამი მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

 და ქართულ სერიალებზე რომ ვთქვათ, რა ვითარებაა ჩვენთან ამ სფეროში?

 – ქართული სერიალები ნელ-ნელა იკრებს ძალას. ვერ ვიტყვი, რომ სწრაფად მივდივართ წინ, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ჯერ კინოსაც ახლა გაეხსნა მეორე სიცოცხლე, ამიტომ ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და უკეთესობისკენ წავა.

 როგორ წარმოგიდგენიათ ეს ინდუსტრია მომავალში? მოგვბეზრდება თუ პირიქით…. რა  მომავალი აქვს?

ზოგადად ეს სფერო იმდენად სწრაფად ვითარდება და იმდენ საინტერესო პროექტს გვთავაზობენ ყოველწლიურად, რომ შეუძლებელია თავი ამოწუროს ან მოგვბეზრდეს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ახლა იწყება მთავარი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, მაყურებლებისთვის სასიხარულო და ხელსაყრელია.

ანა მებურიშვილი

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In