• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესი“ – კახა სოხაძე

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
„2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესი“ – კახა სოხაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ხარისხიანი საკვების მიღება 21-ე საუკუნეში აქტუალური პრობლემაა. უხარისხო სურსათის მოხმარება ჯანმრთელობისათვის მავნებელია. სწორედ ამიტომ ყველა მომხმარებელს აინტერესებს რას მიირთმევს, რამდენად უსაფრთხოა ის საკვები, რომელიც დიდ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებსა თუ სხვა კვების ობიექტებში იყიდება. განსაკუთრებით ძლიერდება ამ თემაზე ინტერესი, თუ საქმე ბავშვების კვებას ეხება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში სურსათის უვნებლობას არეგულირებს კანონი – „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“.

საინტერესოა, როგორ კონტროლდება საკვების უვნებლობა საქართველოში და ზოგადად რა მდგომარეობაა კონტროლის მხრივ ჩვენს ქვეყანაში. ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ესაუბრა.

dddროგორ და რა პერიოდულობით კონტროლდება სურსათის უვნებლობა საქართველოში? ძირითადად რა ტიპის დარღვევებს აწყდებით?

– სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი გახლავთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი.

აქ განსაზღვრულია ის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სურსათის ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო კონტროლი. ესენია:

1) ინსპექტირება – გეგმური და არაგეგმური. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება შესაბამისი რისკის დონეების განსაზღვრის შედეგად. არაგეგმურ ინსპექტირებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები.

2) დოკუმენტური შემოწმება – ეს გულისხმობს ეტიკეტირების კონტროლს ან ნებისმიერი სხვა თანმხლები ან საწარმოში ადგილზე არსებული  დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხებს. ასევე, ეს არის სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სხვადასხვა ტიპის მაჩვენებლებზე, სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებზე, რომლებიც ასევე ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული. ასევე, მონიტორინგი, ზედამხედველობა და ნიმუშის აღება.

როგორც მოგახსენეთ, გეგმური შემოწმებები ხორციელდება შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით და ეს არის რისკზე დაფუძნებული კონტროლი. ანუ, დადგენილია კრიტერიუმები, რომლებიც საერთაშორისოდაა აღიარებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებული აქვს პრიორიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ზოგადად სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. პირველი მაღალი რისკის შემცველი სურსათი ხორცია და ხორცპროდუქტები, ასევე რძე და რძისპროდუქტები და ა.შ. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კვების ობიექტები. მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტები, ბავშვთა კვება – ბავშვთა კვებაში იგულისხმება სასწავლო დაწესებულებები: სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებები, სამკუნალო დაწესებულებების კვების ბლოკები, ასევე სასმელი წყალი და ა.შ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო ობიექტები, სადაც ხდება სხვადასხვა სურსათის რეალიზაცია, თუ რა პირობებშია მოქცეული ( აქ ხორცზე გავამახვილებდი ყურადღებას) და ა.შ.

შემოწმებების სხვადასხვა მექანიზმებს ვიყენებთ რის შედეგადაც ვადგენთ სხვადასხვა სახის დარღვევებს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად სურსათის უვნებლობის კონტროლის გააქტიურებამ (ბოლო 3-4 წლის განმავლობაში) განაპირობა ის, რომ სურსათის ბიზნესოპერატორებმა შეიძინეს შესაბამისი ცოდნა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია აბსოლუტურად პოზიტიურია წინა წლების შედეგებთან შედარებით. მაგალითად, მიმდინარე წელს დარღვევების რაოდენობა და დარღვევების ხასიათი უფრო სხვაგვარია. თუმცა, დარღვევები, რა თქმა უნდა, კვლავ გვხვდება და ეს მიღწეული დონე სულაც არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ წლიდან წლამდე რაც შეიძლება მაღალ დონეზე მოწესრიგდეს სურსათის უვნებლობის საკითხები. კერძოდ: სურსათის ჰიგიენა, ინფრასტრუქტურული ნაწილი, სურსათის საწარმოს სწორად დაგეგმარება, გამართული ტექნოლოგიები, მომუშავე პერსონალის პირადი ჰიგიენის საკითხები, ტემპერატურული რეჟიმები, ეტიკეტირების საკითხი და ასევე სურსათის შესაბამისობა სხვადასხვა ნორმატიულ აქტებთან.

ამოწმებთ თუ არა და რა ინტენსივობით იმ სუპერმარკეტებს, რომლებშიც ხორცი იყიდება? სუპერმარკეტების გარდა საინტერესოა კვების ობიექტებიც. კონტროლდება თუ არა ხორცპროდუქტები რესტორნებში, საშაურმეებსა და ზოგადად კვების ობიექტებში? რა დარღვევებია ყველაზე მეტად თვალში საცემი? როგორია სანქციები….

– საქართველოში ხორცის რეალიზაციის კონტროლი საკმაოდ ხშირად ხორციელდება. აქაც მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ჩვენს ბაზარზე რეალიზებული (პირობითად) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის დიდი ნაწილი ვეტერინალური ზედამხედველობით დაკლული ცხოველისგან არის მიღებული და „იატაკქვეშა“ პირობებში დაკლული ცხოველების ხორცის რეალიზაციის ფაქტები საკმაოდ შემცირებულია. თბილისში უკვე ყველგან შეხვდებით ხორცის სარეალიზაციო მაღაზიებს, სადაც დაცულია შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმები,  სისუფთავის ელემენტარული მოთხოვნები. ამ მხრივ, განსაზღვრულია კიდევ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უფრო მაღალ დონეზე დაარეგულირებს საკითხს. მაგალითად, 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესი, რომლის მიხედვითაც, ყველა სარეალიზაციო ადგილზე საქონლის ხორცი უნდა გაიყიდოს შესაბამისი ეტიკეტის თანხლებით. ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც ეტიკეტზე უნდა განთავსდეს, დადგენილი და გათვალისწინებული იქნება კონკრეტული ნორმატიული აქტით.

ზოგადად საქართველოში ბევრი  საზოგადოებრივი კვების ობიექტებია, მათ შორისაა, სწრაფი კვების ობიექტები.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საშაურმეებში მდგომარეობა გაცილებით გამოსწორებულია.

ჩვენ თუ წინა წლების კონტროლის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ ლაბორატორიული დარღვევების რაოდენობა და ადამიანების მოწამვლის ფაქტების რაოდენობაც უფრო მეტია. წელს, ზაფხულში გვქონდა შემთხვევები, თუმცა ეს კონკეტული შემთხვევები იყო, და არა, მაგალითად, საშაურმის ან სწრაფი კვების ობიექტებში მოწამვლის ფაქტები.

რაც შეეხება სანქციებს, ის სხვადასხვა სახისაა. თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სურსათის უვნებლობაზე, ასეთ დარღვევას კრიტიკული შეუსაბამობა ჰქვია ჩვენი საკანონმდებლო ენით, ამ შემთხვევაში საწარმო პროცესი ჩერდება და ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 1000 ლარით. ასევე თუ არაკრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდება, ანუ ისეთი შეუსაბამობა, რომელიც სურსათის უვნებლობაზე პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის საფრთხის შემცველი ან შემდგომში პოტენციურობიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან რაღაც კონკრეტული საფრთხე შექმნას, ასეთ შემთხვევაში ბიზნესოპერატორს ეძლევა მითითება კონკრეტული ვადის დათქმით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს მითითება ამ ვადის დაცვით არ გამოსწორდება, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 400 ლარით. ჯარიმა მავნე სურსათის გამოვლენის შემთხვევაში გვაქვს 1000 ლარი და ასეთი სურსათი ნადგურდება. ასევე ხდება ეტიკეტირების კონტროლი, ვარგისიანობის ვადების კონტროლი და ა.შ. გასულ წლებში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის არც თუ ისე იშვიათი ფაქტები იყო. თუმცა ტენდენცია აქაც პოზიტიურია. ანუ სხვადასხვა კონკრეტული ტიპის დარღვევაზე კონკრეტული ტიპის საჯარიმო სანქცია (ადმინისტრირებადი სანქცია) არის გათვალისწინებული.

კონტროლდება თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტი?   გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებისთვის ზღვარი 0.9 %-ია. როგორ ითვლით ამ  0.9 %-იან კომპონენტს? ასევე აუცილებელია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს მიეთითოს „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“ . რამდენად იცავენ ამ კანონს სუპერმარკეტები დამაღაზიები?

– მოგეხსენებათ, გენმოდიფიცირებული პროდუქტისთვის ცალკე კანონი არსებობს, რომელიც არეგულირებს ზოგადად სურსათში გენურ შემცველობას. ამ მოთხოვნების დარღვევისათვის საკმაოდ მაღალი სანქციებია დადგენილი. ასეთ კონტროლს უკვე მესამე წელია სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ლაბორატორული კვლევის კუთხით.

ის მითი, რომ საქართველოში ყველაფერი გენმოდიფიცირებულია, არ შეესაბამება სინამდვილეს.

მაგალითად, თუ არ ვცდები, მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო სურსათის გენმოდიფიცირებულის შემცველობაზე. წინა წელს კი მგონი – ორი. ჩვენ საკმაო რაოდენობის ნიმუშებს ვიღებთ წლის განმავლობაში. ეს მოიცავს სურსათის ყველა სპექტრს და მთლიანად საქართველოს ტერიტორიას.

რაც შეეხება 0.9%-იან კომპონენტს,  ამის დათვლა ხდება თუ მრავალკომპონენტიანი სურსათია, თვითონ ამ სურსათის რაოდენობით. ანუ, პროპორციის მიხედვით. თუ მთლიანად ერთკომპონენტიანი სურსათია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის,  იქ უკვე დათვლას აზრი არ აქვს.

ბაღებსა და სკოლებში კვების ბლოკებში რა მდგომარეობაა, რა პერიოდულობით ხდება კონტროლი?გეგმურად ამოწმებთ თუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე?

– ბაღებსა და სკოლებს რაც შეეხება, აქაც აშკარა პროგრესია, განსაკუთრებით – ბაღებში. ჩვენ  ბოლო 3-4 წელია აქტიურად ვაკონტროლებთ სკოლებს. აქაც პროგრესი აშკარაა. აქ ჩართულია განათლების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრატრუქტურის სამინისტრო. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციას ნუტრიციის კუთხით, ასევე მზადდება ერთობლივი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სადაც ეს სამინისტროები არიან ჩართულები. სამოქმედო გეგმით არის გაწერილი აქტივობები, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში თითოეულმა უწყებამ უნდა განახორციელოს. როგორც სკოლებში, ასევე  საბავშვო ბაღებში.

ბაღები და სკოლები გეგმურადაც მოწმდება და არაგეგმურადაც, თუმცა არც გეგმური და არც არაგეგმური შემოწმებისას ისინი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ შეიძლება იცოდნენ, რომ რაღაც პერიოდში, მაგალითად, მომავალი თვისთვის, ანუ ერთი თვის განმავლობაში ისინი შემოწმდებიან , მაგრამ როდის, ეს არავინ იცის.

საინტერესოა კერძო ბაღებსა და სკოლებში რა მდგომარეობაა? რამდენად ხდება კვების ობიექტებში ჰიგიენური დაცვა?

– არანაირი განსხვავება არ არის სურსათის უვნებლობის  კონტროლის კუთხით კერძოსა და საჯაროს შორის.

კერძო ბაღებიც და სკოლებიც იგივე პრინციპით და სიხშირით მოწმდება, როგორც საჯარო.

აპირებთ თუ არა ახლო მომავალში ბაზრების კონტროლს?

– ბაზრების კონტროლი ახლაც მიმდინარეობს. ალბათ, მკითხავთ თუ კონტროლი მიმდინარეობს, ასეთი მდგომარეობა რატომ არისო. ეს საკმაოდ ძნელად დასაძლევი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა სხვადასხვა ადგილებში. მაგალითად, ზესტაფონის აგრარულ ბაზარსა და  ბათუმის აგრარული ბაზარში, რომელშიც განხორციელდა რეკონსტრუქციები და კონკრეტული სამუშაოები. ე.წ დეზერტირების ბაზარში ხორცის ვაჭრობისთვის ნაკლებად მისაღები პირობებია. რეალიზატორებს ურჩევნიათ ქუჩაში გაყიდონ პროდუქტი. მინდა გითხრათ, რომ სურსათის გარევაჭრობა მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენს ჩვენთვის. ამ საქმიანობს ვერ გაააკონტროლებ, იმიტომ რომ, ვერ მისცემ რეკომენდაციას, მასზე სანქციებს ვერ გაატარებ და ა.შ. ანუ ეს არის აკრძალული საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს როლი საკმაოდ მწირია და ეს თითქმის ჩვენი კომპეტენცია არ არის, თუმცა ყველა სხვა ირიბი ხერხით, რითაც შეიძლება ეროვნულმა სააგენტომ მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების, მუნიციპალიტეტებთან ერთობლივი ღონისძიების მომზადების კუთხით,  აქტიურ მონაწილეობას ვღებულობთ. ვფიქრობ, ეს პრობლემა, ზოგად გადასაჭრელია და  საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივად უნდა გადაიჭრას.

 ნინო მაზიაშვილი

 

 

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გორთან ავარიას მძღოლის და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა

პეკინის გამზირზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს

7 years ago
რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

7 years ago

გუშინ ციხეში გარდაცვლილი არასრლწლოვანის ოჯახი სენაკში სოზარ სუბარის ჩასვლას ითხოვს

13 years ago
სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by