• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სრული ციკლი შევასრულეთ და შეგვიძლია უკვე გარკვეული შეფასებების გაკეთება” – EastPoint-ის მარკეტინგის დირექტორი თეა ლომინაძე

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედაქალაქში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ცენტრში, ისე მიმდებარედ, რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მათ  2015 წელს „EastPoint  თბილისი“ შეუერთდა.

EastPoint – ი მიმდინარე წელს პოზიტიურად აფასებს და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ფართების დარჩენილ 8%-ითაც დაინტერესდებიან საერთაშორისო ბრენდები. კოპანიებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა იმას, თუ რომელ ბრენდს ვიხილავთ 2017 წელს, ჯერ ცნობილი არაა.

კომპანიისთვის არსებული წელი სხვა ბიზნეს-სიახლეებთან ერთად, განსაკუთრებული, აღმოჩნდა საოჯახო გასართობის ცენტრის დაარსებით. ცენტრმა გასართობი ცენტრების კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოც დაიმსახურა. პრიზი გადაეცა ცეტნრის მასშტაბის, ატრაქციონების მრავალფეროვნებისა და ცენტრში მოქმედი უსაფრთხოების ზომებისა და სხვა მთელი რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო.

კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თეა ლომინაძე „თბილისი თაიმსთან“ EastPoint-ის არსებობის პირველ წელზე საუბრობს და ვარკეთილში, სამომავლოდ, „ჰუალინგის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის“ გახსნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

თეა ლომინაძეროგორ შეაფასებთ 2016 წელს, რამდენად მომგებიანი იყო „East-Point”-ისთვის ფინანსურად არსებობის პირველი წელი? 

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ  ეს ერთი წელი ძალიან საინტერესო გამოდგა. სრული ციკლი შევასრულეთ და შეგვიძლია უკვე გარკვეული შეფასებების გაკეთება.

ფინანსური თვალსაზრისით ამ ერთ წელს პოზიტიურად ვაფასებთ. მცირე გადაჭარბებით, თუმცა მაინც  გადაჭარბებით შევასრულეთ ის გეგმები, რომლებიც ჩვენი მხრივ, ორგანიზაციას ჰქონდა დასახული შარშან, გახსნისას.

ეს ერთი წელი, ვფიქრობ რომ, ძალიან ნაყოფიერი იყო და მეტი წინსვლით გავაგრძელებთ მომავალ წელსაც. 2016 წელი კარგი სტარტი აღმოჩნდა, რაც დამეთანხმებით, რომ ყველაზე მთავარია.

რა პრობლემები გამოიკვეთა (ბიზნესის კუთხით), რამ იმუშავა ყველაზე უკეთ და თქვენი აზრით, რა იყო მომხმარებლისთვის ყველაზე საინტერესო?

– იქიდან გამომდინარე, რომ „ისთ-ფოინთის“ ბიზნეს მოდელი წარმოადგენს ფართების გაქირავებას მე გამიჭირდება კონკრეტული ბიზნესის სახელით ვთქვა, თუ რამდენად მომგებიანი იყო წელი.  კონკრეტული ერთეულების ოპერირება ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენზე, რაც იყო დამოკიდებული, რაც გავაკეთეთ და რამაც ყველაზე უკეთ იმუშავა არის გასართობი ინფრასტრუქტურა – ბავშვთა გასართობი ცენტრი. ცენტრის, რომელიც  3500 კვადრატულ მეტრზეა  განთავსებული, საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონი დოლარი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ EastPoint -ში ამ  პროექტმა გაამართლა, ის ნამდვილად წარმატებულია.

როდესაც ვსაუბრობდით სავაჭრო ცენტრის შექმნაზე, გავითვალისწინეთ ისიც, რომ სავაჭრო ცენტრის კარგად მუშაობისთვის სხვა ისეთ აუცილებელ კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა სუპერმარკეტი, კინო და ა.შ, საჭიროა  საოჯახო გასართობი ცენტრი. აქედან გამომდინარე და კიდევ იმიტომ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ იყო არცერთი ოპერატორი  და არ არსებობდნენ დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც შექმნიდნენ და გააკეთებდნენ ამას, როგორც ბიზნეს ერთეულს, ჩვენმა საინვესტიციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითონ გაეკეთებინა ეს ბიზნესი. და სავაჭრო ცენტრიც გახდა სრულყოფილი. ესაა ის ბიზნესი, რომელიც „ისთ ფოინთში“ დამატებით გაკეთდა და რომელსაც ძალიან პოზიტიურად და გამართლებულად ვაფასებთ.

east-pointრას გეგმავთ მომავალ წელს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა მაღაზიების დამატებას და ახალი ინვესტიციების განხორციელებას?

მოცემულ ეტაპზე, ჩვენი გასაქირავებელი ფართის 92%-ი უკვე დაკომპლექტებულია, შესაბამისად, არსებული ფართის 8 %-ი მთელი წლის განმავლობაში უნდა შეივსოს და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.  პროექტის ფარგლებში განვითარების პერსპექტივები, ბუნებრივია, არსებობს. ამ დროისთვის გამიჭირდება ზუსტად ვთქვა 2017 წელს, რა იქნება, თუმცა ჩვენ უკვე ნაფიქრი გვაქვს, რომ როგორც კი დაინტერესდებიან საერთაშორისო ბრენდები ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მისაღებად. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გაჟღერება გამიჭირდება.

ვარკეთილში „ჰუალინგის“ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი  იხსნება, როგორ შეაფასებთ სამომავლოდ კონკურენციის თვალსაზრისით,ცენტრის გახსნას?

– ზოგადად, ჩვენ ძალიან მივესალმებით კონკურენციას, იმიტომ, რომ  კონკურენცია არის ის, რაც განაპირობებს  ბაზრის განვითარებას, – ჯანსაღი კონკურენცია. ამ პროექტს, რაც შეეხება, მეც ჩვენი თანამოქალაქეების მსგავსად ვარ ინფორმირებული, ამ ეტაპზე გამიჭირდება შეფასება, იმიტომ რომ, როდის და როგორ გააკეთებენ ოპერირებას, ან რა ბრენდები იქნება წარმოდგენილი, არავინ ვიცით ზუსტად. 

თუმცა ჩვენ მეზობლები გამოვდივარ და კიდევ უფრო მეტი ძალისხევა დაგჭირდება ორივეს, რომ მომხარებლის გული მოვიგოთ.

ნათია კეკენაძე

ნათია

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ბათუმში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება

ბათუმში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება

7 years ago

,,სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“- ავთო ვარსიმაშვილის კიდევ ერთი ექსცენტრიული, აბსურდული კომედია და ,,უფრო დიდი იდიოტოკრატია“

13 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10 years ago
გრიგოლ ვაშაძე – „რუსთავი 2“-ის ოლიგარქების ხელში გადასვლით ოპოზიციამ წვდომა დაკარგა ამომრჩეველზე

გრიგოლ ვაშაძე – „რუსთავი 2“-ის ოლიგარქების ხელში გადასვლით ოპოზიციამ წვდომა დაკარგა ამომრჩეველზე

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by