• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თემურ მიქელაძე: „ახალშობილებისთვის რა საკვებიც არსებობს საქართელოში, როგორც ვიცი, ექვემდებარება შემოწმებას“

13 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
თემურ მიქელაძე: „ახალშობილებისთვის რა საკვებიც არსებობს საქართელოში, როგორც ვიცი, ექვემდებარება შემოწმებას“
29
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

23დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილთა დაცვას სხვადასხვა ინფექციებისაგან. პრაქტიკულად არ ვითარდება ალერგია, ახალშობილი ადვილად ითვისებს დედის რძეს, რასაც გააჩნია ბავშვისთვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა ხელოვნურ დანამატს შეცვალოს ბუნებრივი კვება ისე, რომ არ დააზიანოს ახალშობილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოა თუ არა იმპორტული საკვები ჩვილებისთვის, რამდენად საჭიროა და აუცილებელი ბავშვისთვის  ვაქცინის  გაკეთება, ამ და სხვა  საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ციციშვილის სახელობის  ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის უფროსი, პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თემურ მიქელაძე.

ბატონო თემურ, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ბუნებრივი კვება ბავშვისთვის უკეთესია დანამატ კვებასთან შედარებით?

ბუნებრივი კვება ახალშობილისთვის აუცილებელია. მე მაქსიმალურად ვცდილობ შევუნარჩუნო პაციენტებს ბუნებრივი კვება, დამატებით კვებაზე კი გადავდივართ 8 თვის ასაკიდან. დედის რძე შეიცავს დედის იმუნური სისტემის ელემენტებს, მაკრო და მიკრონუტრიენტების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ოპტიმალურ რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის გარდა, დედის რძე ხელს უწყობს ახალშობილის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ძუძუთი კვება ახალშობილთა კვების ,,ოქროს სტანდარტია’’. თუმცა საჭიროა ისიც გვახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი შემთხვევიბი, როცა იძულებულები ვხდებით დავუნიშნოთ ხელოვნური საკვები. ესეთი შემთხვევებია: დედის რძის სრულიად არ არსებობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის ფაზაში, დედის ფსიქიკური აშლილობები ( ფსიქოზი, ეპილეფსია, შიზოფრენია), ახალშობილთა ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტუბერკულოზის ღია ფორმა, სიფილისი, შიდსი და სხვა შემთხვევები.

დღევანდელი ბაზარი ძირითადად რომელი ქვეყნის ახალშობილის საკვებით არის გაჯერებული?

პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ახალშობილის საკვები მოიპოვება დღევანდელ ბაზარზე, მათ შორის გერმანიის, შვეიცარიის, შვედეთის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა.

რამდენად  უსაფრთხოა იმპორტული საკვები ჩვილებისთვის, თქვენ რომელი ქვეყნის საკვებ პროდუქტს ურჩევთ მშობელს?

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნის საკვები ჩვილებისთვის პრაქტიკულად უსაფრთხოა. თუმცა მიმაჩნია, რომ ამდენი სახის საკვები არ უნდა იყოს ქვეყანაში, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ექიმისთვის ძნელია საკვების რჩევა. მე ჩემს პაციენტებს ძირითადად ვურჩევ –  ნესტლეს, ჰუმანას და სემპერის პროდუქციას. ამ პროდუქციას აქვს როგორც სამკურნალო, ასევე ადაპტირებული კვება. როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნურ კვებაზე, უნდა ავღნიშნოთ, თუ რა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს საკვები: გარანტირებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება, ბავშვთა კვების პროდუქციებში მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენების აუცილებლობა, არ უნდა შეიცავდეს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, საღებავებს, კონსერვანტებს.

ხელოვნურმა დანამატმა ახალშობილში რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს?

გამორიცხულია, რომ ახალშობილში ხელოვნურმა დანამატმა გამოიწვიოს დაავადება. რა საკვებიც არსებობს საქართელოში, როგორც ვიცი, ექვემდებარება შემოწმებას. ხელოვნური დანამატი არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ ელემენტებს, პესტიციდებს, მავნე მინარევებს და სხვა ისეთ მაჩვენებლებს, რამაც შეიძლება ახალშობილის ჯამრთელობას ავნოს.

ბატონო თემურ, თქვენი ინფორმაციით, ბავშვთა საკვები პროდუქტი სად უფრო შემოწმებულია აფთიაქებში თუ გარე ბაზრობებზე?

რა თქმა უდნა აფთიაქში. აუცილებელია, რომ აფთიაქში სწორად ინახებოდეს საკვები,  მომზადდეს ზუსტად  იმ კონცენტრაციით, რაც მითითებულია ყუთზე. ასეთ შემთხვევებში პრობლემები არ წარმოიშობა.

თუ გქონიათ ისეთი შემთხვეა,  როდესაც პატარა საკვებით მოწამლული მოჰყავთ?

ასეთი შემთვევა, რომ ბავშვი საკვებით მოწამლულიყო პრაქტიკაში არ მქონია. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მშობელს არასწორად მოუმზადებია საკვები და ამას გამოუწვევია პრობლემები. აქვე ავღნიშნავ, რომ დამატებითი საკვები მიზანშეწონილია რაციონში დაემატოს თანდათანობით და მზარდი დოზებით. პირველად აუცილებელია ერთი სახეობის საკვების მიღება. ასევე დამატებით კვების დროს დაცული უნდა იყოს ქიმიური, ეკოლოგიური და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება, ასევე ჰიპოალერგიულობა. როდესაც მშობელი იყენებს დამატებით კვებას, მას უნდა ახსოვდეს, რომ დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა, არანაკლებ 3,   5,4 საათისა. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება 1-2-ჯერ დღეში. შემიძლია ავღნიშნო, რომ არ არის რეკომინდირებული ბავშვისთვის ორი ან მეტი საკვების ერთდროულად მიცემა,ასევე არ არის მიზან შეწონილი  12 თვის ასაკამდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიას, არ შეიძლება ბავშვის საკვებისთვის მარილის ან შაქრის დამატება.

უკვე ზაფხული გადის, მოდის შემოდგომა, შემდეგ კი ზამთარი – ვირუსის საწინააღმდეგო რძჩვეას ხოლო არ მისცემდით ახალშობილის მშობლებს, რამდენად საჭიროა და უსაფრთხოა ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთება?

ვირუსული ინფექციებისგან დაცვა არის ძალიან რთული. სასურველია, რომ მშობელმა 1 წლამდე ასაკის ბავშვი აარიდოს ხალხმრავალ ადგილებს. არ არის რეკომინდირებული სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის წაყვანა,  როცა იგი ავად არის, სახლის პირობებშიც მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს. ბავშვმა უნდა მიიღოს სრულფასოვანი, მინერალებით გაჯერებული საკვები. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ არსებობს სხვადასხვა ვაქცინები,  არსებობს გრიპის ვაქცინა. უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა უკეთდება გარკვეული ჯგუფის პაციენტებს, ესენი არიან – ორ წლამდე ასაკის ბავშვები, 2-დან 5-მდე ბავშვები, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პათოლოგია და სხვა პრობლემები. ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ გრიპის ვაქცინა დაიცავს ბავშვს სხვა ვირუსული ინფექციებისაგან,  90 პროცენტში ინფექციები არის სეზონური, ხოლო გრიპის ინფექცია მხოლოდ 10 პროცენტში გვხვდება.  ვაქცინა იცავს მხოლოდ გრიპის – A, B, C ტიპის ვირუსებისგან, რომლის საწინააღმდეგოდაც არის ასეთი ვაქცინები შემუშავებული.

29.08.13

მარინა ფიდუაშვილი

Tags: ექვემდებარება შემოწმებას“თემურ მიქელაძე: „ახალშობილებისთვის რა საკვებიც არსებობს საქართელოშიროგორც ვიცი
Share12Tweet7

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი გამოუგზავნეს

ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი გამოუგზავნეს

11 years ago

თამარ სანიკიძემ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს და მათ მეგობრებს უმასპინძლა

10 years ago

საფოსტო მომსახურების სერვის ცენტრები შაბათს არ იმუშავებს

13 years ago
სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

8 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by