• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

H&M მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ 2017 წელს გაიხსნება

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
H&M მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ 2017 წელს გაიხსნება
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

unnamedსაქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანია „თბილისი პლაზას“ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რითეილერ H&M-ს (Hennes & Mauritz) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია 2017 წელს გაიხსნება.

„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნა 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

H&M „გალერია თბილისისთვის“ პირველი რითეილერია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. იმისთვის, რომ „გალერია თბილისი“ ყველაზე მიმზიდველ სავაჭრო ცენტრად იქცეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი კომპანია „თბილისი პლაზას“ გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვა ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით „გალერია თბილისის“ პროექტი, გასული წლის მსგავსად 2016 წელსაც იქნება წარმოდგენილი ქ. კანში, უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016”.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით: „გვეამაყება, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა და 2017 წლისთვის დედაქალაქს „გალერია თბილისის“ სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება. ეს იქნება ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელიც ვიზიტორებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მოხარული ვართ, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას H&M-თან.  „გალერია თბილისი“ ქართველ მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს.“

„გალერია თბილისის“ შესახებ:

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V. ფონდის ჩართულობით მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი განახლდა.

„გალერია თბილისის“ პროექტი მიზნად ისახავს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშნებლობას თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველის N2-4-ში. ეს იქნება დედაქალაქში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე სავაჭრო ცენტრი, რომელიც მის ირგვლივ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გათვალისწინებით, ადგილობრივი მაცხოვრებლების და ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცევა. ხელსაყრელი ლოკაციის გათვალისწინებით, სავაჭრო ცენტრში მოხვედრა დედაქალაქის მილიონამდე მაცხოვრებლისთვის სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„გალერია თბილისის“ არქიტექტურული დიზაინი ცნობილ ებრაულ კომპანიას, “Moshe Tzur Architects” ეკუთვნის, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში მრავალი წარმატებული არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული. „გალერია თბილისის“ პროექტი უნიკალურია იმითაც რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს. ამასთან, შენობაში ასევე სრულად იქნება ინტეგრირებული თავისუფლების მოედნის მეტროსადგური. „გალერია თბილისი“ თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვით და იერსახით დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობა გახდება.

„გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. „გალერია თბილისი“ ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო ნაზავი. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა. ეს იქნება პროექტის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტი. ვერანდაზე „გალერია თბილისის“ ვიზიტორებს განტვირთვის და თბილისის ლამაზი ხედებით ტკბობის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 300 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.

„გალერია თბილისში“ ქართველ მომხმარებლებს შეეძლებათ გართობა, წარმატებული შოპინგი და დროის სასიამოვნოდ გატარება. სავაჭრო ცენტრი პირველ ვიზიტორებს 2017 წლის სექტემბერში უმასპინძლებს.

 

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

„ასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პური, პასკა და სააღდგომო კვერცხები…უფრო ბევრი ვიქნებით და უფრო მეტს ვიზამთ ყველა ერთად“ – აკა სინჯიკაშვილი

„ასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პური, პასკა და სააღდგომო კვერცხები…უფრო ბევრი ვიქნებით და უფრო მეტს ვიზამთ ყველა ერთად“ – აკა სინჯიკაშვილი

3 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

“ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა”

10 years ago
ქრისტიანული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა

ქრისტიანული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა

6 years ago

„გაწვევა არის სამართლებრივი აქტი და მინისტრის ბრძანება მას ვერ გააუქმებს“ – დავით თევზაძე

10 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by