• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში მეწარმეობის კვირეული იმართება

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოში მეწარმეობის კვირეული იმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14980592_366474697030894_6677993181811592924_nმეწარმეობის პოპულარიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებისკენ მიმართული კიდევ ერთი ინიციატივა – საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს.

ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტექნოპარკი მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან იქ იბადება საქართველოს მომავალი და წარმატებით  ხორციელდება არაერთი საინტერესო იდეა.

პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ფეხი აუწყოს ყველაზე თანამედროვე იდეების დინამიკას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვისა და ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იაზროვნოს სამეწარმეო მიმართულებით, აღმოაჩინოს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს მისთვის, ქვეყნისთვის და მთლიანად, მსოფლიოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოვისმენთ წარმატებულ ისტორიებს, რადგან ეს არის სწორედ ის, რაც ახალ იდეებს ახალისებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ დისკუსიის მნიშვნელობას, რომელიც ე.წ crowd financing-ის, იგივე სახალხო დაფინანსების თაობაზე გაიმართება. პრემიერის შეფასებით, ეს საქართველოსთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც დღეს ქვეყანაში ნეგატივთან ასოცირდება – მათ შორის, ადამიანების მკურნალობასთან, როდესაც ისინი ავად არიან და ა.შ

“ქართველებმა გამოვაჩინეთ სოლიდარობის არაერთი მაგალითი, როდესაც ადამიანი გასაჭირშია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ინოვატორული იდეებისადმი, რათა ქვეყანა წინ წავიყვანოთ და თან – ძალიან ჩქარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ სტიმული, მაქსიმალური ჩართულობით აწიონ დაფინანსება ახალი იდეების განსახორციელებლად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიომ უკვე იცის ამ ფორმით დაფინანსებული ახალი ინიციატივების ათობით და ასობით წარმატებული მაგალითი.

პრემიერმა რამდენიმე მაგალითი დასახელა, მათ შორის, ახალი თაობის “სმარტ საათი”, რომლის შექმნის იდეამ, crowd financing-ით 12 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა; ასევე – 2015 წლის იდეამ Flow Hive – crowd financing-ით, ინტერნეტის საშუალებით, 13 200 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. Flow Hive არის სრულიად ახალი ტიპის სკა, რომელიც ფუტკრების დაზიანების გარეშე თაფლის გამოწურვის საშუალებას იძლევა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიმართა თხოვნით, დაინტერესდეს ამ იდეით, რადგან ის, შესაძლოა, საქართველოში მეფუტკრეობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.

“ჩვენ, შეიძლება, დავიწყოთ მცირე მასშტაბებით, მაგრამ ის, რომ ჩართულობით ახალი საინტერესო იდეები დავაფინანსოთ, იქნება ძალიან მისასალმებელი და საშური საქმე საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გლობალური მეწარმეობის კვირეულს დიდ დახმარებას აღმოუჩენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი  სამუშაო გასწია და დღეს უკვე საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროექტებით დაფინანსებული ათობით “სტარტაპ ბიზნესის” მესვეურია. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს მიმართულება გაგრძელდება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება.

“მინდა, ყველას გისურვოთ ძალიან წარმატებული ახალი იდეების განხორციელება, იმ მრავალი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ჩვენი მთავრობის მხრიდანაც არის შემოთავაზებული და იმ წარმატებული მეთოდების მეშვეობით, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს”, – მიმართა პრემიერმა კვირეულის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას.

გლობალური მეწარმოების კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო.მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასადა ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებულიშტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის -„მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, რომლებსაც პრემიერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირეულის გახსნის ცერემონიაზე „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული რამდენიმე „სტარტაპ” ბიზნესიდეის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა შორისაა – ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე დასაშუალო ბიზნესისათვის – Quick cash; ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზედაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა –David OS და ძველი ქართული თამაშების წარმოება – Tamashobana.

გლობალური მეწარმეობის კვირეული 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამუშაო თემებს შორისაა მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება და პოლიტიკა, ქალი მეწარმეების როლი, აგრომეწარმეობა და სტარტაპების ფორმირება. ასევე, ჩატარდება ინოვაციებისა და ღვინის ფორუმები. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები და ახალგაზრდა მეწარმეები შეძლებენ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, საკუთარი პროექტები ფართო საზოგადოებასა და ექსპერტებს გააცნონ, მათგან რჩევები მიიღონ და ბიზნესი სწორი მიმართულებით განავითარონ.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“საქართველოში სასესხო პროდუქტების უმეტესობაზე უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე – ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში”

12 years ago
საპატრიარქო – დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

საქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად

6 years ago
გორში, მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მძიმე ავარია დმანისში – დაღუპულია 18 და 19 წლის ორი ახალგაზრდა

1 year ago
10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

7 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by