• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

FAO-სთან ოთხწლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

სოფლის მეურნეობასაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ  ხელი მოაწერეს ოთხწლიანიან ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს.

FAO – საქართველოს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა – საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ხელშეწყობა,  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული მომსახურებისა და  მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება.

როგორც FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ჩარჩო ხელშეკრულება გარანტიაა რომ ქვეყანამ სწრაფად მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნებს.

,,ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება FAO-ს გამოცდილება და სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო, ინოვაციური  პრაქტიკა.  ჩარჩო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ძლიერი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებას” – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა ათასობით  მცირე მეურნეობება და საოჯახო ფერმა, რომელთა პროდუქტიულობა ძალიან დაბალია და ვერ უზრუნველყოფს მეურნეობაში ჩართული ფერმერების შემოსავლების ზრდას. FAO-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ყველა ის პრიორიტეტული სფერო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე მეუნეობების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ასევე სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, საარსებო წყაროების გაუმჯობესებას  და სიღარიბის დაძლევისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებისა და მათ მიერ საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ათვისების მიზნით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  დახმარებას  გაუწევს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის განახორციელებაში.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების განვითარების, ასევე  ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით.

ხელშეკრულების ფარგლებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ტყისა და ველური ბუნების რესურსების მდგრადი მართვისა და ეფექტიანი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, FAO ხელს შეუწყობს  საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას  და კატასტროფების რისკის შემცირების ზომების გატარებას.

ჩარჩო ხელშეკრულება  სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, ასევე ფინანსურ მხარდამჭერებთან – ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს ორგანიზაციები –  შეთანხმებით  მომზადდა.

“ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ერთად მუშაობას, რათა დავეხმაროთ ქვეყანას მიაღწიოს გაეროს განვითარების მიზნებს და შეასრულოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნები“, – განაცხადა  FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში  რაიმუნდ იელემ.

„FAO-ს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსთვის” წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს “გაეროს პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის 2016-2020“ დოკუმენტისა, რომელიც  საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას  შორის პარტნიორობას აჯამებს.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

პროკურორებმა და გამომძიებლებმა დაკითხვა-გამოკითხვის ტექნიკებზე ტრენინგი გაიარეს

10 years ago

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ხვალ ზღვაზე გასვლას არ ურჩევს

13 years ago
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

1 month ago

ეგვიპტეში რეფერენდუმი ჩატარდება

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by