• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან იზორია: “ეს წვრთნები აისახა პირველად ნატოს წვრთნების რეგულარულ ციკლში”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ლევან იზორია: „თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იზორია“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციებს დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

დღეს სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” 130-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT,) “ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის” (Landcom), “ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის” (JFTC) და ნატოს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევნენ. სწავლების მიმდინარეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების (“ევროკავშირი”, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”) და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სიმუალციური სცენარის მიხედვით ნატოს მრავალეროვნული ბრიგადის მიერ კრიზისზე რეაგირების გაცნობის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” რიგით მეორე საერთაშორისო წვრთნაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში ტარდება. “ამ წვრთნების წარმატებულად ჩატარება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის ტრადიციად იქცეს საქართველოში და მომავალშიც ასევე წარმატებულად ჩატარდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და პირველად ხდება ნატოს ისტორიაში, რომ ეს წვრთნები აისახა პირველად ნატოს წვრთნების რეგულარულ ციკლში, რაც დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ მას განგრძობითი ხასიათი ჰქონდეს. ჩვენი მთავარი მისწრაფებაა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები პასუხობდნენ ნატოს სტანდარტებს და შესაბამისად, სწორედ ასეთი წვრთნები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს სტრატეგიული მისწრაფება, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, მოვიყვანეთ სისრულეში სწორედ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით და ამაღლებით. წვრთნების კომპონენტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით და ჩვენ ნატოსთან საერთო წვრთნების ჩატარების კუთხით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ”. ლევან იზორიამ ასევე განაცხადა, რომ შემდეგი წლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინფრასტრუქტურის უფრო გაძლიერებაზე იქნება მიმართული, რათა ის სამაგალითო ცენტრი გახდეს რეგიონში.

ნატო-საქართველოს წრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 10-20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და ნატო-საქართველოს ხანგრძლივ სამხედრო თანამშრომლობაში მორიგი წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ტარდება და ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს ფიქტიური სცენარზე დაყრდნობით, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარება.

სწავლების დაგეგმვის ოთხდღიანი და აღსრულების სამდღიანი პერიოდის განმავლობაში ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული ბრიგადისა და საერთაშორისო შტაბის წევრები ნატოს დაგეგმვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ნატოს საკომუნიკაციო სისტემას გაეცნენ. სწავლების მთავარი მიზანია, გააძლიეროს ეფექტური ურთიერთქმედება ნატოს შტაბ-ბინასთან და განავითაროს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ნატოს სტრუქტურაში. სწავლება ასევე ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს. სწავლება კიდევ ერთი დადასტურებაა ნატოს მუდმივი მზადყოფნის, გააძლიეროს ურთერთთავსებადობა და პარტნიორობა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან. სწავლება რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლება, რომელი საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება. აღნიშნული სწავლება პირველია, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კრიზისულ სიტუაციებში საპასუხო ოპერაციების მრავალეროვნულ სწავლებას ხელმძღვანელობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ნატოს სწავლების დაგეგმვისა პროცედურები სრულიად არის დაცული და პირველ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელიც ნატოს რეგულარული სწავლებების ციკლშია და მომავალშიც განხორციელდება.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით  ნატო-საქართველოს წრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  იმართება. 13 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა სწავლებაში სამხედრო ოფიცრებითაა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: თურქეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, სლოვენიის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები: უკრაინა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

11 years ago
დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერი “ჭრელი წინდების” აქცია დაიწყო

დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერი “ჭრელი წინდების” აქცია დაიწყო

9 years ago
„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

8 years ago
ბათუმში კაცი დაჭრეს – ინციდენტი პარკირების გამო დავას მოჰყვა

გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა – როგორია მისი მდგომარეობა?

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by