გუშინ, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პრექტის “ბიზნეს დაჯილდოება 2016-ის“ ფინალური ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა გაირკვა.
დამოუკიდებელმა კომისიამ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: „წლის ბიზნესი“ „წლის ტურისტული ბიზნესი“, „წლის ინოვაციური ბიზნესი“, „წლის აგრობიზნესი“, „წლის ქართული პროდუქტი“, „წლის მცირე ბიზნესი“, გამოავლინა.
ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ „კინგსი საქართველო“ გახდა, ამ კომპანიამ ონლაინ ხმის მიცემით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. ხოლო „წლის ბიზნესი 2016-ის“ ტიტული „ბანაკმა ზეთამ“ მოიპოვა.
როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ეს წამოწყება ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და დამწყები მეწარმეების წახალისებას ისახავს მიზნად და მსგავსი პროექტი ერთჯერადი ხასიათის არ იქნება, მომდევნო წლებშიც გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე „ბიზნეს დაჯილდოება 2016-ში“ მონაწილე კომპანიები ესწრებდნენ.
ნინო ზარიძე