• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საინტერესო ისტორიები ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლეესიის შესახებ

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
საინტერესო ისტორიები ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლეესიის შესახებ
37
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რუსთაველის გამზირზე მდებარე, უკვე 106 წლის განახლებული ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია ის იშვიათ ძეგლია, რომელიც ავტოკეფალია დაკარგულ ქვეყანაში, რუსი ეგზარქოსების მმართველობის დროს ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების სტილზე სამთავისის გეგმით აიგო. იგი ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარია. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა, რომელიც ისეა გამართული, რომ მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული, რომელთა ფორმა გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან. ტაძარში გრინევსკის ძველი ხატებია: “თამარ მეფე” და “დავით აღმაშენებელი”. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები. ტაძართან მრავალი თქმულება, ისტორიული ფაქტი თუ პიროვნებაა დაკავრებული. The Tbilisi Times ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ  საინტერესო, ზოგისთვის უცნობ ფაქტებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე მოგვიყვება:

„თბილისის ქაშუეთის ეკლესიის ისტორია იწყება მე-6 საუკუნიდან. სწორედ ამ დროს ჩამობრძანდა  13 ასურელი მამა საქართველოში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო დავით გარეჯელი, რომელსაც უკავშირდება  თქმულება, რომ  მას ერთი დედაკაცი ედავებოდა, თითქოს მისგან შვილი უნდა შეძენოდა. განრისხებულ ბერს დაუწყევლია: „თუ ეს მართალი არ იქნება „ქვა“ შვიო. აქედან მოდის ტაძრის სახელწოდებაც „ქვაშვეთი“, „ქაშუეთი“.

შესაძლოა ეს ამბავი მხოლოდ გადმოცემაა,  თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ ადგილზე პირველი ეკლესია სწორედ მე-6  საუკუნის  დასაწყისში უნდა აშენებულიყო. მას სამწუხაროდ  დიდხანს არ უარსებია. პირვანდელი ტაძრის ადგილზე შუა საუკუნეებში ახალი ეკლესია აგებულა, რაც თბილისის შესახებ არსებული ისტორიული რუკებიდანაც ჩანს.  დღევანდელი ქაშუეთის ადგილზე მესამე ტაძარი გივი ამილახვრის, ქართლის გავლენიანი ერისმთავრის, მიერ 1754 წელს აშენდა. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე ქანები მოძრავია, რის გამოც მაშინდელი ეკლესიის საძირკველი დაზიანდა და ავარიული სიტუაცია  შეიქმნა.  კომისიამ საბოლოოდ დაადგინა, რომ აქ აღარ შეიძლებოდა წირვა-ლოცვის ჩატარება და  გადაწყვიტეს დაეშალათ გივი ამილახვრის მიერ აგებული ტაძარი, ხოლო მის ნაცვლად ახალი აეგოთ.

XX საუკუნის დასაწყისში ქაშუეთის მაშინდელმა წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ გივი ამილახვრის შთამომავალთან ერთად ახალი ტაძრის გეგმა შეადგინა, რომელიც ასლი იყო სამთავისის ეკლესიისა. მათ ტაძრის მაკეტი ეგზარქოსს ალექსი ოპოცკის წარუდგინეს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა და რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. ოპოცკის დაუწუნებია მათი გეგმა და სანაცვლოდ რუსული არქიტექტურით შესრულებული ტაძრის მაკეტები შეუთავაზებია. ამილახვარს უთქვამს: „ეს კარგია, მაგრამ ჩვენი წინაპრები ასეთებს აშენებდნენ  და გვინდა, რომ სამთავისის ტაძრის მსგავსი ავაგოთ“. მაშინ ეგზარქოს უპასუხია: „თქვენი წინაპრები თუ სისულელეს ჩადიოდნენ თქვენ არ უნდა გამოსწორდეთ?!“. დეკანოზს ვერ გაუბედავს შეპასუხება, მაგრამ ამილახვარი გაცეცხლებულა და უთქვამს: „ეს ტერიტორია ჩემი საკუთრებაა, ან აშენდება ისეთი როგორიც წარმოგიდგინეთ ან საერთოდ არ აშენდება.“ მაშინ ეგზარქოსი იძულებული გამხდარა დათამხებოდა.

ქაშუეთის  მე-19 საუკუნეში აშენებული ერთადერთი ეკლესიაა,  რომელიც აიგო ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრების სტილზე, დანარჩენი ტაძრების  უმარვლესობა რუსულ ხუროთმოძღვრული სტილისაა.

15107411_1147406312023091_2350034254527466930_nსერგო ვარდოსანიძე -„1904 წლის 12 ნოემბერს, ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწო. ამავე წელს ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად კალისტრატე ცინცაძე დანიშნეს, რომლის მეთვალყურეობის  ქვეშ მიმდინარებდა მშენებლობა. საგანგებოდ იყვნენ მოწვეულნი იტალიელი არქიტექტორები: ლეოპოლდ ბილფელდი და ედუარდ ანდრეოლიტი. ქვის ხელოსნები იყვნენ ქართველი ძმები აღლაძეები. პროექტის ნიმუშად გამოყენებულ იქნა სამთავისის ტაძარი. ფასადი ნეოფატე აღლაძემ მოაჩუქურთმა.

1910 წელს დასრულდა ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა იმ სახით როგორიც დღესაა. იგი იმთავითვე იქცა ერთ-ერთი გამორჩეული ეკლესიად, რომელიც მდებარობდა  ქალაქის ცენტრში. ტაძარი ეგზარქოსმა ინოკენტიმ აკურთხა. ქაშუეთს კალისტრატე ცინცაძე წინამძღოლობდა 1932 წლამდე,  ვიდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არ აირჩიეს.

მოგეხსენებათ 1921 წლის თებერვალში რუსეთმა საქარველო ოკუპაცია განახორციელა. მოვიდა ათეისტური ხელისუფლება, რომელმაც  1921 წლის 15 აპრილის დეკრეტით კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა ეკლესია, ჩამოერთვა  მას იურიდიული პირის სტატუსი. 1922-1923 წლებში დაიწყო აგრესიული ათეიზმის ხანა  და მრავალი ეკლესია ადმინისტრაციული წესით დახურეს, ბევრიც დაანგრიეს. დანგრევის საფრთხის წინაშე დადგა ქაშუეთიც, ვინაიდან ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ მას არ ჰქონდა  ძველი ისტორიული ღირებულება, რადგან ის წარმოადგენდა სამთავისის ასლს, აქ მთავრობის სასახლე იყო და მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ ეკლესიის არსებობას, თან სურდათ ამ ტერიტორიაზე აბანო აეშენებინათ. მაშინ ეკლესიის მესვეურებმა არა ერთი წერილით მიმართეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ გადაერჩინათ ქაშუეთი, მაგრამ ისინი უკან დახევას არ აპირებდნენ.

არსებობს ერთ-ერთი ვერსია,  თუ როგორ გადაურჩა ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია დანგრევას. ძალზედ მორწმუნე ქალი ყოფილა ლავრენტი ბერიას დედა – მართა ჯაყელი. ის იყო მრევლი ქვაშვეთისა და სიონის ტაძრებისა. როდესაც კალისტრატე ცინცაძეს შეატყობინეს, რომ ქაშუეთის ეკლესიის ადგილას აბანო უნდა აეშენებინათ, ძალიან დანაღვლიანდა და შეწუხდა. ამ დროს დაინახა, რომ ტაძარს გარს უვლიდა ფეხშიშველი მართა ჯაყელი. მისთვის უთქვამს: ჩემო მართა, შემოუარე ქაშუეთს, გაისად ის აქ აღარ იქნებაო. როგორც ჩანს მართას აკრძალული ჰქონდა რაიმე საკითხზე მიემართა ბერიასთვის, მაგრამ  კალისტრატეს სიტყვება და ტაძრის შესაძლო დანგრევის ამბავმა ძალიან დაამწუხრა და უწმინდესისათვის  უთქვამს, დაწერეთ წერილი და მომეცითო. კალისტრატე ცინცაძემ დაწერა მოხსენებითი ბარათები. ისინი მართა ჯაყელმა მეკავშირის დახმარებით  მაშინვე  ბერიას შეატყობინა მოსკოვში. ლავრენტი ბერიასთვის გაგზავნილი წერილი უკან დაუბრუნდა რეზოლუციით: “შეაჩერეთ“, – ასე გადარჩა ქაშუეთი დანგრევას.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ხელისუფლების პოზიციაც უფრო ლოიალური გახდა ეკლესიის მიმართ. შემდეგში აღარც დამდგარა მისი დანგრევის საკითხი, პირიქით 1947  წელს უწმინდეს კალისტარტეს თხოვნით ლადო გუდიაშვილმა ეკლესიის მოხატვა დაიწყო. ლადოს რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა, ხელს უშლიდნენ, ავიწროვებდნენ, რის გამოც იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა. მან მხოლოდ საკურთხევლის მოხატვა მოასწრო, რომელიც დღემდე ითველება ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვრობად გუდიაშვილის შემოქმედებაში.

qaSueTi

შემდეგ, საბჭოთა  ხელისუფლებამ ის მაინც მოახერხა, რომ ჩაკეტა ქაშუეთი და რუსთაველის გამზირიდან შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ 90-იანი წლებიდან უკვე ვითარება შეიცვალა, დაიწყო ტაძრის რესტავრაცია და მან დღევანდელი სახე მიიღო. 2010 წელს მისი 100 წლის იუბილე  ვიზეიმეთ, ხოლო წელს უკვე ქაშუეთი  106 წლისაა. 23 ნომებერს აქ ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულისათვის, გიორგობისათის ემზადებიან.“

ლადო გუდიაშვილის  შვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: „ მაშინ როდესაც ტაძართან გავლაც კი სახიფათო იყო,  მისთვის არ არსებობდა შიში, ის მთელი არსებით, მონდომებით, დაუღალავად, გატაცებით მუშაობდა. მე მაშინ პატარა ვიყავი, ამიყვანდა ხოლმე ხარაჩოებზე და მეუბნებოდა: გესმის ანგელოზების ფრთების შრიალი? როცა კალისტრატე ცინცაძე მოდიოდა ეკლესიაში და მოხატვის პროცესს ათვალიერებდა, ლადოს ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, ისე უხსნიდა პატრიარქს ნამუშევრების შინაარსს.  წლების შემდეგ, უკვე მოხუცი ლადო საღამოობით სახლის აივნიდან გაჰყურებდა ქაშუეთს და ამბობდა – ჩემი კაპელა.“

ამდენად, გამორჩეული არქიტექტურით,  ჩუქურთმებით,  მოხატულობით,  ისტორიით, სიწმინდეებით ქაშუეთი  სილამაზის იშვიათი სინთეზია, რომელსაც თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში.

მარიამ ლეკიაშვილი

Share15Tweet9

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

8 months ago
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

2 years ago
როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს – რჩევები

როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს – რჩევები

6 years ago
სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by