• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე “ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება”

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე “ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება, – შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას – Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, “ბადაგონის” ღვინის ქარხანაში გაფორმდა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა „ბადაგონს“ 10 წლის იუბილე მიულოცა და  წარმატებები უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკური დონესთან ერთად გამოარჩევს, არის ის, რომ “ბადაგონში”, ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

“სწორედ ამ სინერგიის ხარჯზეა შესაძლებელი ქართული ღვინის წარმატება და იმ ნიშაში დამკვიდღება, რომელიც ჩვენს ღვინოს ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ნიშა. ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგანი და ის აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმ ნიშაში, იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო არის მეღვინეობის აკვანი, ასეა ცნობილი და ესეც ნამდვილად სამართლიანია. ქართული ქვევრი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ეს  აღიარებულია “იუნესკოს” მიერ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბაზრებზექართული ღვინის თავიდან დამკვიდრების საშვილიშვილო საქმეში ისტორიული როლის შესრულებისთვის მეუფე დავით ალავერდელს და კომპანია “ბადაგონის” წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 32 ქვეყანაში ხორციელდება. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ქართული ღვინის ექსპორტი, გასული წლის  განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია “ბადაგონს” ჩინურ კომპანიასთან 5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტის შესახებ მემორანდუმის გაფორმება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი უახლოეს მომავალში განახლებას მოითხოვს და მასში ახალი რიცხვები ჩაიწერება.
“ეს არ არის დასასრული ქართული ღვინის ექსპორტისა ჩინეთში, რომელიც ამოუწურავი შესაძლებლობების ბაზარია. ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და იმედი გვაქვს, მას ხელი მალე მოეწერება. ჩვენ მიღებული გვაქვს ჩინეთის კომერციის მინისტრის, გაო ჰუჩენგის თანხმობა, რომ შეთანხმება, ღვინის ნაწილში, ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. ვფიქრობთ, ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას ჩინურ ბაზარზე რამედენჯერმე აამაღლებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტენდენციები ჩინეთთან, რომლებშიც ვიმყოფებით. წელს დაგეგმილი გვქონდა 3-3,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტმა 4 მილიონ 800 ათას ბოთლს გადააჭარბა, ანუ, წლის ბოლოსთვის, ექსპორტი 5 მილიონზე მეტი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ “ბადაგონსა” და ჩინურ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის გათვალისწინებით, მომავალ წელს, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო პოზიტიურ დინამიკას უნდა ველოდოთ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით,  მისასალმებელია, რომ საფუძველი ეყრება “ბადაგონის“ ახალი ღვინის ბრენდს – GAU5. პრემიერი ახალი სავაჭრო ნიშნის წარმატებაში დარწმუნებულია. “დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება ჩინეთის ბაზარზეც, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით, გამომდინარე იმ უდიდესი პოზიტივიდან, რაც ამ ბაზრების დივერსიფიკაციას მოაქვს. ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სტაბილური საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მეღვინეობის ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია – 2012 წლიდან დაიწყო მეღვინეობის წახალისების კომპლექსური პროგრამა, რთველის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომელმაც შედეგად ვენახების ფართობის ზრდა მოიტანა.

“არ მინდა, გადავიდე შედარებებში, რა ხდებოდა მანამდე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს არის ის დადებითი ტენდენცია, რომელიც საქართველოსთვის მართლაც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. თუ საქართველო გადარჩა, ეს იყო ჩვენი კულტურით და იმით, როგორ დაფოფინებდა ქართველი კაცი თავის ვენახს. ვენახი საქართველოსთვის არ იყო მხოლოდ ერთ-ერთი ინდუსტრია, ეს იყო საქართველოს არსი, მისი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობისა  და იმ უდიდედსი მემკვიდრეობის გამოხატულება, რომელსაც სხვანაირი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, როდესაც ჩვენ ვასუბსიდირებთ ყურძენს. დღეს აქცენტი გადატანილი გვაქვს ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და ვფიქრობ, ის დადებითი პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მომავალშიკიდევ გაგრძელდება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი სალაყაიას, მეუფე დავით ალავერდელს, რომელმაც ტრადიციული ღვინის აღორძინებაში ისტორიული როლი ითამაშა; “ბადაგონის” პარტნიორ დონატო ნატალის – რომელსაც ევროპაში ქართული ღვინის ელჩი უწოდა; სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელმაც “ჯერ კიდევ ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობიდან მოყოლებული, ქართული ღვინის სახელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასატანად, ძალიან ბევრი რამ გააკეთა”,   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საპატიო სტუმარს და კახეთის რეგიონის გუბერნატორს, რომელიც ასევე “ჩართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და წარმოების მხარდაჭერაში”.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე “ბადაგონის” ღვინის ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნა.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

სასწავლო წელი 2020 – რა აღმოჩნდა რთული პირველკლასელებისთვის

სასწავლო წელი 2020 – რა აღმოჩნდა რთული პირველკლასელებისთვის

6 years ago
„ცივი იარაღით გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა” – თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

„ცივი იარაღით გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა” – თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

8 months ago
“საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია”

სასულიერო პირები დეკანოზ მამალაძესთან საპატიმროში 12:00 საათზე შევლენ

9 years ago
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

2 months ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by