აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფაული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა მიიღო, მათ სირიის საკითხი განიხილეს.
ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვს წარუდგინა მტკიცებულებები სირიის ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე მაგრამ, მოსკოვმა ეს მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია სირიაზე თავდასასხმელად და ვაშინგტონს მოუწოდა, შეწყვიტოს დამასკოზე სამხედრო ზეწოლა და განახორციელოს ის დადგენილებები, რომლებიც მიიღეს ივნისში დიდ რვიანთა სამიტზე.
მოსკოვისვე განცხადებით თუ სირიაზე ინტერვენცია გაეროს რეზოლუციის გარეშე განხორციელდება მაშინ, ეს იქნება საერთაშორისო კანომდებლობის დარღვევა.
02.09.13