• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მაიკლ კარპენტერი: „ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია“

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მაიკლ კარპენტერი: „ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15384510_1396434287055976_732678517888821334_oსაქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ორმხრივი შეხვედრისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშორმლობის მნიშვნელობასა და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დღეს ორმხრივი შეხვედრისას გაფორმდა.

„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი იმ სტრატეგიული თანამშრომლობის დასტურია, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. დღეს ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს ითვალისწინებს. პირველი – კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწავლებებითა და  შეიარაღებული ძალების წვრთნებით.  ასევე, გავაძლიერებთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. ასევე ვგეგმავთ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ სასწავლო საბრძოლო ცენტრი. ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა სწორედ ამ ცენტრის შექმნის საფუძველზე უფრო მაღალ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რაც განვსაზღვრეთ წარმატებით განხორციელდება. ჩვენ თანამშრომლობას მომავალში უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს  აქ ვიმყოფები და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც კონკრეტული ქმედებებით შემოიფარგლება და იმ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სახელმწიფო მდივან კერისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ივლისში გაფორმდა. თავდაცვის მინისტრმა ერთიანი საწვრთნელი ცენტრის განვითარება ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიმართულებით ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძვნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა და ინტენსიური გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს კონტექსტში მონაწილეობს, მაგრამ აშშ საქართველოსთან ორმხრივ ფორმატშიც თანამშრომლობს. ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ქართველი კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ ქართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის ქართველი სამხედროების გაწვრთნაში, არამედ კიდევ უფრო მეტ სწავლებებს დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია,“ – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა.

საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2017 ფისკალურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. აშშ კი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს დახმარებას, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტ ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებს გულისხმობს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

მუსიკალური ინდივიდუალიზმი და „გემოვნებიანი“ ცხოვრება – კოსტა კარანაძე

8 years ago
ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

3 years ago
სმენის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი იწყება

სმენის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი იწყება

11 years ago
“იმიტომ კი არ თხოვდები რომ შენს მეუღლეს ემსახურო…” – მამა შალვა კეკელია ცოლ–ქმრობაზე

“იმიტომ კი არ თხოვდები რომ შენს მეუღლეს ემსახურო…” – მამა შალვა კეკელია ცოლ–ქმრობაზე

3 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by