• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი ხელოვანი, რომლის შემოქმდებითაც მსოფილიო დაინტერესდა

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ქართველი ხელოვანი, რომლის შემოქმდებითაც მსოფილიო დაინტერესდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნანუკა ჩხეიძე – ხელოვანი, რომელმაც თავისი სამყაროს აღქმა  და შემეცნება ხატვით დაიწყო. ხატავს, წერს და ქმნის ნამუშევრებს საკუთარი ტექნიკით დამუშავებულ ტყავზე. ქმნის ყველაფრისგან: ზამშე, ბუნებრივი  ქვები, ბრინჯაო, ვერცხლი, ბამბუკი, ხე, ჭილი, ბეწვი, ბუმბული და სხვა ფუნრიტურა. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა  თუ როგორ მიაღწია მან  შემოქმედებით სრულყოფილებას და რა გზა განვლა საკუთარი ოცნების ასახდენად.

14671116_1330183286992192_6733671544660207683_nმომიყევით თქვენზე…. როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით დიზაინერი და შეგექმნათ ნამუშევრები?რამ განაპირობა თქვენი ამ საქმით დაინტერესება?

– რთულია საკუთარ თავზე საუბარი. უბრალოდ გეტყვით… მიყვარს სამყარო, ფერები. ყველაფერი, რაც სილამაზესთან, ესთეტიკასთან და გემოვნებასთან ასოცირდება. ცოტას ვხატავ ,ვწერ, ვცდილობ ლექსებშიც გადმოვცე ჩემი განწყობა, ვქმნი საეკლესიო ნივთებს, ადრე ხატწერასაც ვსწავლობდი. პროფესიით სტომატოლოგი ვარ. მამა შემოქმედი ადამიანი იყო და ბიძაც, ამიტომ ბავშვობიდანვე ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. ჩემ გარშემო ყველგან ხელოვნება იყო. მათ მასწავლეს, თუ როგორ უნდა შემეხედა სამყაროსთვის განსხვავებული თვალით… მათ მასწავლეს ბევრი რამ, რაც მაშინ ალბათ მიმაჩნდა ზედმეტად, ეხლა კი მათი წასვლის შემდეგ გული მწყდება, რომ უფრო მეტი ცოდნის მიღებას არ ვეცადე. ვხატავდი, ვძერწავდი… ჩემებურად ვაწყობდი ყველაფერს, ჩაცმის სტილიც სხვანაირი მქონდა. ძალიან  მინდოდა ტანსაცმლის დიზაინერი ვყოფილიყავი. ოცნების ასახდენად სამხატვრო სკოლაც დავამთავრე. ძალისხმევას არ ვიშურებდი და  ვემზადებოდი აკადემიაში ჩასაბარებლად. მიუხედავად იმისა, რომ მამას მეგობრები მხატვრები იყვნენ და მამეცადინებდნენ, მე მაინც გადავუხვიე გზას და სრულიად განსხვავებული მიმართულება ავირჩიე- ექიმი გავხდი… მაგრამ, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მეკეთებინა ის საქმე,  რასაც დღემდე ვემსახურები დიდი სიყვარულით …

 

როგორ შეძელით იდეის განხორცილება და თავის დამკვიდრება? საწყის ეტაპზე რა სირთულეები შეგხვდათ?

– ბავშვობიდან ვხატავდი და სულ რაღაც ახალს ვქმნიდი. ვფიქრობ, პირველი სერიოზული ნამუშევარი რაც შევქმენი-ეს ჩანთა იყო. გადავწყვიტე რამდენიმე მასალა ერთად გამომეყენებინა და შემექმნა რაღარც განსხვავებული, სხვანაირი, რასაც აქ ვერ ნახავდი. ჰოდა, მეც რამდენიმე მასალის ჯვალოს, ჯინსისა და ტყავის გაერთიანებით შევქმენი ჩანთა. მას შენდეგ  ჩანთა არასოდეს მიყიდია. სულ ჩემი ხელით ვქმნიდი… სიმართლე გითხრათ, საწყისე ტაპზე  სირთულეები თუ იყო ისიც არ მახსოვს… იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, ის ნამუშევრები რასაც ვაკეთებდი, რომ მცირე სირთულეებს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. რაც ყველაზე მეტად მინდოდა, ეს ტყავზე ხატვა იყო. მოგეხსენებათ  90-იან  წლებში, საღებავების სიმწირე იყო, ამიტომ ჩემი შექმნილი და შეზავებული საღებავით ვხატავდი. ეს დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მე ამას ვახერხევდი.ახლა იმდენად დიდია არჩევანი, რომ თუ ადამიანს ცოტა ფანტაზია აქვს ძალიან ბევრი რამის შექმნა შეუძლია. მოხდა ისე რომ, პირველი ნამუშევრები, წაიღეს ამერიკაში და ასეევე დიდი შეკვეთით იტალიაში, ეს იყო ჩანთები, ქლათჩები, სათვალის ბუდეები და ტელეფონის ჩასადებები. ისინი მოხატული იყო  ქართული ორნამენტებითა და ბუნებრივი ქვებით გაწყობილი. წლების შემდეგ, უკვე ჩავთვალე რომ საჭირო იყო არტ სალონის გახსნა. ადგილი, სადაც იქნებოდა ყველაფერი ერთ სივრცეში, სადედოფლო კაბები, ფეხსაცმელი, ნაქსოვები, პოპარტები. მე და ჩემმა მეგობარმა,  მოკლე დროში გავხსენით  ისეთი ადილი, სადაც დღეს ყველაფერია თავმოყრილი.

397547_767993113211215_977490967_n

გაიხსენეთ თქვენი პირველი ნამუშევარის შექმნის ისტორია….

– სერიოზული კოელქცია, რასაც მე უფრო პირველ ნამუშევარს ვუწოდებდი,  ეს თბილისის მოდის კვირეულისთვის შექმნილი ტყავის ყელსაბამებია. ამ ნამუშევრებს წელიწადის დროები დაავარქვი და ოთხივე გაიყიდა. ისინი აფრიკელმა ქალბატონმა შეიძინა ..

 

რა ისტორიები აქვს თქვენს ნივთებს და როდის ქმნით მათ?

– ალბათ მართალი ხართ, ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს და წელიწადის სხვადასხვა დროს იქმნება… არის ასეთი, ტყავზე ნახატი,  რომელსაც ქალღმერთი ჰქვია. ეს ნამუშევარი წლების წინ შევქმენი და ქალღმერთ დალის მივუძღვენი. ამ ნამუშევრის ისტორია ძალიან კარგად მახოსვს. ჩემი გრაფიკული ნახატი გადავიტანე ტყავზე. ასევ მინდა აღვნიშნო ჩემი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი კოლექცია-იფრინე ტყავის ფრთებით. მასაც თავისი ისტორია აქვს, რა თქმა უნდა… ყველა შემოქმედი ადამიანის ოცნება მგონი ცაში ფრენაა და სამყაროს ზემოდან დაჰყურებდე. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე ამ ნამუშევრის შექმნა, ნაწილობრივ ავიხდინე ოცნება.

როგორ გაიცნო თქვენი ნამუშევრები საქართველომ და მსოფლიოს ქვეყნებმა?

– ჩემი ნამუშევრები რამდენიმე პერსონალური გამოფენიდან გაიცნო საზოგადეობამ. ამის შემდეგ მომეცა საშუალება  მიმეღო მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულებში. ზუსტად დროც არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო 90 წლებში, როდესაც ჩემი ნამუშევრები გასცდა საქართველოს ფარგლებს. პირველად,როგორც მახსოვს ამერიკაში და იტალიაში მოხვდა  ჩემი ნამუშევრები.  შემდეგ, ამას მოჰყვა საერთაშორისო გამოფენები.. უმეტეს შემთხვევაში უცხოელები ყიდულობდნენ ამ ნამუშევრებს… მოგვიანებით, როცა შესაძლებელი გახდა, ინტერნეტ სივრცე გამომეყენებინა, უკვე რამდენი წელია ჩემი ნამუშევრები აქტიურად იყიდებ სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ამერიკა, ისრაელი. დღემდე აქტიურად მწერენ, ჩემი ნამუშევების გვერდზე და ასეევე ინსტაგრამზე.

15592563_1195100337272623_1424605927_n

ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი, რა გაგიყიდიათ…

– ყველაზე ძვირფასი რაც გამიყიდა, ეს ბეწვის სამკაულებია, რომელიც  ნათელა პატარკაციშვილმა შეიძინა. ჩემი ტყავის ჩანთებიც საკმაოდ ძვირად იყიდება. თუმცა, ვცდილობ ლავირება გავაკეთო  უცხოელებსა და ქართველებს შორის

როგორც ცნობილია, თქვენი მოხვდით იმ 14 ქართველ ხელოვანს შორის, რომლებიც აარჩია ლედი გაგას პირადმა დიზაინერმა. რა გრძნობა იყო, როცა ეს შეიტყვეთ, რამდენად მნიშვნეოვანია ეს თქვენთვის, პირველად სად ნახა თქვენი ნამუშევრები?

– ლედი გაგს პირადმა დიზაინერმა, ასსად ავადმა ჩემი ნამუშევრები ნახა კულტურის საეთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ  გამოფენა-სამიტზე. როდესაც გავიგე, რომ ჩემი ნამუშევრები მოეწონა და მოვხვდი იმ ხელოვანებს შორის, რომლებიც მან აირჩია, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ის თავად ტყავზე მუშაობს და ქმნის ჩანთებს. კიდევ უფრო დიდი გამოცდილება იქნება მასთან მუშაობა და რაღაც ახლის სწავლა. მინდა აღვნიშნო, რომ  მას განსაკუთრებით მოეწონა ტყავისა და ბამბუკის მიქსის ჩანთა და რამდენიმე ყელსაბამი კოლექციიდან -იფრინე ტყავის ფრთებით.

როგორც მითხარით, თამარ მეფის ხელსაბამზე მუშაობთ. სად გეგმავთ მის გატანას და რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ეს ნივთი?

– მოგეხსენებათ წელს იუნესკომ გამოცახადა ეს წელი ვეფხისტყაოსნის  წყლად.  მეც დიდი ხანია მაქვს იდეა და ვმუშაობ ფევხისტყაოსანზე. სწორედ  აქედან გამომდინარე, მსურდა შემექნმა  თამარ მეფის ყელსაბამი. ის უკვე დასრულდა  და თუ სად იხილავს მას საზოგადოება ამას, საიდუმლოდ დავტოვებ.

15645036_1195100320605958_2102924337_n

გარდა თქვენი საქმის რისი გაკეთება გსიამოვნებთ?

– მიყვარს ხატვა  თუმცა დროის უქონლობის გამო, ამ სურვილს ტყავზე ხატვით-გრავირებით ვიკლავ. მიყვარს ბუნებაში ხეტიალი, სერიზულად გამიტაცა ფოტოგრაფიამ. მამა არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებდა და მეც მის კვალს გავყვევი. ბავშვობიდან მასწავლიდა  და ერთად ვამჟღავნებდით ფოტოებს. მისი ნაჩუქარი ფოტოაპარატი ახლა უკვე დიდი საგანძურია ჩემთვის… მიყვარს, ყველაფერი რაც ხელოვნებასთან კავშირშია… გამოფენები, ისტორიული ძეგლები თუ  არქეოლოგიუირი გათხრები, თეატრი. ხილული სამყაროს მიღმა რაც არსებობს მისი კვლევა და შეცნობა. ამიტომ თუ დრო მაქვს აუცილებლად ვკითხულობ  ამის შესახებ. სამყარო იმდენად უსასრულოა, მდოგვის მარცვლიდან გალაქტიკამდე, ადამიანი  ვერასოდეს ამოწურავს ამ თემას…

 

ადგილი სადაც დისკომფორტი შეიძლება იგრძნოთ, რა გაღიზიანებთ?

– მაღიზიანებს ხმაური, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვმუშაობ. არაპროფესიონალიზმი, გაუნათლებლობა, უხეშობა, ბილწსიტყვაობა, უგემოვნო და არამოაზროვნე საზოგადოება, როცა არ აფასებენ საკუთარს, ქართულს.  არც ნიჭს  და არც  იმას, რაც მართლა კარგი გვაქვს. გადამთიელს კი ხალიჩებს უფენენ და აღმერთებენ… აი სიკვდილის შემდეგ კი, ძეგლებს უდგამენ… ეს ჩემთვის მიუღებელია. როცა ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს ჩემს ქვეყნას და ეს ხალხი ჩრდილში დგას. დავაფასოდ ჩვენი და სხვისიც… ასე აჯობებს,  ვფიქრობ.

1472988_697953803548480_2013726881_n

მიყვარს – სამყარო, სიცოცხლე, ფერები…

მიხარია – სულ მცირედიც… მზის დანახვა, ლამაზი ფოთოლი, ყვავილი… როცა ადამიანებს ვახარებ

ვოცნებობ – ვნახო ველური ბუნება და მქონდეს ჩემი არტსალონი.

ვგრძნობ – როგორ დაბინძურდა გარემო ნეგატივით…

მეშინია – როგორ შევხდები ღმერთს…

შემიძლია... უფრო მეტი ვიდრე ვაკეთებ.

არ შემიძლია… ბერვი რამ, მაგალითად ფრენა… ალპინისტობა და ასე შემდეგ.

მრცხვენია… რამდენიმე ჩემი საქციელის, რომელიც არ უნდა გამეკეთებინა.

მწამს – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. სიყვარული…

ვინახავ… ბევრს ნივთს, ჩემს დღიურებში  გამხარ ყვავილებს და ასევე გახუნებულ  ლამაზ მოგონებებს.

მწყინს.. მწყინს როცა, უცნობი ადამიანები იქმნიან წარმოდგენას ჩემზე სხვების გავლენით…

ის რისი თქმაც მინდა/მინდოდა და ახლა ვიტყვი თქვენთან… რთული და მტკივნეული გზა გავიარე ცხოვრებაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ისევ მიყვარდეს ადამიანები, ჩემი საქმე და მქონოდა მომავლის იმედი… ვურჩევდი ადამიანებს უყვარდეთ სამყარო, ფერები ადამიანები და საქმე რომელსაც აკეთებენ… სიკეთით და სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ… სხვა გზა არ არსებობს!

რას გეგმავთ მომავალში? რისი გაკეთება გსურთ….

– გეგმები აუარებელია, იდეების ტყვეობაში ვარ… იმდენი რამე მაქვს დაწყებული და მიტოვებული… რასაც აუცილებლად დაუბრუნდები და დავასრულებ… ეს გარდაუვალია-გამოფენა პერფორმანსი, სადაც ერთ სივრცეში იქნება ჩემი ყველაფერი თავმოყრილი…  ვმუშაობ ვეფხისტყასონისა  ქართულ ანბანზე… ავეჯის დიზაინზე. რამდენიმე მასალის მიქსზე ტყავთან. ვმუშაობ კოლექციაზე-„გრიფით საიდუმლო“. ეს კოლექცია მინდა მივუძღვნა რამდენიმე ადამიანს. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ შემომთავაზეს გამოფენის გაკეთება  და იმედი მაქვს, ამასაც განვახორციელებ.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In