ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს , ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ დაკომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერსშეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს 23 დეკემბერს.
კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგისამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიურიმოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.