აკო ხარისთვალაშვილი – ფოტოგრაფი, მხატვარი, ქმნის სამკაულებს საკუთარი ექსპოზიციებისთვის. ხელოვანი, რომელიც სამყაროს შეცნობას საკუთარი ხელით გამოძერწილი და შექმნილი პატარ-პატარა ფიგურებიდან სწავლობდა. ფოტოგრაფი, რომლის ცხოვრებაში შემოქმედებას უდიდესი ადგილი უჭირავს.
The Tbilisi Times დაინტერესდა, მისი შემოქმედებით. თუ რა გზა გაიარა ფოტოგრაფმა და როგორ მოვიდა დღემდე ინტერვიუდან შეიტყოფთ.
მომიყევით თქვენზე, რამ განაპირობა თქვენი ამ საქმით დაინტერესება?
– ბავშვობიდან ვხატავდი, ვძერწავდი. სკოლის პერიოდში უფრო ფერწერა მიტაცებდა, ვგრძნობდი, ზეთი და ტილო უფრო ახლოს იყო ჩემთან. ამიტომაც გადავწყვიტე სამხატვრო სკოლაში ჩამებარებინა. თოთხმეტი-ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამიჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ. იმ დროს რუსულში ვემზადებოდი და ჩემი პედაგოგი გატაცებული იყო ფოტოების გადაღებით. მოგეხსენებათ, იმ დროს ციფრული ტექნიკა არ იყო განვითარებული, ამიტომ ყველა ფირზე მუშაობდა. კითხვებით არ ვასვენებდი, მაინტერესებდა, გამეგო როგორ მუშაობდა აპარატი, როგორ იღებდა ან მზადდებოდა ფოტოები. ისიც, დამატებით დროს მიხსნიდა როგორ უნდა გადამეღო ფოტო, როგორ დამემუშავებინა, ფერები როგორ შემერჩია. მიხსნიდა ფირის სპეციფიკას. სწორედ აქედან გადავწყვიტე ამერჩია ხელოვნების ეს კონკრეტული სფერო.
როდის გადაწყვიტეთ ფოტოგრაფია თქვენ სპროფესიად გექციათ?
– კარგად მახსოვს, პირველად ათლარიანი „ზენიტი“ვიყიდე და დავიწყე ფოტოების გადაღება. ხუთი წელი ვიღებდი ფირზე. ვიღებდი ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. ძალიან მომწონდა ფოტოები დრამატული შუქჩრდილებით, მომწონდა რეპორტაჟული, დოკუმენტური ფოტოები. ვიღებდი თბილისის ცხოვრების ამსახველ კადრებს. იმ დროს ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ამიტომ დავდიოდი სოფლებში, ვიღებდი ბუნებას, გარემოს. ვიღებდი, როგორ ცხოვრობდა ხალხი, როგორ ვითარდებოდა ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს სამოყვარულო დონეზე ვაკეთებდი. ფოტოგრაფიას პროფესიად დღემდე ვერ ჩავთვლი. ეს ჰობი, გატაცება, საკუთარი თავის პოვნა და აღმოჩენა უფროა, ვიდრე პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარდა არც ერთი სფეროთი არ ვარ დაინტერესებული. ხელოვნებაა ის, რის გერეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია. სამწუხაროდ ეს ბოლო პერიოდი არ მრჩება დრო იმისთვის, ის ვაკეთო, ის გადავიღო რაც მომწონს.
როგორც ცნობილია, თქვენ არაერთ ქართველ ხელოვანთან გიმუშავიათ (მოდელები, მსახიობები, მომღერლები და სხვა), როგორია მათთან ერთად მუშაობა?
– საკმაოდ საინტერესოა მათთან ერთად მუშაობა. ყოველი ახალი ფოტოსესიის, ყოველ ახალ პერსონასთან მუშაობის შემდეგ თითქოს რაღაც ახალს სწავლობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზოგჯერ ისეთი მოდელი გხვდება, ზუსტად რომ იცის მანაც და შენც როგორი ფოტო უნდა გადაიღო, როგორი შუქჩრდილები და ფერები მოუხდება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ ქართველ მოდელს უჭირს ფოტოგრაფთან გახსნა. ეს კი ცოტა საწყენია. რადგან, ქართველ ფოტოგრაფებს არ გვაძლევენ საშუალებას, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ შემოქმედების კუთხით.
როდის და როგორ გაიცნო თქვენი ფოტოები ფართო საზოგადოებამ?
– მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური სტუდენტი ვიყავი. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მეგობრები მყავდა. მუდმივ მოძრაობაში ვიყავი. არასდროს ვჩერდებოდი, მუდამ ვეძებდი რაღაც ახალს და საინტერესოს. მარტივად ვპოულობდი მეგობრებს და ჩემთვის საინტერესო სახეებს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდია არ მქონდა და არც მაღალი ხარისხის ტექნიკური აპარატურა, ჩემს მეგობრებს ვუღებდი ფოტოებს. ჩემით ვაკეთებდი მაკიაჟს, თმას, მოკლედ ვატერებდი ექსპერიმენტებს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება „კიკალა სტუდიოში“ მუშაობის დაწყებამ მომიტანა. ვიღებდი „მის საქართველოს“; „ელიტ მოდელ ლუქის“. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2008- დან 2010- მდე რაც კი სერიოზული პროექტები და კონკურსები ჩატარდა, ყოველ მათგანში მე ვიღებდი ფოტოებს. უკვე ხუთი წელია, რაც „I SEE SDUDIO“-ში ვმუშაობ. ვერ ვიტყვი, დღეს პროფესიულად არ ვიზრდები და ახალს არ ვსწავლობ-მეთქი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ის პერიოდი იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის თვალსაზრისიოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოსესია/ფოტოგამოფენა/ფოტო?
– ათი წელია ვმუშაობ ამ სფეროში. ამ ხნის განმავლობაში არ შემიწყვეტია ფოტოების გადაღება ამ დროის განმავლობაში ბევრმა მნიშვნელოვანმა პროექტმა გაიარა ჩემს ხელში, ამიტომ ძალიან ძნელია გავიხსენო ყოველი მათგანი. დღეს ჩემი ფოტოები ყველგანაა: ბანერებზე, ჟურნალ- გაზეთებში, წიგნის ყდებზე. ყოველი მათგანი ჩემთვის საინტერესოა, ამიტომ მიჭირს რომელიმეს გამოყოფა. თანაც, ყოველთვის მომავლის მნიშვნელოვან პროექტებზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე წარსულზე. ყოველთვის ვფიქრო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერსო ჯერ კიდევ წინაა. სულ მინდა რაღაც ახალი გავაკეთო. ზოგადად წარსული არ მიყვარს. ხვალინდელი დღით ვცხოვრობ.
რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში? გადაღების პროცესში რა განიჭებთ სიამოვნებას?
– ვერ გეტყვი დღეს რას ვგრძნობ, მაგრამ სულ ვცდილობ, ისევ ის ემოცია, გრძნობა, გატაცება ვიპოვო ჩემს თავში, რაც მაშინ მქონდა – დამწყები ფოტოგრაფი რომ ვიყავი. დღეს ფოტოების გადაღება იმდენად მარტივი გახდა ჩემთვის, ძველი ემოცია (შუქჩრდილის, პლასტიკის ძიება, სწორად დამეგეგმა კომპოზიაცია.) სამწუხაროდ, აღარ მაქვს. ის შეგრძნებები ძალიან მენატრება.
რითი განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვა ფოტოგრაფების ფოტოებისგან?
– მე ვერ გეტყვით, განსხვავდება თუ არა ჩემი ფოტოები სხვისგან, თუმცა ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ ჩენს ნამუშევრებს ადვილად ცნობენ და არჩევენ. ძალიან მიყვარს ადამიანის სხვა კუთხით წარმოჩენა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებია. ვფიქრობ, თვალების საშუალებით შესაძლებელია ადამიანის განსხვავებული კუთხით დანახვა. არა ისე, როგორც ძალიან ბევრი იცნობს. ვცდილობ დამალული, მნიშვნელოვანი დეტალები ამოვწიო. ვაჩვენო მისი ხასიათი, მისი ემოცია. მართალია გარკვეული ჩარჩოები არსებობს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ისეთი რაღაც შევიტანო ჩემს ნამუშევრებში, რომელიც გამოარჩევს მას სხვებისგან.გარდა ფოტოგრაფიისა, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
– მას შემდეგ, რაც აკადემია დავამთავრე ვეღარ ვხატავ და ეს ძალიან მაღელვებს. მართალია, ფოტოგრაფია დიდი ხელოვნებაა, აქაც ხატავ- შუქით. მაგრამ ფერწერა ძალიან მენატრება. თავისუფალ დროს დავიწყე ხელით ნაკთი ჩარჩოების კეთება. პარალელურ რეჟიმში ვქმნი სამკაულებს. მართალია 90 პროცენტი უჭირავს ფოტოგრაფიას თუმცა, ხელოვნების სხვა კუთხისთვისაც ვიცლი. თავისუფალ დროს არტ თერაპიასავით ვაკეთებ ამ ნამუშევრებს. თავიდან სამკაულების კეთება ჩემი პროექტებისთვის დავიწყე, თუმცა ისეთი მოწონება გამოიწვია, რომ ცოტა კომერციული ხაზითაც წავედი. დიდი სურვილი მაქვს, ვისწავლო იუველირობა. მინდა უკვე ძვირფას ქვებსა და მეტალებზე დავიწყო მუშაობა.
მიყვარს – ხელოვნება
მიხარია – ყოველი დღე… დილა მიხარია ძალიან-საწყისია რაღაც ახლის. მიხარია, რომ ამ დღეს კიდევ რაღაც ახალი უნდა გავაკეთო.
ვოცნებობ – საქართველოდან წასვლაზე. სხვაგან ცხოვრებაზე.
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი – რომში
ვგრძნობ – ყველაფერს.
მეშინია – დაუძლურების
არ შემიძლია – ტყული
შემიძლია – სიყვარული
როგორ მიყვარს – ბოლომდე და ერთგულად
მრცხვენია – ემოციების გამოხატვის
მწამს – სიკეთის
ვინახავ – ძალიან ბევრ რაღაცას… ჩემს ჩანაწერებს. საუკეთესო ფოტოებს, რომელბიც არავის უნახავს
მწყინს – რომ მატყუებენ
ის რისი თქმაც მინდა/მინდოდა – მინდა ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ
ცხოვრებში ყველაზე მეტად მინდა რომ – დიდი ოჯახი მყავდეს
ის რის/ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – ჩემი ოჯახის წევრების და ასევე ხელოვნების გარეშე
ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში – თავმდაბლობა
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ – მომბეზრდა
საყვარელი ფოტოგრაფი – ჯორჯ ჰიულერი
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ახლა მასშტაბური პერსონალური გამოფენის გაკეთებას ვფიქრობ. ძალიან საინეტერსოა უცხო და ახალ ადამიანებთან მუშაობა. ვეძებ ისეთ თემატიკას, ყველაზე კარგად რომ წარმოაჩენს ჩემს შემოქმედებას. ეს იქნება აუცილებლად პორტრეტები. ვფიქრობ სახელზეც. შესაძლოა ეს იყოს „დღიურები“, რომლებიც იქნება თითოეული პერსონაჟის ცხოვრების „ერთი ფურცელი“. ასევე, ძალიან მინდა ვეფხისტყაოსნის ფოტოების გაკეთება. მინდა ილუსტრირიბა გავაკეთო ახალი გამოცემისთის. გავაკეთებდი კალენდარს, წიგნს და ძალიან დიდი მასშტაბურ გამოფენას. ეს ჩემი დიდი ხნის სურვილია, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.
მარიამ ლეკიაშვილი