• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ საადვოკატო საქმიანობის შედეგად, ადვოკატებისთვის – ნათელა გოდერიძისთვის და მზევინარ კოსტავასთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მასალებში, აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ მოქალაქე იოსებ წინამძღვრიშვილზე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი, სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფებოდა ათეული წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით დაერეგისტრირებინათ იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრეზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა იოსებ წინამძღვრიშვილისა და შემდგომში მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში. ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის ბელა გუბელაძის სახელზე აღირიცხა, რომელმაც თითქმის მთელი უძრავი ქონება  წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ნათელა გოდერიძესთან დაახლოებულ პირზე, ქეთევან ჯავახიშვილზე ფიქტიურად გაასხვისა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს, პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და თითქოსდა „კანონიერ საკუთრებაში’’ არსებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება მოეთხოვა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 657 000 ლარის ზიანი მიადგა.

ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ და ქ. თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ადვოკატი ნათელა გოდერიძე ანალოგიური სქემის გამოყენებით შეეცადა დაუფლებოდა ქ. თბილისში წყნეთის ქუჩა N22-ში მცხოვრებ მძელურებისა და ბასოშვილების ოჯახების კუთვნილ, 112 980 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით უძრავ ქონებას.

ნათელა გოდერიძეს, მზევინარ კოსტავას, ბელა გუბელაძესა და ქეთევან ჯავახიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 19, 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

8 years ago
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

8 years ago
“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

3 years ago
დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

8 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by