• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს.

”საქართველოს პარლამენტი: ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომლის მიმართ მყარი სახალხო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში; ითვალისწინებს ერთხმად მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციაში ასახულ ძირითად მიდგომებს და აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1. საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციით, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

2. საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად საქართველო უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნის და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერის, ავტორიტეტის განმტკიცებისკენ.

3. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანამიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საბოლოო მიზანი არ არის. ევროპის კავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის.

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა განხორციელდეს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო „გახდება ნატოს წევრი“. გამოყენებული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმი. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელებით გაგრძელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება.

5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად.

6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ურთიერთობების მრავალმხრივ ფორმატებში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, განვითარებას. ქვეყანა არ გახდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის მქონე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს იმ საფრთხეებთან ბრძოლაში დაკისრებულ მოვალეობებს, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების თავიდან აცილებას.

8. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საგარეო-პოლიტიკური საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა.

9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით, მათ შორის, უშუალო მეზობლებთან თანამშრომლობით, საქართველო გააგრძელებს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება.

11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.

12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც საქართველოს დასავლური კურსისადმი საზოგადოების დიდი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ”ნაციონალური მოძრაობის” ხუთმა და ”პატრიოტთა ალიანსის” ერთმა წევრმა.
დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიგი წერეთელმა, თენგიზ გუნავამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომან გოცირიძემ და ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ნატო ჩხეიძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

,,რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის… ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…” – მაშველი შოვიდან

,,რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის… ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…” – მაშველი შოვიდან

3 years ago
მიხეილ დუნდუა –  თუ სავალუტო ფონდის პროგნოზები გამართლდა, საქართველო 2030-წლამდე შეძლებს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც კეთილდღეობის სულ სხვა დონეს ნიშნავს

მიხეილ დუნდუა – თუ სავალუტო ფონდის პროგნოზები გამართლდა, საქართველო 2030-წლამდე შეძლებს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც კეთილდღეობის სულ სხვა დონეს ნიშნავს

3 years ago
მკითხველის ბლოგი – ა-ნ-ნ-ა

მკითხველის ბლოგი – ა-ნ-ნ-ა

10 years ago
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by