“ერთი პრობლემაა,რომ პიროტექნიკა არის უხარისხო და არასერტიფიცირებული. ვერ ავკრძალავთ, მაგრამ ზომები უნდა მივიღოთ. მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე ყველა პიროტექნიკა ქართულად უნდა ეწეროს მისი გამოყენების წესი”. საახალწლო სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეზე და დაზიანებების შემთხვეევბზე იაშვილის კლინიკის სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ბავშვთა ქირურგმა ლევან ფერაძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “დღის შოუს” ეთერში ისაუბრა.
“სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 25 დეკემბრიდან ძველ ახალ წლამდე კონკრეტულად იაშვილის კლინიკაში 7-8 პაციენტი შემოდის საკმაოდ მძიმე დაზიანებებით. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. შუშხუნები არ შეიძლება ხელში დავაჭერინოთ მცირე ასაკის ბავშვს, წვის ტემპერატურა 1000 გრადუსია, იქედან ასხლეტილმა ნაწილაკმა შესაძლოა მძიმე, მესამე ხარისხის დამწვრობა მიაყენოს. იკარგება როგორც თითი მთლიანად, არის ნების ძვლების მოტეხილობები. უხშირესად არის ხელის და მტევნის დაზიანებები, არის შემთხვევები, როდესაც თვალია დაზიანებული და თვაი იკარგება.
შარშან ბურბუშელაში ჩადეს პატარა ასაფეთქებელი, რომელიც ბავშვმა გადაყლაპა. ჩვენი ძალისხმევით მთელი ეს პროდუქცია ამოიღეს გაყიდვიდან”.
მანანა ღოღობერიძე











