ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 12 იანვარს უყრის კენჭს. ამის შესახებ კომიტეტის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული. კენჭისრა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
LIBE-ს კომიტეტის მიერ რეგულაციის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
LIbE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.












