• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმს ამშვენებს

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმს ამშვენებს
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პოპ-არტი, აპლიკაცია, აბსტრაქცია, სკულპტურა ამ ყველაფერს ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში შეხვდებით. ხელოვანის, რომელმაც ჩარჩოები  დაანგრია  და საკუთარი, სრულიად ახალი სტილი შექმნა სახვით ხელოვნებაში.

ყოველთვის იცოდა რა უნდოდა. იცოდა მანაც და მთელმა მისმა ოჯახმაც. სჯეროდათ მისი და ყველაფერს აკეთებდნენ ნატალიას ოცნება რეალობად რომ ექციათ. ხატვა ისეთ ასაკში დაიწყო, ჯერ რომ არც იცოდა ფანქრის და ფუნჯის ჭერა. ხატავდა ყველაფერს და ხატავდა ყველაფრისგან.

პატარა ნატალიას თავისი სამყარო ჰქონდა. ხატავდა ბალერინებს, იგონებდა კოსტიუმებს პერსონაჟებისთვის, ხატავდა სხვადასხვა  სცენებს, სპექტაკლებს. ყველაფერ ამას სიმღერითა და ხალისით აკეთებდა. დღემდე ასეა… იწყებს თუ არა მუშაობას რთავს მუსიკას და მთლიანად ერთვება მუშაობის პროცესში. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი განწყობაა, რადგან სჯერა, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ნამუშევრებზე აისახება.

ათი წლის იყო პირველად განსხვავებული სტილის ნამუშევარი რომ შექმნა. მაშინ ეს გაუცნობიერებლად გააკეთა. ვერც კი წარმოიდგენდა მხატვარი  თუ გახდებოდა და შექმნიდა სრულიად ახალ მიმდინარეობას.

22 წლის იყო პირველად განსხვავებული ნამუშევარი რომ შექმა. ამჯერად ეს გაცნობიერებულად და დიდი მონდომებით გააკეთა. ერთ დღეს ზღვიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა შეგროვებული ლამაზ-ლამაზი ქვებისგან გაეკეთებინა  რაღაც ახალი, სადაც გამოჩნდებოდა თითოეული კენჭის სიკაშკაშე  და სილამაზე.  პირველი  კომპოზიცია  ასე ააწყო, გამოიყენა ყველაფერი, რაც კი იმ დროს ხელთ მოხვდა. თვლები, მინა, ბისერი, ლამაზი კენჭები და უბრალო ქვები, ბრინჯი,  წიწიბურა  და ჩაიც  კი. “ნატვრის ხე”-ასე დაარქვა პირველ ნამუშევარს, რომელიც ახალი მიმდინარეობის შექმნაშიც დაეხმარა და ნატვრის ახდენაშიც.

დიდხანს იფიქრა ეჩვენებინა თუ არა ხალხისთვის საკუთარი სული, გრძნობები, ემოციები. ფიქრობდა იმაზეც, თუ რას იტყოდა საზოგადოება, მიიღებდა და მოეწონებოდათ თუ არა მისი ნამუშევრები. ბოლოს გაბედა და  პირველი  ექსპერიმენტული პერსონალური  გამოფენა 2012 წელს  გამართა.  მას მერე არ  გაჩერებულა.

უაღრესად ჭკვიანი და რომანტიკულია. ეს ხასიათი ბავშვობიდან დაჰყვა. ბებიამ ასწავლა სითბო, მეგობრობა, ბუნებისა და სამყაროს აღქმა. ასწავლა ადამიანების სიყვარული და თანადგომა. დღესაც ასეთია. მიუხედავად ცხოვრების გზაზე უამრავი დაბრკოლების და სირთულისა, უამრავი გულისტკენისა და ტკივილისა ნატალია კვლავ ძველებურია. არ შეცვლილა. ისევ ძველებურად მიამიტი, კეთილი, თბილი და  რომანტიკულია. მის ნამუშევრებში ერთმანეთს სწორედ ეს ხასიათის თვისებები ერწყმის. უსაზღვრო ბედნიერება,სიყვარული, სითბო  და ამავე დროს დიდი ტკივილი და სევდა, რომელიც პირადმა ცხოვრებამ მოუტანა.

საუკეთესო მეგობარი, შვილი და არაჩვეულებრივი დედაა. უხარია მზე, სითბო. იცინის ბევრს, ძალიან ბევრს. მისთვის ახალი ადამიანის გაცნობაც დიდი ზეიმია. უყვარს ყველაფერი, თავისი საქმე, შვილი, ოჯახი, მეგობრები. მოკლედ, სიყვარული უყვარს. ერთადერთი რამ, რასაც ის თავის თავში შეცვლიდა ეს მისი ფეთქებადი ხასიათია, რომელიც კოსმოსიდან დაჰყვა. ცოტა უხეშია. როცა რაღაც სწყინს ან არ მოსწონს პირდაპირ გამოხატავს. როგროც თავად ამბობს ზოგჯერ მოთმენა და გაჩუმება სჯობს.

ადრე რომ გეკითხათ, რა იყო მისი ოცნება გეტყოდათ, ისეთი ადამიანის გამოჩენა რომელიც ჩემს ნამუშევრებს დააფასებს და ფართო აუდიტორიას წარუდგენსო. ასეთი ადამიანი მართლაც გამოჩნდა და დღეს  David Datuna  ნატალიას საყვარელი მხატვარია.

“2014 წლის 27 მაისს  სამსახურში  ვიყავი. გალერეაში  შემოვიდა  მამაკაცი და დაინტერესდა  ჩემი ინსტალაციით „მზე“. ეს ნამუშევარი  მაშინვე  შეიძინა. შემდეგ მთხოვა მეჩვენებინა სხვა  ნამუშევრებიც. მას შემდეგ  დაიწყო  თანამშრომლობა, ეს ადამიანი  აღმოჩნდა ამერიკაში  ძალიან  ცნობილი  ქართველი  ხელოვანი, დღეისათვის  ერთ-ერთი  ყველაზე  ძვირადღირებული  მხატვარი   David Datuna. მე არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც მან მითხრა, რომ ჩემი ნამუშევრები მოხვდებოდა ნიუ-იორკში  „არტ ჰემპტონზე“ და მაიამიში „არტ ბაზელზე“ .

„2014 წელს გავაკეთე გამოფენა „პლანეტები“. შემდეგი იყო გამოფენა „დროის ილუზია“. ყოველი ჩვენგანი ილუზიაში ვცხოვრობთ. ჩვენი ფიქრები, წარმოდგენები, აზრები ყველაფერი ილუზიაა. მე მინდოდა ამ გამოფენის საშუალებით,  გამეერთიანებინა ეს წარმოდგენები. ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტიდან ავიღე პატარა დეტლი, შევაერთე, გავაერთიანე და  ერთ სივრცეში მოთავათავსე ეს ილუზიები.“

მისი ცხოვრების საინტერესო დეტალი სნუბ დოგთან შეხვედრა  და „ჩილიმის გადაცემაა, რომელიც ნატალიამ სპეციალურად მისთვის შექმნა და საოცარი მოწონებაც დაიმსახურა.

„სულ ახლახანს გავაკეთე ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარი, რომლის გაკეთებაც  ბასგიტარისტმა და მომღერალმა ნიკ ვესტმა  მთხოვა. როდესაც მან ნახა ჩემი ნამუშევრები, მითხრა რომ უნდოდა მისი პირადი გიტარა მე გამეფორმებინა. ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტს თავი წარმატებით გავართვი, რადგან  ძალიან მოეწონა ნიკ ვესტს. ამ გიტარის გაკეთების შემდეგ მივიღე დავიდისგან შემოთავაზება, რომ მის პროექტში მიმეღო მონაწილეობა. გამოფენა უახლოეს მომავალში გაიმართება და წარმოდგენილი იქნება გიტარები, რომელსაც თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ექნება. ასევე 2016 წლის ზაფხულის ფესტივალზე ჩემი ნამუშევრები გადავეცი ქუინსი ჯონს, ლოურენ  ჰილის და  მაილს დევისის დისშვილს, ვინს  უილბერნის.

როგორც თავად ამბობს, მის ნამუშევრებში  მთავარი  ატრიბუტი   სარკეა, რომელსაც  სინათლე  შემოაქვს „ბლიკების“ და ნარეკლების   სახით. სინათლე   კი   ენერგიაა-ის დადებითი   ენერგია და სიყვარული, რომელსაც ნატალია განიცდის  მუშობისას.

მხატვარი რომ არ ყოფილიყო, ბალერინა ან კულინარი გახდებოდა. პირველად 5 წლის იყო, მშობლებმა ჭაბუკიანის სკოლაში რომ შეიყვანეს. თუმცა ასაკის გამო პედაგოგმა მოცდა შესთავაზა. მართალია,მაშინ ცეკვა ვერ ისწავლა,თუმცა როგორც მისი მეგობრები ამბობენ ახლა არაჩვეულებრივად ცეკვავს. შეუძლია იცეკოს დაუსრულებლად, მთელი ღამე და არ დაიღალოს. ზოგადად მუსიკა უყვარს. უყვარს კლასიკა, ჰიპ-ჰოპი, ჯაზი.

მუშაობას დილით  ადრე იწყებს. მისი ნამუშევარები ფილიგრანულია, ამიტომ მზის შუქი და ენერგია  სჭირდება. არასოდეს გეგმავს  წინასწარ, რა მასალას გამოიყენებს ან რა  ტექნიკას. მით  უმეტეს, როდესაც  დიდი  ზომის  ნამუშევარს ქმნის. ხელი  თავისთავად  აკეთებს იმას, რაც  იმ   მომენტში   გონებაში   წარმოიშვება და მხოლოდ  ნამუშევრის  დასრულების    შემდეგ, როდესაც  უკვე  არაფრის  შეცვლა  არ შეიძლება, მხოლოდ მაშინ აღიქვამს მთლიანობაში  კომპოზიციას. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნამუშევრის საბოლოო  სახე არ  მოსწონებოდა. ეს მისთვის  ერთგვარი  სიურპრიზია და ამ განცდას  არაფერი   შეედრება.

ნატალია ძალიან წუხს იმაზე, რომ მისი ნამუშევრები საქართველოში არ რჩება და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იყიდება. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სულ  რამდენიმე თვის წინ გააკეთა იყო   „საქათველოს ფოსტის“ პროექტი.

„რამდენიმე ნამუშევარი გავაკეთე „საქართველოს პოსტის“ ერ-ერთი პროექტისათვის, რომელიც  შვეიცარიაში წარადგინეს და მუზეუმს გადაეცა „საქართველოს ფოსტის“  სახელით. ეკა ხვადაგიანიმა, საოცრად კრეატიულიმა ადამიანმა,  გადაწყვიტა, რომ მე სწორედ ის ადამიანი ვიყავი, ვისაც ამ პროექტისთვის უნდა გაეკეთებინა ნამუშევრები. ვფიქრობ, ამ პროექტმა მართლაც გაამართლა, რადგან ვერ აღგიწერთ იმ ემოციას, რომელიც ინსატალიცების ნახვის შემდეგ  განიცადა იქ დამსწრე მაყურებელმა.“

ნატალიას წარმატების პიროვნული ფორმულა უდიდესი მოთმინების უნარი, უდიდესი შრომა და დასახული გზით სიარულია. “შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე ბედს, არასოდეს არ უნდა გადაუხვიო დასახული გზიდან.“

ნატალია ახალი გამოფენისთვის ემზადება და  მასზე მუშაობაც დაწყებული აქვს. მხატვარს სურს გააკეთოს სოციალური პროექტი, რომელიც ადამიანებს აპოვნინებს იმას, რასაც ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებენ.

„ახლა მაქვს დაწეყებული პროექტი სახელწოდებით „მე ვიპოვე ვარსკვლავი“. გამოფენის თემა შეეხება იმას,  რასაც ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ვეძებთ, ზოგს ნაპოვნი აქვს, ზოგიერთი ისევ ძიების პროცესშია.  ვაპირებ, გავაკეთო უზარმაზარი ვარსკვლავის ინსტალაცია, რომლის გაკეთება უკვე დავიწყე.  მისი  გახსნა სიმბოლურად ამსტერდამში იქნება  „Red Light Street-ზე“. ეს ქუჩა სიმბოლურია და თავისი დატვირთვა აქვს, სწორედ ამიტომ ავირჩიე ჩემი გამოფენისთვის.  პროექტისთვის მაქვს დაწერილი პოემა, რომელში გადმოცემულია თუ რისგან უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომ სრულიად თავისუფალი სულით იმ ვარსკვავამდე, რომელსაც ჩვენ ვეძებთ.  როდესაც ვიპოვით მას, როდესაც  შევიგრძნობთ, მას შემდეგ  უნდა გავიფანტოთ უსასრულო სიყვარულში. პროექტი იმ ადამიანურ ღირებულებებზე, იმ ფასეულობებზეა, რომლებიც დღეს ადამიანებმა დავკარგეთ. ძალიან მინდა, რომ ამ პატარა გამოფენით ეს ყველფაფერი უკან დავაბრუნო. ეს იქნება ისტორიაში პირველი  ამ სახის პროექტი, რომელიც ამ ქუჩზე გაიხსნება.“

მარიამ ლეკიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

“ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსების პროცესი მიმდინარეობს”

10 years ago
“ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს”

ყველას ვერ გაასამართლებ, თუმცა ქართველმა ხალხმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა”

10 years ago

“ასეთი მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია” – დავით ნარმანია

11 years ago
მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას გულის შეტევით დაიღუპა

ბოლნისში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

3 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by