• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი? – ნავთობკომპანიების პროგნოზები

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების გეგმის შესაბამისად, ახალი წლიდან მოხდა აქციზის გადასახადის გაზრდა. გადასახადების ცვლილებიდან გამომდინარე  მნიშვნელოვნად გაიზარდა  ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასები.  საერთო ჯამში, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდით, საბიუჯეტო შემოსავლები 250 მლნ ლარით მოიმატებს. 2017 წლიდან 1 ტონა აქციზის ღირებულება 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე, 1000 მ3 გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე. აქციზის გადასახადის გაზრდამ  1 ლიტრი საწვავის ღირებულება, დაახლოებით 20-25 თეთრით გააძვირა. საწვავზე ფასების მომატებას ექსპერტები რამდენიმე ძირითად მიზეზს უკავშირებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, „თბილისი თაიმსი“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.

„საწვავის ფასის მომატების სამი მიზეზი არსებობს, პირველი-საერთაშორისო ფასების მატება, მეორე-ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, მესამე-ახალი წლიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა, კერძოდ მოხდა აქცისის გადასახადის გაზრდა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა საწვავზე ფასების ზრდა“.

რაც შეეხება  საწვავის  ფასების კლებას უახლოეს მომავალში, მთვრალაშვილის თქმით, ამ საკიხთან  დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსავალი ლარის კურსის გამყარებაა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით.

„ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა მიმდინარე წელს არის ლარის კურსი დოლართან მიმართებით. თუ ლარი დაიწყებს გამყარებას ეს ,რა თქმა უნდა , იქნება იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ საწვავზე ფასი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი გახდება. რადგან სწორედ ლარის ცვლილებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული საწვავის ფასი. რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით  საერთაშორისო ფასების ზრდის პროცეში. საერთაშორისო ფასები მუდმივად იცვლება, ის დამოკიდებულია ისეთ ფატქორებზე, რომლებიც ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის. რაც შეეხება საგადასახო კოდექსს, მიღებულია უკვე ცვლილება, ამიტომ ამასაც ჩვენ ვერ შევეხებით.“

რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას, ვანო მთვარალშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროგნოზი საკმაოდ რთულია, რადგან ფასი დამოკიდებულია საერთასორისო ფასებზე.

„მიმდინარე ეტაპზე, ჩვენ  ამის აუცილებლობას ვერ ვხდედავთ, იმიტომ რომ სამივე ფაქტორი უკვე ასახულია საწვავის ფასში, ანუ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ფასები კიდევ გაიზრდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში რაიმე გამოირიცხოს, მაგალითად, არ ვიცით საერთაშორისო ფასები რა მიმართულებით წავა, არ ვიცით ლარის კურსი როგორი იქნება. აქედან გამომდინარე მიმდინარე ეტაპზე, ჯერჯერობით არ არის ამის მოლოდინი, თუმცა მომავალში რა იქნება არავინ არ იცის“

ბოლო დროს საკმაოდ ბევრს საუბრობენ, იმასთნ დაკავშირებით, რომ საწვავის ფასის გაზრდა გააძვირებს პროდუქტებზე ფასებს და მგზავრობის გადასახადს გაზრდის. მთვრალაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების მატება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა გარდაუვალი არაფერია.

„ყოფილა პერიოდები, როდესაც საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულა, ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე, თუმცა ამ ფაქტორის გამო არ მომხდარა მგზავრობის საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება.  თუ ჩვენ ამ ლოგიკას მივყვებით, ამან რა თქმა უნდა არანაირად არ უნდა გამოიწვიოს მგზავრობის გაძვირება. თუმცა, რას გადაწყვეტენ კერძო გადამზიდველები, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია და მათ ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეზღუდავს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს,  არ უნდა მოხდეს ფასების გაზრდა.“

საინტერესოა, კიდევ   გაიზრდება  თუ არა ფასები უახლოესი თვეების განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსი“ ესაუბრა ნავთობკომპანიებს. მათი თქმით, წინასწარი პროგნოზი ფასების მომატებასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია.

კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძის თქმით, ამ საკითხის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ფასების ზრდა კონპანიებზე არაა დამოკიდებული.

„ ამ საკითხთან დაკავშირებით პროგნოზი წარმოუდგენელია. ვინაიდან საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ კომპონენტზე- საერთაშორისო ბაზრის ფასებზე  და ლარის კურსის დოლართან მიმართებაზე. ვინაიდან წინასწარ არავინ იცის, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი, ან როგორ შეიცველა ლარის კურსი, საწვავის ფასის პროგნოზიც შეუძლებელი იქნება. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ჩვენი კომპანიის ფასები იქნება მსოფლიო ბაზრის ფასებისა და ლარის კურსის ფასების შესაბამისი, რადგან ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული მისი ზრდა ან კლება.“

ნინო ჯიბლაძის გალფის მარკეტინგის უფროსის თქმით ჯერჯერობით, ამ ეტაპზე  ფასების მატება არ იგეგმება.

„ფასების ზრდაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, ამის მოლოდინი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა  გადაჭრით ვერ ვიტყვით გაიზრდება თუ არა ფასები, რადგან  როგორც ვიცით, მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარის ფასებზე.“

რუსუდან კბილაშვილის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“  მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი სხვადასხვა კომპონენტზეა დამოკიდებული მისი პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

„საწვავის ფასის წინასწარი განსაზღვრა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბიულეტენის, „პლაცის“ მიხედვით.  ასევე მისი ფასი მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული იმპორტზე, ლარის კურსზე, საერთაშორისო ბაზრის ფასებზე. სწორედ ამიტომ, ფასის პროგნოზირება ძალიან რთულია.“

როგორც კომპანიები აცხადებენ ამ დროისთვის გაურკვეველია, მომავალში კიდევ მოიმატებს თუ არა ფასები. კომპანიების მსგავსად ექსპერტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ საწვავის ფასის მატება დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრის ფასებსა და ლარის კურსის ცვლილებაზე. ამ ეტაპზე ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ლარის კურსის დასტაბილურებას და მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასებს ვადევნოთ თვალი.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

2015 წლის ივერიის ლაურეატები 2016 წლის 3 მარტს დაჯილდოვდებიან

2015 წლის ივერიის ლაურეატები 2016 წლის 3 მარტს დაჯილდოვდებიან

11 years ago

ნოდარ ხადური: “ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, საქართველო სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა”

12 years ago
როდის შეწყდება საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა – კალაძის განმარტება

როდის შეწყდება საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა – კალაძის განმარტება

6 years ago
სრული შეცდომაა, რომ “ომიკრონი” არ იწვევს ადამიანების სიკვდილს – კულუმბეგოვი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გატესტილები ან აცრილები დაუშვას – კულუმბეგოვი

5 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by