• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბარისახოში წარმოებული დეკას ჩაი გასაყიდად მზად არის

9 years ago
in ეკონომიკა
A A
7
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩაი-უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ „ასი დაავადების წამალი“. ჩაის სამშობლოში-ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი და შედარებით გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სასმლის. როგორც ჩანს ეს ისტორია მშვენივრად იცოდა, ქარული ჩაის, დეკას მწარმოებელმა კოოპერატივმა „არაგველებმა“, რადგან მათ ისეთი ჩაის წარმოება გადაწყვიტეს, რომელიც სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. 

როგორც სამედიცინო ლექსიკონშია განმარტებული დეკა-კავკასიისა და უპირატესად სამხრეთ კავკასიის ალპურ რეგიონში ხარობს. მისი სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი და მას საუკუნეების განმავლობაში მოიხმარდა კავკასიის მაღალმთიანეთის  მოსახლეობა.

გარდა იმისა, რომ დეკას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს,  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა „არაგველებმა“ აღმოაჩინეს, რომ თურმე  დეკა არაჩვეულებრივი გემოთი და არამოატითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში, მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეექმათ. ჩაის წარმოების წამოწყების დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე  „თბილისი თაიმსს“  კოოპერატივი „არაგველების“  თავმჯდომარე ნათია  ფსუტური ესაუბრა.

როგორ დაიწყეთ  საქმიანობა, როგორ  გაგიჩნდათ  იდეა ველური მცენარეებისგან  მიგეღოთ საოცარი არომატისა და სამკურნალო თვისებების მქონე ჩაი?

– ჩვენს ოჯახს საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ველური მცენარეების სამკურნალო თვისებებს იცნობენ არაჩვეულებრივად. ამიტომ, ჩვენი ოჯახი წლების წინ ბუნებრივი მცენარეებისგან ამზადებდნენ წამლებსა და სხვადასხვა ნაყენს. პირველად  2014 წელს, ჩამოვაყალიბეთ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი- „არაგველები“, სადაც თავდაპირველად მხოლოდ რძის პროდუქტები გვქონდა.  ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესის სახეს ატარებდა, რადგან კოოპეტარატივში გაწევრინაბეული ვართ 5 მონათესავე ოჯახი.   ერთი წლის წინ,  ჩემს მეუღლეს გაუჩნდა იდეა, შეექმნა დეკას ჩაი, რომელიც  საქართველოსა და შესაძლოა მთელს მსოფლიოში იქნებოდა  ერთადერთ ჩაი, რომელიც მთლიანად  ველური მცენარეებიგან   დამზადდებოდა.  შევთავაზეთ კოოპერატივის დანარჩენ წევრებსაც. მათაც, რა  თქმა უნდა, მოეწონათ ეს აზრი.

როგორ შეძელით ინვესტიციების მოძიება?

– საკმაოდ ძნელია  აიღო მოცვი, გააშრო,  ბაარზე გაიტანო და გაყიდო. მიუხედავად მისი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებისა. ამიტომ  დავიწყეთ ფიქრი, რომ შეგვექმნა რაიმე საწარმო, რომელშიც მოხდებოდა ნედლეულის გადამუშავება. მოგეხსენებათ, ამისთვის დიდი თანხები იყო საჭირო, ამიტომ სულ მალე  დავიწყეთ გრანტების მოძიება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, მათ გვირჩიეს რომ მიგვემართა სოფელ მისაქციელში არსებული სოფლად თემთა  განვითარების სააგენტოსთვის, რომელიც მსგავს პროექტებს აფინანსებდა.  მივედით, გავესაუბრეთ,  რაიმე ინოვაციური უნდა შეგვეთავაზებინა. ჩვენც შევთვაზეთ, რომ  საუკეთესო იქნებოდა ველური მცენარეებისგან შეგვექმნა ჩაი, რომელსაც დავამზადებდით „დეკისგან“.  ასევე მინდა აღვინიშნო, რომ კავკასიური დეკა  ენდემური სახეობაა, რომელიც არსად არ გვხვდება  და შესაბამისად მისი გამოყენებაც ამ კუთხით ცნობილი არაა.

რამდენ ლარს  შეადგენს პროექტის ღერებულება?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, მას შემდეგ რაც სოფლად თემთა განვითრების სააგენტოს შევთავაზეთ რომ ჩვენ დავამზადებდით დეკას ჩის და მას შევურევდით სხვადასხვა მცენარეებს, მათ პროექტი დაგვიფინანსეს.  საბოლოოდ ჩვენი პროექტისთვის გვჭირდებოდა 131 ათასი ლარი, აქედან სამოცდათოთხმეტი პროცენტი  (80 ათას ლარამდე)  დაგვაფინანსა  სოფლად თემთა განვითრების  სააგენტომ, ხოლო   ოცდაექვსი პროცენტი  იყო ჩვენი თანამონაწილეობა.  ამ ფულით სოფელ ბარისახოში, ავაშენეთ საშრობი შენობა, რომლის გახსნაც შევძელით  2016 წლისთვის.  დღეს შონობაში  არის მცირე ოფისი, სამრეცხაო, საშრობი.  გვაქვს მცირე დამფასოებელი, რომელიც გვიწონის გრამებს, ხოლო  შეფუთვა ხდება ხელით.

რამდენი სახის ჩაის წარმოებას აპირებთ და თავდაპირველად  სად მოხდება ჩაის გავრცელება?

– ჩვენ ვაპირებთ გამოვუშვათ 9 სახეობის ჩაი. დავამზადებთ  სხვადასხვა მცენარის სინთეზით, თუმცა  ძირითადად წამყვანი დეკა იქნება. უბრალოდ ჩაიში შემავალი თითოეული მცენარე იქნება ველური. 5 სახეობის ჩაის კოლოფის დიზაინი უკვე დავასრულეთ  და 4 სახეობის დასრულებასაც ვგეგმავთ  რამდენიმე დღეში. ამ ეტაპზე ვფიქრობთ,  2000 კოლოფი გამოვუშვათ. თავდაპირველად, ვაპირებთ,  რომ  ცხრავე სახეობა არ შევიტანოთ ბაზარზე და  შემდეგ დავამატოთ სხვადასახვა სახეობები. ვფიქრობთ, ეს სიახლე იქნება  ქართული ბაზრისა და მომხმარებლისთვის.

გეგმავთ თუ არა  გაფართოვებას და აპირებთ  თუ არა ჩაის გატანას ექსპორტზე?

– ჯერჯერობით, დეკას ჩაი თბილისის მასშტაბით გამოჩნდება  ქსელში. თუმცა გაზაფხულისთვის,  ვაპირებთ,  რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს.  ასევე ვგეგმავთ, რომ მომავალში ჩაის ექსპორტზეც ვიფიქროთ. ამიტომ  შეფუთვის  პირველ გვერდზე არის ქართული წარწერები, ხოლო მეორე მხარეს, იქნება წარწერები ინგლისურად. სადაც არის დეტალური თარგმანი, იმის შესახებ, თუ რა სამკურნალო თვისებები აქვს დეკას ჩაის.  ვფიქრობ, ამის პრობლემაც არ უნდა შეგვექმნას, რადგან დეკას ჩაის აქვს ყველა ის საჭირო თვისება, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიო ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ  დაცულია სურსათის უვნებლობა და ყველანიარი სტანდარტი.

რა ეღირება დეკას ჩაი და რამდენად ხელმისაწდომი იქნება ის მოსახლეობისთვის?

– 50 გრიანი კოლოფის საწყისი ფასი 4 ლარი იქნება. თუმცა ყველა სახეობის ჩაის ერთი  ფასი არ ექნება. ჩვენს ცხრა სახეობაში არის ისეთი ბალახები, რომელიც საკმაოდ ძნელად მოსაპოვებელია. მაგალითად, დეკა და ველური მოცვი, ამიტომ მისი ფასი უფრო მაღალი იქნება, იმ ჩაისთან შედარებით, რომელშიც დამატებული იქნება ასკილი, რომლის მოპოვეც შედარებით მარტივია. საწყისი ფასი ოთხი ლარიდან დაიწყება.  საკმაოდ ძნელად მოსაპოვებელი მცენარეა და ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ, ვფიქრობთ, ფასიც შესაბამისი ექნება.

არის თუ არა  საქართველოში ნედლეულის საკმარისი რაოდენობა?

– საქართველოში ნამდვილად არის ნედლეულის საკმარისი რაოდენობა. ჯერჯერობით უშუალოდ ჩვენი რეგიონიდან მოგვაქვს ნედლეული, თუმცა მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადსახვა მთიანი რეგიონის ათვისებაც.  ვფიქობთ, ამ მხირვ პრობლემა ნამდვილად არ შეგვექმნება.

როდის გამოჩნდება დეკას ჩაი ბაზარზე?

– მართლია, საცდელად ჩვენივე დაფასოებით დეკას ჩაი, გავიტანეთ გამოფენა-გაყიდაზე, „დიდუბის პავილიონსა“ და სხვადასხვა მსგავს გამოფანაზე. თუმცა ოფიციალურად ქსელში იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში გამოჩნდება. ამჟამად  რამდენიმე ათასი კოლოფის ნედლეული დამუშავებული გვაქვს, მხოლოდ შეფუთვას და ბაზარზე გასვლას ელოდება. საქართველოში მსგავსი ჩაი პირველია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ უკვე საკმაოდ ცნობილი კომპანიების ჩაის?

– ვფიქრობ, რომ კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოს ბაზარზე. ქართველი მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა იცის დეკას სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესახებ. ვფიქრობთ, როდესაც ისინი ნახავენ ქსელებში დეკას ჩაის, აუცილებლად გახდებიანიან ჩვენი მომხმარებლები. რადგან, როგორც უკვე გითხარით,  საინტერესო თვისებებით გამოირჩევა ეს მცენარე- გამოყოფს ტოქსინებს, ამაგრებს ძვლებს, აქვს დამამშვიდებელი თვისება.  ასე რომ, ეს იქნება ჩაი, რომელსაც  სასიამოვნო გემოსთნ ერთად,  ექნება არაერთი  სამკურნალო თვისებაც.

მარიამ ლეკიაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

7 years ago
სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას

სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

7 years ago
„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია…” – მარიტა გუტაშვილი

„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია…” – მარიტა გუტაშვილი

3 years ago
იუსტიციის საბჭოს წევრები გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე-ლევან გოგიჩაიშვილი

იუსტიციის საბჭოს წევრები გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე-ლევან გოგიჩაიშვილი

7 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by