„ამჟამად ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად ღრმავდება, ეს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. შეთანხმება მოიცავს კონკრეტულ ზომებს, რომელიც უფრო ახლო ურთიერთობამდე მიგვიყვანს. საქართველოს მხრიდან პასუხისმგებლობა იგრძნობა, ეს ქვეყანა ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი“. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების დირექტორატის ხელმძღვანელმა, კრისტიან დანიელსონმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „მოამბის“ ეთერში ისაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენელი დადებითად აფასებს საქართველოს მიღწევებს და მიიჩნევს, რომ ორმხრივი ურთიერთობის შედეგს ქართველების საკუთარ თავზე იგრძნობენ.
„ვხედავთ როგორ ვითარდება ვაჭრობა, ქართული პროდუქცია შეიძლება ნახოთ გერმანიის პატარა სუპერმარკეტში. ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მთავრობასთან ერთად ვაპირებთ ხელი შევუწყოთ აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო გზის მშენებლობას. გვაქვს კონკრეტული სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობა წინ მიიწევს.
მეტი ექსპორტი ევროპაში, მეტ სამუშაო ადგილს შქმნის საქართველოსთვის. ქვეყნის მთავრი გამოწვევა, განათლების ხარისხის გაზრდაა. მთავრობის სამოქმედო გეგმა საკმაოდ ამბიციურია, განსაკუთრებით პროფესიული განვითარების სფეროში. შეთანხმების ზოგიერთი სტანდარტი მტკივნეულია ბიზნესმენებისთვის. საჭიროა პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება და სხვა პროცედურები, მაგრამ სამაგიეროდ, იღებთ შესაძლებლობას, რომ წვდომა გქონდეთ ევროპულ ბაზარზე, სადაც 500 მილიონი მომხმარებელია,“–განაცხადა დანიელსონმა.
მანანა ღოღობერიძე













