• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია საფრანგეთის ქალაქებში  გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგ ღვინის პროფესიონალებს  შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.

ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო  ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) – ტრადიციულ გამოფენებზე, სადაც ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეექვსედ მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.

„ქვევრის ღვინო საქართველოდან ყველა მიმართულებით გადის, თუმცა ის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღვინის ტრადიციულ მომხმარებელ  ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან ექსპორტში ქვევრის ღვინის წილი დიდი არაა, ეს მაინც გამორჩეული ღვინოა და მას ყველა იცნობს, ვინც იცის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა და ისტორია. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი გახდეს. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე” – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში ზემოთ აღნიშნულმა გამოფენებმა და სხვადასხვა დეგუსტაციებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

როგორც გამოფენის მონაწილე საქართველოდან, მეღვინე იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, ტრადიციულად ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წლევანდელ გამოფენებზეც დიდი იყო.

„ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი წელს კიდევ უფრო დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტულუზაში და ლიონში გამართული დეგუსტაციები. საფრანგეთის ამ სამხრეთ ნაწილში ქვევრის ღვინო წარმატებით იყიდება და ეს დეგუსტაციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ღვინის ცნობადობის გაზრდას. ქვევრის ღვინისადმი ასეთივე დიდი ინტერესი იყო გამოფენებზე (Les Penitentes, La Dive Bouteille), სადაც ამ პერიოდში თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, მწერლები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები “ – აღნიშნა მან.

იაგო ბიტარიშვილის თქმით, გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა საფრანგეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ქართული ღვინის მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეწვიონ „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

გამოფენების პარალელურად ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ფრანგ კოლეგებს. ‘’La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2016 წელს საქართველოდან  36 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, 2017 წლის იანვარში კი უკვე 13 ათას ბოთლამდე.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს

10 years ago
“მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ”

“მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ”

10 years ago
“მაღალი დონის შეხვედრების მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე”

“მაღალი დონის შეხვედრების მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე”

11 years ago
კვების ახალი რეგულაცია თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ამოქმედდა

ბაღების სააგენტო: საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგების საკითხი არ არის გადაწყვეტილი

9 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by