• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კახიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

მინისტრმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ყველა ის სიახლე, რასაც „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი ითვალისწინებს. მან სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი, გაწერილი რეგულაციები სწორედ ამას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ამოცანაა პენიტენციური სისტემა იყოს ორიენტირებული არა ადამიანის იზოლაციაზე, არამედ რესოციალიზაციაზე. მუდმივად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომელიც მეტად განამტკიცებს ადამიანის უფლებებს პენიტენციურ დაწესებულებებში და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ სარეჟიმო პირობების გაწერასა და შემდგომში მის შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, მოცულობითი პაკეტი წარმოვადგინეთ, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრ უპრეცედენტო სიახლეს ითვალისწინებს.  ვცდილობთ მივიღოთ და შემდეგ, პრაქტიკაში გავატაროთ რეგულაციები, რომლითაც ერთის მხრივ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს, ამავე დროს, მსჯავრდებულს საშუალება მიეცემა ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და აქტიურად ჩაერთოს რესოციალიზაციის პროგრამებში, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში. სისტემა მუდმივად საჭიროებს განახლებას და ამ კუთხით, ჩვენ მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს: სასჯელის მოხდის პერიოდში დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭებას; ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირებას; არასაპატიმრო სასჯელის სახის  – შინაპატიმრობის დანერგვას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით, მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფას; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; ასევე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, უვადოდ თავისუფლებააღვეთილი პირისთვის თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის და სხვა საკითხებში ცვლილებებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული ბავშვებთან ერთად დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედებისთვის. მათ საშუალება ექნებათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ამ პროცესის თანმდევი სტრესის შემცირებას. ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, 3 წლის ასაკის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ, მისი გაყვანა აუცილებელია.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცალსახად დადებითად შეაფასეს და საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა, რეკომენდაციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, დეპუტატებს სასჯელის მოხდის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის შეფასებით, წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები  კიდევ უფრო გააჯანსაღებს პენიტენციურ სისტემაში უკვე მიღწეულ მაღალ სტანდარტს. მისი თქმით, 2012 წლამდე არსებული ვითარების გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო ასე მოკლე დროში პენიტენციური სისტემის მსგავსი პროგრესი.  მან ხაზი გაუსვა ამ ცვლილებებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის როლს და მადლობა გადაუხადა უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც კანონპროექტზე იმუშავეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე დადებითად შეაფასა სახალხო დაცველის წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოება სამინისტროს მხირდან ფუნდამენტურ, პროგრესულ ცვლილებებს მიჩვეულია, რომელსაც ყოველთვის თან სდევს ჰუმანიზმის პრინციპი. ამასთან, მან დადებითად აღნიშნა, პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭება. თავის მხრივ, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსა და მის აპარატს სამინისტროსთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მოკლული და დაჭრილი მამაკაცები ძმები არიან – სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მოკლული და დაჭრილი მამაკაცები ძმები არიან – სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

2 years ago

ინდოეთ და პაკისტანს შორის სიტუაცია დაიძაბა

13 years ago

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

8 years ago
„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში

„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by