„ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმა დააბნია თემა და დისკუსიას მისცა მიმართულება. თამასა იმდენად მაღლა ასწიეს,რომ ლამის მეორედ მოსვლას გადარჩა ქვეყანა. პროკურატურის მყისიერი განცხადება იყო აუცილებელი, რომ ეთქვათ, ჩვენ ეს არ გვიგულისხმია, ეს ვიგულისხმეთო“. დეკანოზ მამალაძის დაკავების საქმეზე, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა. „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამებბის“ ეთერში ისაუბრა.
„საზოგადოება პროკურატურის განცხადების მიხედვით, ამბავს გაიგებდა ისე, როგორც გაიგო.როგორც მინიმუმ, პრესრელიზი ყველაზე ცუდად არის შედგენილი, პატრიაქრი იმდენჯერ არის ნახსენები, რომ მთელი ყურადღება ამ ამბავზეა გადატანილი. არ იყო საჭირო ასეთი ბუნდოვანი და ცუდი ტექსტის შექმნა, ჯობდა დასახელებული ყოფილიყო კონკრეტული პირი.
კითხვის ნიშნად დარჩა, რატომ ეწერა თავში ერთი მოქალაქის მონათხრობი. გამოძიება რატომ დაიწყეს, ეს არ არის საინტერესო. ასეთი გაუგებრობების დაშვება ამ კატეგორიის საქმეზე მიუღებელი და დაუშვებელია. უკეთეს შემთხევვაში ეს იყო ცუდად მომზადებული პრესრელიზის ცუდად გაჟღერება, შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიტაცეს თემა. პროკურატურამ თავი შეიკავა და არ მიუთითა მათ, რომ ცდებოდნენ.
ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის დანაშაულის გახსნასთან, მას არ სჭირდება ჭკუის დარიგება. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს პროკურატურის იმიჯზე. ასეთი არაკვალიფიციური ქმედებები უწყებების მხრიდან და შემდეგ ხელისუფლების არაკვალიფიციური განცხადებები, არყევს ინსტიტუტის მიმართ ნდობას“–განაცხადა მაია მწარიაშვილმა.