• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო თანამეგობრობამ ცხინვალის რეგიონში ე.წ.რეფერენდუმის დანიშვნა დაგმო

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

16 თებერვალს, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ ცხინვალისრეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

მუდმივი საბჭოს სხდომაზე  ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელისგადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალის განზრახვა. ქართული მხარის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ტერიტორიას სრულად აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალა და  ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობა გამოდევნილია, არის უკანონო.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებითპასუხობს. საქართველოს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკასაქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს ჯარებისაქართველოს ტერიტორიიდან.  ქართულმა მხარემ ასევე თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობასსათანადო ზომები მიიღოს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საპასუხოდ და არ დაუშვას  ცხინვალისრეგიონში ვითარების ესკალაცია, რათა არ მოხდეს ანექსიის კიდევ ერთი  პრეცედენტი ევროპაში.

ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ნორვეგიის, კანადის, ისლანდიის, ლიხტენშტაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სან მარინო, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

გამომსვლელებმა, კიდევ ერთხელ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი უკანონო „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს, რომელიც იმართება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მისი განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ნდობის აღდგენის პროცესს.

აზერბაიჯანის წარმომადგენლის განცხადებით, „რეფერენდუმი“ აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან  გადაადგილებულ პირთა რიცხვი დიდია, მის შედეგებს ვერ ექნება სამართლებრივი ძალა.

უკრაინის დელეგაციამ, მოუწოდა რუსეთსა და მის მარიონეტულ რეჟიმს თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რაც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს მის შედეგებს და მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მისი განცხადებთ, მსგავსი უკანონო ნაბიჯები ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას,  შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა ნაკისრი ვალდებულებები და ასევე,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

ნორვეგიის, კანადის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინისა დელეგაციებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ იზიარებენ ქართული მხარის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონისათვის რუსეთის რეგიონის მსგავსი სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნაზე და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია რეგიონის რუსეთის ფარგლებში ინტეგრაციისკენ. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი ასევე დააყენა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე.

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

3 years ago
კახეთში 3 თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კახეთში 3 თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

3 years ago
პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა

13 years ago

კახა კალაძე ბაქოში გაემგზავრა

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by