„გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე მტკიცებულება, უწმინდესის ჩამოსვლის შემდეგ მაქსიმალურად გავცემთ ინფორმაციას და ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ“. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ირაკლი მამალაძემ მოგვმართა განცხადებით, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და შესაბამისად ეს გახდა გამოძიების საფუძველი. მკვლელობის ადრესატებიდან ერთ–ერთი პირი იდენტიფიცირებულია და მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში, თუმცა, მისი დასახელება არ შეგვიძლია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და წინასწარ მათი დასახელება ხელისშემშლელი იქნება პროცესისთვის. მთავარია, რომ საფრთხე რომელიც გიორგი მამალაძისგან მომდინარეობდა, ავიცილეთ.
მტკიცებეულებებში, ფარულ აუდიო და ვიდეო მასალებში საუბარია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლაზე, რასაც ბრალდებული ამ მოვლენების შემდეგ მიიღებდა. იყო თუ არა საუბარი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. დამატებით დეტალებზე პატრიარქთან ერთად ვისაუბრებთ,“ – განაცხადა გიორგი ვასაძემ.
მანანა ღოღობერიძე





