• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილის პატიმრობა გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

“ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი.
ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დაცვის მხარის ინფორმაციით, დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. მათივე განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება.
დაცვის მხარე ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და დაიწყოს მის მიმართ დისციპლინური დევნა.
დაცვის მხარე ასევე მოითხოვს აცილება მიეცეს ყველა იმ სასამართლოს, რომლის განაჩენიც აპელაციის შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გადაწყვეტილება და არსებობს ეჭვი, რომ იგი არის პროკურატურის კონტროლის ქვეშ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებული ყველა შუამდგომლობა მათ შორის, აღკვეთის ღონისძიება, ყადაღის დადება და შემდეგ მოხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომების ვადის გაგრძელება, ადვოკატის შუამდგომლობით ვადის გაგრძელებაზე უარი, განხილა ერთმა მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აშკრაა, რატომ ითხოვს პროკურატურა დაჟინებით საქმის განხილვას ქუთაისში, მაშინ როდესაც პროკურატურისავე მტკიცებით, ერთი დანაშაული ჩადენილია თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში. საქმის ქუთაისში განხილვა ასევე ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ასევე მეტყველებს სუბიექტურ მიდგომაზე.
დაცვის მხარეს სურს აქვე გამოეხმაუროს სასჯელაღსრულების სამინისტროს ცინიკურ პოზიციას ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაცვის თხოვნაზე, მიეცათ ოჯახისათვის ექიმების შეყვანისა და მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილთან სისტემატურად შედის ფსიქიატრი. სამინისტროს აგდებული დამოკიდებულება დაკავებულის ჯანმრთელობის მიმართ დაცვის მხარეს აიძულებს მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები”, – ნათქვამია განცხადებაში.

05.09.13

Tags: ადვოკატი: ვანო მერაბიშვილის პატიმრობა გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს
ShareTweet

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა

11 years ago
ოქროს ღილაკით გადავედი – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია

ოქროს ღილაკით გადავედი – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია

5 years ago

OIV-ის მაგისტრანტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინომ მოახდინა

10 years ago

მივმართავთ საქართველოს მთავრობას!

12 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by