დღეიდან საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად მათ სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდებათ.
საპარლამენტი უმცირესობა ასევე აპირებს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
შოთაძის გადაყენების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მის მიერ საგანგებო ბრიფინზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.













