• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ მიმდინარეობის შესახებ” – მეთოჯინე ნანა მჭედლიშვილი

10 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ მიმდინარეობის შესახებ” – მეთოჯინე ნანა მჭედლიშვილი
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში თოჯინების კეთება არც ისე პოპულარული საქმიანობაა, თუმცა ქალბატონი ნანა მჭედლიშვილი უკვე მრავალი წელია სწორედ მათი შექმნითაა დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს, თოჯინების კეთება ხელოვნებაა, მაგარმ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ დარგის შესახებ. ხელოვანის მიერ შექმნილ ყველა თოჯინას საკუთარი სახელი აქვს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. The Tbilisi Times ინტერვიუში გაგაცნობთ მეთოჯინეს, რომელის ნამუშევრებიც არაერთხელ მოხვედრილა საგამოფენო სივრცეში, საინტერესოა როგორ აფასებს თავად ნანა მჭედლიშვილი საზოგადოების დაინტერესებას მისი საქმიანობის მიმართ.

როგორც ვიცი, თოჯინების შექმნა 14–15 წლის ასაკში დაიწყე, თუ შეგიძლია, მიამბოთ, რატომ გადაწყვიტე, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავი, რა იყო პირველი თოპჯინის შექმნის მოტივაცია, რომელ წელს შექმენით ის და როდის გადაწყვიტე, რომ სამომავლოდ გაგეგრძელებინათ ეს საქმიანობა?

– დიახ ხელნაკეთი თოჯინების კეთება 14-15 წლის ასაკში დავიწყე, ეს მოხდა დაუგეგმავად, შემთხვევით ჩამივარდა ხელში საძერწი თიხა და შეიქმნა თოჯინის სახე შემდეგ ტანი,  მას მოჰყვა იდეა, ჩემით შემეკერა ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი  დიდ დროს ითხოვდა და შესაბამისი რაოდენობის მასალა არ მქონდა, მაინც ძალიან გამიტაცა. 1998 წელს სკოლის ორგანიზებით მოეწყო ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა, მას შემდეგ იზრდება ჩემი ინტერესი ამ საქმის მიმართ და ვცდილობ, მასალების მრავალფეროვნებით და სხვადასხვანაირი დამუშავებით,  სტილით და კომპოზიციით შევქმნა სასურველი პერსონაჟი.

თქვენს ოჯახზე რომ მესაუბროთ თუ შეგიძლიათ, გყავთ თუ არა ხელოვნების სფეროში დაკავებული ოჯახის წევრები, რამდენად იქონია გავლენა ოჯახმა თქვენს საქმიანობაზე?

– ოჯახში დედას აქვს ხელსაქმის ნიჭი ის არაჩვეულებრივად ქარგავს კერავს და სხვადასხვა ნივთების გამოგონების ნიჭი აქვს, რამაც  ჩემზე დიდი გავლენა იქონია თუმცა არც მხატვარი და არც მეთოჯინე ჩვენს ოჯახში არ გვყოლია.

რა არის თქვენი შთაგონება შემოქმედებით პროცესში, როგორ იქმნება ნანა მჭედლიშვილის თოჯინები და როგორია სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ თქვენს თოჯინებას ქმნით?

– შთაგონების  წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს თუნდაც ლამაზი ნაჭერი ან ლამაზი ყვავილი, ძვირფასი ქვა ან რომელიმე პერსონაჟი, თუმცა განსაკუთრებით მუსიკა.

თუ შეგიძლია აღწერო საკუთარი თოჯინები, რით გამოირჩევიან ისინი სხვა თოჯინებისგან და ჰყავთ თუ არა რეალური პროტოტიპები ცხოვრებაში?

– თოჯინების უმეტესობას ჰყავს რეალური პროტოტიპი ცხოვრებაში ასევე მაქვს ნამუშევრები რომლებიც  მუსიკის სიყვარულითაა შექმნილი მუსიკოსი თოჯინები სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტით. მუშაობის პროცესს ხშირად ახლავს მუსიკის ფონი, მუსიკა თამაშობს ყველაზე დიდ როლს სამუშაო პროცესში.

როგორც ვიცი, თქვენი თოჯინების უმეტესობას აქვს საკუთარი სახელი, შეგიძლიათ, მითხრათ როგორ ურჩევთ სახელებს მათ და საშუალოდ რა დროის განმავლობაში კეთდება ერთი თოჯინა?

– ყველა თოჯინას ვარქმევ სახელს იმის მიხედვით თუ რომელი პერსონაჟის პროტოტიპია ან კომპოზიციის შესაბამისად. ერთი ხელნაკეთი თოჯინის შემნას ერთს ან ორ თვეს ვანდომებ, იმის მიხედვით თუ რა მასალის, ზომისა და  სირთულისაა.

თქვენი ნამუშევარი, რომელსაც არასდროს დათმობთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელია და რატომ?

– ძალიან მიყვარს და  ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბავშობაში  შექმნილი ხალხური ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ხელნაკეთი თოჯინები, მათ  რამდენიმე გამოფენაზე სხვადასხვა პრიზებიც აქვთ მიღებული. ჩემი როგორც ძველი, ასევე, ახალი ნამუშევრები მუდმივად ხვდებიან გამოფენებზე მიმიღია უამრავი რჩევა ამ საქმით დაკავებული ადამინებისგან რომლებსაც ვითვალისწინებ.

როგორც ვიცი, თქვენს თოჯინებს სამოსს თავად უკერავთ, ასევე დაკავებული ხართ ხატწერითაც. დეტალურად რომ მესაუბროთ გარდა თოჯინების კეთებისა, კიდევ რა საქმიანობთ?

– თავდაპირველად ესკიზი იქმნება ან უბრალოდ ამ ყველაფერს გონებაში წარმოვიდგენ და ისე ვქმნი, რაც მოიცავს ძერწვას კერვას ქარგვას და თუ    შესაბამისი დიზაინის ნაჭერი არ მაქვს ვხატავ ბატიკის ტექოლოგიით შემდეგ ვქარგავ და ვამკობ ძვირფასი თვლებით.

პროფესიით მხატვარი ვარ და სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. გარდა ამისა 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ ხატწერით. მიხარია რომ ჩემი დაწერილი ხატები საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ ამშვენებს ეკლესია მონასტრებს. ასევე სხვადასხვა სუვენირებს ვაკეთებ.  

გყავთ თუ არა მოსწავლეები, რომლელსაც თქვენს საქმინობას ასწავლით და გამოცდილებას უზიარებთ?

– მსიამოვნებს ხალხის დიდი ინტერესი ხელნაკეთი თოჯინების მიმართ არამარტო გამოფენებზე არამედ ინტერნეტ სივრცეში ან თუნდაც კერძო გაკვეთილებზე დასწრების სურვილით.  სახელოსნოს არ ქონის გამო აქამდე ვერ ვახერხებდი დაინტერესებული ადამიანებისთვის სათანადოდ მიმეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ  უახლოეს მომავალში ვგეგმავ მოსწავლეების მიღებას.

მაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, რაზე ოცნებობს ნანა მჭედლიშვილი და რა იქნებოდა პროფესიული თვალსაზრისით მისთვის მთავარი მიღწევა?

– დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ჩემი პატარა სახელოსნო სალონი სადაც დაინტერესებულ ადამიანებს  შეეძლოთ მუშაობის პროცესს თვალი ადევნონ, რაც სამწუხაროდ  ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი მიღწევა ჩემი  საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება პროგრესი და განვითარებაა.

ძალიან მინდა რომ მეთოჯინეს საქმიანობა გახდეს ცნობადი და ხალხმა გაიცნოს როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი,სამწუხაროდ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ მიმდინარეობის შესახებ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვისა და გამოხმაურებისთვის.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share4Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება ეზღუდება

ანა ნაცვლიშვილი: “სანამ არ შეიცვლება მთავარი პროკურორის შერჩევის მანკიერი სისტემა, ამ პროცესს ფართო საზოგადოებრივი ნდობა ვერ ექნება”

8 years ago
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

12 years ago
9 წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 393%-ით გაიზარდა

9 წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 393%-ით გაიზარდა

5 years ago
NCDC-ი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისში სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by