• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: “ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე”

9 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა – საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელმძრვანელობს სრულიად სხვა იდეალებით და დღეს სახელმწიფო სრულიად სხვა საფუძველზეა აგებული.

“გამოძიება გრძელდება. პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს”, –  განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი  ასევე გამოეხმაურა იმ ბრალდებებსა და სპეკულაციებს, რომელიც 11 მარტის ღამეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და აღნიშნა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღირსეულ რეაგირებაზე.

“მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საღამოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, აბსოლუტურად პულსზე გვედო ხელი, მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის მეთაურს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო ამ მოვლენებით და სტამბოლიდან მოფრინავდა. შევთანხმდით, რომ იგი მიმართავდა შს მინისტრს და ექვსი დაკავებული, რა საბაბითაც ეს ყველაფერი დაიწყო და რა შემთხვევითაც ისარგებლა შემდეგ უკვე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, ხალხში ემოციების ასაზვირთებლად, გათავისუფლდა. მაშინ ჩაცხრა პირველი მუხტი. ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე – რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები და არ გამოვარდა სპეცრაზმი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა.

“ისიც მინდა ვთქვა, რომ ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი,  შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგბლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით – თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს”,- აღნიშნა პრემიერმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, 127 ადამიანია გადაყვანილი

6 years ago
მთავრობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მთავრობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

8 years ago
სახელოვანი ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია გაიხსნა

სახელოვანი ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია გაიხსნა

12 years ago
FIFA-ს რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს

FIFA-ს რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by