• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, სასურველია გაკეთდეს ოქტომბერ-ნოემბერში” – თემურ მიქელაძე

9 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, სასურველია გაკეთდეს ოქტომბერ-ნოემბერში” – თემურ მიქელაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვირუსული დაავადებები, რომლებსაც გარკვეული სეზონურობა ახასიათბთ, ხშირად მნიშვნელოვან დისკომფორტს გვიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამსახური, სკოლა, ბაღი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ვირუსების არსებობისთვის ხელსაყრელი სივრცეა. სოციალურ სივრცეში ხშირად მიმდინარეობს დისკუსია გახშირდა თუ არა ვირუსით დაავადების შემთხვევები და რა ფაქტორები იწვევს ადამიანების დაინფიცირებას. საინტერესოა რომელ სეზონზე რა ტიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და რამდენად შესაძლებელია, რომ აცრებით თავი ავარიდოთ ჩვენს ორგანიზმში დაავადების გავრცელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა.

თუ შეგიძლიათ, მითხრათ რა არის ვირუსი და რომელი ფაქტორები შეიძლება გახდეს ადამიანში მათი შეჭრისა თუ გავრცელების წინაპირობა?

– ვირუსი მიკროორგანიზმია, რომელიც მუდმივად ცირკურირებს ბუნებაში და ახასიათებს სეზონურობა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ის გავრცელდეს  ადამიანის ორგანიზმში. იმუნიტეტის დონეს ადამიანის ორგანიზმში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგჯერ არასწორად ფიქრობენ, რომ თუ მაღალი იმუნიტეტი აქვთ, დაცულები არიან ვირუსის გავრცელების საფრთხისგან.

ნებისმიერი სეზონზე ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა, დაავადდეს ვირუსით.

არსებობს თუ არა კონკრეტული სეზონი ან დროის მონაკვეთი, როდესაც ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს აღწევს და როდის იღებს მასობრივ ხასიათს ვირუსული „შემოტევები“?

– გრიპის ვირუსის გავრცელება  იწყება წლის მეორმოცე კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მეოცე კვირამდე.  ე.წ. გრიპის ვირუსები: ადენოვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი, გავრცელების თვალსაზრისით ინტენსიურ ხასიათს  ზამთრის სეზონზე იღებს.

გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ვირუსული ინფექციები თანდათან იკლებს. აღნიშნული სეზონის პირველი ნახევრიდან იმატებს ნაწლავური ინფექციები.

ვირუსული დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი არის დახურულ სივრცეში ვირუსით დაავადებული ადამიანების არსებობა. ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში გვიწევს ყოფნა, აღარ ნიავდება გარემო და შედეგად იმატებს ვირუსული ინფექციები.

საზოგადოებაში გახშირდა მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო ვირუსული დაავადებების გავრცელების ფაქტებმა. თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორია სტატისტიკა ამ თვალსაზრისით?

– შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსული დაავადებების გავრცელების არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.

ბოლო დროს გაიზარდა ინფორმაციულობა ვირუსების გავრცეებასთან დაკავშირებით და არა გავრცელების ფაქტები.

რეალურად ვირუსული დაავადებების შემთხვევები არ მომატებულა.

ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე, ხშირად აღნიშნავენ, რომ  ჩვენს ქვეყანაში ანომალიური ტიპის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც სწრაფად მრავლდება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას და როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა  ვირუსული დაავადება ადამიანისთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა?

– ხელოვნურად გავრცელება ვირუსის საქართველოში არასდროს მომხდარა, შესაბამისად მსაგავს მოსაზრებას ლოგიკური საფუძლევლი არ აქვს. არავის ხელს არ აძლევს, რომ  ხელოვნური ვირუსული დაავადებები გაავრცელოს.

როგორია თქვენი, როგორც პედიატრის, რეკომენდაცია პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რათა თავიდან აირიდონ ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საფრთხე?

– ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, ოთახების და დახურული ადგილების მაქსიმალურად ხშირი განიავება, მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი ბალანსირებული კვება, რომელიც სამწუხაროდ ადამიანებს ხშირად არ აქვთ.

რას გვეტყვით ვირუსის საწინააღმდეგო აცრებზე. რამდენად აქვს პრევენციული სახე და არის თუ არა მსგავსი აცრები თქვენთვის, როგორც პედიატრისთვის, მისაღები?

– არსებობს მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარეობს რინოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რომელიც 2030 წლისთვის შესაძლოა უკვე არსებობდეს.

ვაქცინა  გაუკეთდება ქრონიკული ობსტრუქციისა და ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს. რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, სასურველია გაკეთდეს ოქტომბერ–ნოემბერში. არიან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები, რომლებიც გარკვეულ რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ აცრები არ უკეთდებათ, მაგრამ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ვაქცინა უკეთდება და არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

საინტერესო

შალვა ფიფია: “თეთრ ყურძენზე – რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შენარჩუნდება სუბსიდია”

შალვა ფიფია: “თეთრ ყურძენზე – რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, შენარჩუნდება სუბსიდია”

12 years ago

თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი გაიხსნა

10 years ago
ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

11 years ago
„ამ ორ ბავშვს, Skillwill Georgia-ს ნეო უნივერსიტეტში ჩავრიცხავთ უგამოცდოდ და სრული დაფინანსებით“ – აკადემიის დირექტორი

„ამ ორ ბავშვს, Skillwill Georgia-ს ნეო უნივერსიტეტში ჩავრიცხავთ უგამოცდოდ და სრული დაფინანსებით“ – აკადემიის დირექტორი

2 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by