• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში”

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროპიდან ევროპისკენ – გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეუერთდა. უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს – ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს – ბრიუსელს ეწვევა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საკონტროლო ზონა უკვე გაიარა. წინ არის გზა ევროპისკენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წამომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაივლის.

“ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში,”-ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

“დღეს ისტორიული დღეა-საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში-ათენში, სადაც გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტში, ასევე გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები. შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში-ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ისტორიული დღესასწაული,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ძირითადად სტუდენტები არიან- მომავალი თაობა, რომელთაც  უკვე გადადგეს პირველი წარმატებული ნაბიჯები ცხოვრებაში. მათთვის ის სიკეთე, რაც შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მოაქვს,  განსაკუთრებულია.

“პირველად მივემგზავრები ევროპაში და ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს დღე დაემთხვეოდა ასეთ ისტორიულ ფაქტს-უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვმონაწილეობს ისტორიულ ვიზიტში,”- თამარ მირიანაშვილი, თსუ-ს სტუდენტი.

“მოხარული ვარ, რომ ვარ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ასევე მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის იქეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისინი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილები არიან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა გამოიყენონ მათაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი კარგი წინაპირობა,”- ნიკა მარკოზაშვილი, საზღვრისპირა სოფელ დიცის მცხოვრები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე,, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები,  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი: “მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება”

9 years ago
ზოროასტრულ ტაძარს-„ათეშგას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა

ზოროასტრულ ტაძარს-„ათეშგას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა

9 years ago
1 ოქრო და 2 ვერცხლი – გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

1 ოქრო და 2 ვერცხლი – გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

7 years ago
„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

4 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by