• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დიეტის დროს პურის აკრძალვა სულაც არ არის აუცილებელი – დიეტოლოგის რჩევები

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დიეტის დროს პურის აკრძალვა სულაც არ არის აუცილებელი – დიეტოლოგის რჩევები
29
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანების უმრავლესობა თავიანთ სხეულს  დიდ ყურადღებას უთმობს. ფორმაში ყოფნა ყოველი პიროვნებისთვის სასურველი მდგომარეობაა. ამ მხრივ, გამორჩეულნი ქალბატონები არიან. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ვიზუალი ერთერთი უპირველესია. სხეულის ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად ძალიან დიდი შრომაა საჭირო, მით უფრო, თუ ორგანიზმს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება. The Tbilisi Times დიეტოლოგ, ლაშა უჩავას დაუკავშირდა. როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბ წონას, რეკომენდირებულია თუ არა დიეტები, დღეში რა რაოდენობის წყლის მიღებაა აუცილებელი და ზოგადად, რა არის საჭირო ფორმაში ყოფნისათვის, ინტერვიუდან გაიგებთ.

ქართველები თუ გამოვირჩევით ჭარბი წონით, და ზოგადად, კავკასიელი ადამიანი  სიმსუქნისადმი რამდენად მიდრეკილია , ჭარბწონიანობა უმეტესად სხეულის რომელ ნაწილებში გვაქვს?

 – სიმსუქნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ის შეიძლება 21-ე საუკუნის ეპიდემიად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე,  არც საქართველო გახლავთ გამონაკლისი. 1992 წლის მონაცემებით, საქართველო სიმსუქნით დაავადებულ ქვეყნებს შორის ევროპაში მე-14 ადგილზე იყო, ხოლო 2002 წლისთვის უკვე ათეულში მოვხვდით და მერვე ადგილზე გადავინაცვლეთ. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ შედარებით უკეთ გვაქვს საქმე, კავკასიელ ხალხში სიმსუქნის განვითარების კუთხით ბოლო ადგილზე ვართ.

კვების დროს ყველაზე დიდი ყურადღება რას უნდა მივაქციოთ?

-კვების დროს მნიშვნელოვანია ყურადღება მივანიჭოთ ულუფას, რამდენად ჯანსაღია პროდუქტი და შეიცავს თუ არა იმ აუცილებელ კომპონენტებს, რაც აუცილებელა ჩვენი ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ასევე რაც მნიშვნელოვანია, კვება უნდა იყოს ჯერადი დღის განმავლობაში და ხილი არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც დესერტი, მას უნდა მივაკუთვნოთ კვების ცალკე დრო.

დღეში რამდენი ლიტრი წყლის მიღებაა აუცილებელი და სასმელი წყლის რაოდენობა ადამიანის წონაზე რამდენად მოქმედებს?

 – წყლის რაოდენობა ინდივიდუალურია, ასევე, გასათვალისწინებელია აქვს თუ არა რაიმე დაავადება ადამიანს, რა დროსაც წყლის რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს. მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია შემდეგი ფორმულა: ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და მიღებული ციფრის ოდენობა არის ჩვენი დღიური ნორმა წყლის რაოდენობისა.

როგორია თქვენი დამოკიდებულება დიეტების მიმართ? მაგ: ამჟამად საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული, დუკანის დიეტა რომ შეგვიფასოთ. რამდენად ურჩევდით ადამიანებს ამ კონკრეტული დიეტის დაცვას?

 – დიეტა ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება, ამიტომ თუ ასე განვსაზღვრავთ სიტყვა დიეტას, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მისაღებია, მაგრამ თუ ჩვენ ვგულუსხმობთ შიმშილს, მე ამის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, მოზარდ ადამიანებში. რაც შეეხება დუკანის დიეტას, მისი ძირითადი პრინციპები ჩემთვის მისაღებია და ამაში ნოვაცია არაფერია. უბრალოდ, ჩემი მოსაზრებით, როდესაც გადავდივართ დაბალკალორიულ კვებაზე ან ვმკურნალობთ სიმსუქნეს, აუცილებელა გარკვეული დიაგნოსტიკა, რადგან სიმსუქნე ორგანიზმში გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რა დროსაც არასწორი მკურნალობით (დიეტით) შესაძლებელია  მდგომარეობა კიდევ უფრო გავართულოთ.

პურის აკრძალვის შესახებ რას გვეტყვით? ავნებს თუ არა ორგანიზმს უპურობა?

– დიეტის დროს პურის აკრძალვა სულაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ, რიგ შემთხვევებში, ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა პაციენტთან, რაც მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია და პურის ამოგდებას თვითონვე ითხოვენ. თუმცა, მისი საკვების რაციონიდან  ამოღებაც ზიანის მომტანი არ არის, რადგანაც ბურღულეულს საკვები რაციონიდან სრულიად მაინც არ ვიღებთ.

ამბობენ, რომ დიეტა ადამიანის ნერვიულ სისტემაზეც მოქმედებს, რას იტყვით ამის შესახებ?

 – დიახ, რა თქმა უნდა, დიეტა  ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და შესაბამისად ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, თუმცა ინდივიდუალურად. როდესაც ჩვენ ჯანსაღ კვებაზე ვართ  და  წონის კლება ხდება, ადამიანში ეს დადებით ემოციებს იწვევს და ნერვულ სისტემაზეც შესაბამისად დადებითად მოქმედებს, ხოლო თუ ჩვენ ვშიმშილობთ, ეს ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად აისახება.

რომელია 3 ყველაზე მაღალკალორიული პროდუქტი?

– ასე კონკრეტულად მაღალკალორიულ პროდუქტს ვერ გამოვყოფთ, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ პროდუქტები რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ცხიმებს ეს პროდუქტები შესაბამისად მაღალკალორიულები არიან, რადგან 1 გრ ცილა= 4 კკალ, 1 გრ ნახშირწყალი =4 კკალ, ხოლო 1 გრ ცხიმი =9 კკალ.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ ან უბრალოდ სურთ, რომ იდეალურ ფორმაში იყვნენ?

– აუცილებელია კვება 4-5-ჯერ დღეში. სასურველია, ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ იყოს. დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლიტრი სუფთა წყლის მიღებაა საჭირო და ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. თუ ჩვენ გვინდა წონის შენარჩუნება, მიღებული და გაცემული ენერგია თანხვედრი უნდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა წონის კლება, ამ შემთხვევაში მიღებული ენერგია ანუ საკვები 500-800 კკალ-ით ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე გახარჯული (ფიზიკური აქტივობით) ენერგია.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

Share12Tweet7

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – ამირან გამყრელიძე

შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – ამირან გამყრელიძე

6 years ago

აკაკი ასათიანი: „ ბინა დავცალე და ის ამჟამად ბანკს ეკუთვნის“

13 years ago
“სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ შშმ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ”

“სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ შშმ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ”

12 years ago

„გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პარტიას შევუერთდე“

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by