• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საია: გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება კანონდარღვევით მოხდა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს , რომ არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება კანონდარღვევით მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავარ პროკურატურას საკითხის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საბჭოს თხუთმეტივე წევრის ნახევარზე მეტის ხმით) უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, თუმცა ხოლო, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი. ვინაიდან ნინო დანელიასა და ნატალია დვალის შემთხვევაში არასწორად მოხდა ხმის მიცემა, სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, შვიდი ხმით მიეღო გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება.” _ ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით.

“სამეურვეო საბჭო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და, შესაბამისად, გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ აქვს უფლება, განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით. საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრს არცერთი ნორმატიული აქტით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილებები წარმომადგენლის მეშვეობით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მამუკა ფაჩუაშვილი მიღებულ გადაწყვეილებას ხელს აწერს ორჯერ – როგორც წარმომადგენელი და როგორც წევრი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრში აღნიშნავენ, რომ სამეურვეო საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა და საბჭოს მოქმედი წევრები თანამდებობებზე არჩეულნი არიან პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის მიერ, მათი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის გამო.
“აღნიშნული გულისხმობს, რომ საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან პირადად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები. ისევე როგორც, მაგალითად, დეპუტატი არ არის უფლებამოსილი საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მინდობილობით სხვას გადასცეს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრიც ვალდებულია პირადად განახორციელოს დაკისრებული უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე მოქმედება დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების სამართლებრივ ურთიერთობებში,” _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, განცხადებაში საია ყურადღებას ამახვილებს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, მაუწყებელზე მომაგრებული უშიშროების თანამშრომლის ირაკლი ციბაძის მხრიდან საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

,,ი.ციბაძემ მოსალოდნელი კენჭისყრის წინ თავსუფლება მისცა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისათვის მაღალი თანამდებობები შეეთავაზებინა, თითქოს და თავისი ხელმძღვანელების სახელით, თავმჯდომარის პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ი. ციბაძის შეთავაზებები შეიცავდა მუქარის ნიშნებსაც,” – წერია სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.

საიას მედიის სამართლებრივი ცენტრი, სასწრაფოდ მოითხოვს სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დროულ და ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მათი განმარტებით, თუ აღნიშნული ქმედება (რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელდა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის, ეს უნდობლობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. პირველად სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა ნახევარი წლის წინ, 2013 წლის 4 მარტს კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოუცხადა. 2013 წლის 29 აპრილს სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო.

09.09.13

Tags: საია: გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენება კანონდარღვევით მოხდა
ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისაა დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისაა დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

1 year ago
მძიმე ავარია თელავში – დაშავებულია 15 წლის ბიჭი

მძიმე ავარია თელავში – დაშავებულია 15 წლის ბიჭი

8 months ago
Facebook და Instagram კვლავ ხარვეზებით მუშაობს

Facebook და Instagram კვლავ ხარვეზებით მუშაობს

5 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by