• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ გავარჩიოთ ბავშვი გაცივდა, თუ ვირუსული ინფექციით დაავადდა?! – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
როდის დგება გლანდების ამოჭრის აუცილებლობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვირუსული ინფექციები და სეზონური გრიპები ზრდასრული ადამიანებისთვის დისკომფორტის შემქმნელი და შემაწუხებელი დაავადებაა, რომლიც ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ისინი ბავშვებს უტევენ? რამდენად იზრდება დაავადების გავრცელების რისკები და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული საფრთხეები მაშინ, როდესაც საქმე პატარებს ეხება?  „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა პედიატრ ინგა მამუჩიშვილს, რომელიც საუბრობს, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები ინფექციური დაავადებების შემოტევებისგან. სტატიაში თქვენ გაიგებთ აუცილებელია  თუ არა აცრების, როგორც პროფილაქტიკური საშუალებების ჩატარება, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

თუ შეგიძლიათ, მითხრათ რა არის ვირუსი და რომელი ფაქტორები შეიძლება გახდეს ადამიანში მათი შეჭრისა თუ გავრცელების წინაპირობა?

– პედიატრთან მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებია–სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეული მწვავედ მიმდინარე ინფექციების ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს ზოგადინფექციური სიმპტომატიკა სასუნთქი გზების და არცთუ იშვიათად, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების თანმხლები დაზიანებებით. ვირუსული ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ხოლო ვირუსის გავრცელება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით.

ვირუსი მრავალნაირია და სხვადსხვა სეზონზე მათი აქტივაცია ბუნებაში სხვადასხვაგვარია. არსებობს გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, რესპირატორულ–სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი, კოქსაკის ვირუსები, რეოვირუსები, როტავირუსები, ადენოვირუსები, ჰერპეს ვირუსები HSV1,2. ადამიანის ციტომეგალოვირუსი, ებშტეინბარის ვირუსი და ა.შ. ვირუსული ინფექცია მწვავედ იწყება, მას ახლავს ჰიპერთერმია (მაღალი ცხელება) თავის და სახსრების ტკივილი, ღებინება, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ხშირად ფარინგიტი, ტონზილიტი, კონიუნქტივიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი,ბრონქიტი, პნევმონია… მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავარჩიოთ ბავშვი გაცივდა, თუ ვირუსული ინფექციით დაავადდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზმის გადაციებას ახლავს ვირუსის გააქტივება და შედარებით მარტივად მიმდინარეობს. მაგალითად, რინოვირუსს საზოგადოება ხშირად გაციებას უწოდებს. დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატული ყელის ტკივილი–სიმპტომები მსგავსია, მაგრამ ვირუსული ინფექციების დროს დაავადების საწყისი მწვავეა და სიმპტომებიც უფრო ძლიერადაა გამოხატული.

არსებობს თუ არა კონკრეტული სეზონი ან დროის მონაკვეთი, როდესაც ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს აღწევს და როდის იღებს მასობრივ ხასიათს ვირუსული „შემოტევები“?

– ვირუსული შემოტევები პიკს შემოდგომა–ზამთრის სეზონზე აღწევს, განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ სეზონურ გრიპზე, რომელიც ინტენსიურად ვლინდება დეკემბრის ბოლოს. პედიატრთან მიმართვის ყველაზე ხშირი (75%–90%) მიზეზი სწორედ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა. ბოლო პერიოდში ბავშვების დიდი ნაწილი  მწვავე რესპირატორული ინფექციით თვეში 1–2–ჯერ მაინც ავადდება, აღნიშნული ფაქტორი ქმნის ხშირად მოავადე ბავშვების ჯგუფს. 

ვირუსული ინფექციით ბავშვთა ხშირი ავადმყოფობა განპირობებულია

ეგზოგენური(გარეგანი) ფაქტორებით:

  • ეპიდემია (მაგალითად, გრიპის ეპიდემია და ეპიდემიათაშორის პერიოდში სხვა ტიპის ვირუსების აქტივაცია, ვირუსის ვირუსზე ზედდება 7–35%)
  • მოსახლეობის დაბალი სამედიცინო განათლება (ბავშვთა დაწესებულებებში ავადმყოფი ბავშვის მიყვანა  მწვავე ვირუსული პროცესით, რაც ძალიან ხშირად ხდება. ეს ფაქტი ხელს უწყობს ვირუსული ინფექციის სწრაფ გავრცელებას;  ხშირად ადამიანები არღვევენ რესპირატორულ ეტიკეტს (აცემინებენ, ახველებენ, არ იყენებენ ერთჯერად ნიღაბს და არ ერიდებიან საზოგადოების სხვა წევრებს; ყურადღება არ ექცევა ხელების ჰიგიენას.
  • ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალ–ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა. (დაბინძურებული ჰაერი, საკვებში დიდი რაოდენობით ნიტრატების, პესტიციდებისა და ჰერბიციდების არსებობა, რაც დამთრგუნველად მოქმედებს იმუნიტეტზე.)
  • იატროგენული მოქმედება იმუნურ სისტემაზე (მედიკამენტების არარაციონალური გამოყენება)

ასევე, ენდოგენური (შინაგანი) ფაქტორებით:

  • თანდაყოლილი პათოლოგიები, ქრონიკული დაავადებები, ალერგიული ფონი, ხელოვნური კვება, იმუნოლოგიური სტატუსის დათრგუნვა და სხვა.

როგორია თქვენი, როგორც პედიატრის, რეკომენდაცია პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რათა თავიდან აირიდონ ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საფრთხე?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა ვირუსისა და გაციებისგან (რასაც შემდგომ ვირუსის გააქტიურება მოჰყვება) ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ, პაციენტების ჯგუფი, რომელიც მწვავე რესპირატორული ინფექციით ავადდება წელიწადში საშუალოდ 6–7–ჯერ. 1 წლამდე ასაკის ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან, განსაკუთრებით, თუ ისინი ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, რადგან მათ დედის რძის მეშვეობით აქვთ დამცველობითი მექანიზმი, ასევე,  მუცლადყოფნის პერიოდიდან გადაცემული იმუნოლოგიური მეხსიერება ხშირი ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი მოვლა – ჰიგიენის ნორმების მუდმივი დაცვა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება (ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი) რუტინული დალაგება, რაც მოიაზრებს სველი წესით იმ ზედაპირის წმენდას, რომელსაც შემდგომ ბავშვი ხელით ეხება. დაავადებულებთან ხშირი კონტაქტის აცილება, ბავშვის გაკაჟება,  იზოლაცია სხვა ბავშვებისგან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან, იმუნიტეტის მოწესრიგება უსაფრთხო და აპრობირებული მედიკამენტებით.

ვირუსული ინფექციების პერიოდში აუცილებელია, რომ დავიცვათ რესპირატორული ეტიკეტი და პირადი ჰიგიენის წესები. ხშირად დავალაგოთ და გავანიავოთ ოთახები, მივცეთ ავადმყოფს დიდი რაოდენობით სითხე, ვიტამინიზირებული და ბალანსირებული საკვები, მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ამ გზით დაავადების განვითარებისგან დავიცვათ სხვა ადამიანებიც.

რას გვეტყვით ვირუსის საწინააღმდეგო აცრებზე. რამდენად აქვს პრევენციული სახე და არის თუ არა მსგავსი აცრები თქვენთვის, როგორც პედიატრისთვის, მისაღები?

– ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა მოიცავს იმუნომოდულაციური საშუალებების გამოყენებასა და ვაქცინოპროფილაქტიკას(გრიპის ვაქცინები). ეს უკანასკნელი საიმედო საშუალებაა და ამცირებს პანდემიების რიცხვს, ვინაიდან ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. გრიპის ვირუსის მოსალოდნელი პერიოდის გათვალისწინებით, ვაქცინაციაზე ზრუნვა ოქტომბერ–ნოემბერში უნდა დაიწყოთ, რათა თავიდან ავირიდოთ გრიპი,შესაძლო გართულებებით. ვაქცინაციის ჩვენება–უკუჩვენება ყოველთვის შეათანხმეთ პირად ექიმთან.

ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე, ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანომალიური ტიპის ვირუსებია გავრცელებული, რომელიც სწრაფად მრავლდება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას და როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა  ვირუსული დაავადება ადამიანისთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა?

– მოსახლეობა საუბრობს ხელოვნურ ვირუსებზე, მაგრამ მე მათი არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არარეალურად მიმაჩნია ასეთი ვირუსების არსებობა, ვინაიდან დამადასტურებელი მტკიცებულებები ფაქტობრივად არ არსებობს. ეს მოსაზრება საზოგადოებაში, ალბათ, იმიტომ გაჩნდა, რომ გაიზარდა ვირუსული ინფექციით მოავადე ბავშვთა რიცხვი, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ შეინიშნება. მწვავე რესპირატორული ინფექციების განმსაზღვრელი ფაქტორებია: ბავშვის არასწორი მოვლა, ვირუსულ ინფექციებთან კონტაქტის სიხშირე, ცვლილებები იმუნურ სისტემაში. ვირუსული ინფექციების პერიოდში დაავადების რისკი ემუქრება ყოველ მეათე ზრდასრულსა და ყოველ მესამე ბავშვს.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა იზღუდება

აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს

9 years ago
კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრას არ გამოვრიცხავ – თენგიზ ცერცვაძე

ახალი შტამი 60-70%-ით მეტად გადამდებია – თენგიზ ცერცვაძე

6 years ago

მწერალთა სახლში იოსებ გრიშაშვილის საიუბილეო კვირეული გაიმართება

12 years ago
პირველად საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის  გენერალური ასამბლეა იმართება

პირველად საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის  გენერალური ასამბლეა იმართება

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by