• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სმირნოვების მუზეუმი“ იხსნება

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გ. ტაბიძის N 20-ში, „სმირნოვების მუზეუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის.

„სმირნოვების მუზეუმი“ ვიზიტორებს ერთი თვის განმავლობაში,  სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. დამთვალიერებლებს მუზეუმში სტუმრობა კვირისა და ორშაბათის გარდა, ყოველ დღე – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

სმირნოვების ყოფილ სახლში, სმირნოვების მუზეუმის სამუზეუმო კოლექცია – როგორც ევროპული კულტურის, ასევე, ქართული კულტურის უნიკალური ხელოვნების ნიმუშებია განთავსებული.

 „სმირნოვების მუზეუმი“ განთავსებულია არქიტექტორ ოტო სიმონსონის მიერ XIX ს-ის 60-იან წლებში აგებულ სომეხი ვაჭრის იაგორ თამამშევის სახლში. იაგორ თამამშევმა ეს შენობა მზითევად გადასცა შვილიშვილს, ელისაბედ თამამშევას, რომელიც ცოლად გაჰყვა  იმპერატორის კარის ფრეილინა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის (1809-1882) შვილს მიხეილ სმირნოვს. მან სახლის მოსაწყობად, პეტერბურგიდან საგვარეულო ქონება ჩამოიტანა და გალაკტიონ ტაბიძის # 20-ში (მაშინდელი განის ქუჩა),  დაიდო ბინა, სადაც ცხოვრება სმირნოვების სამმა თაობამ გაატარა.

`სმირნოვების სახლი~ თბილისური სახლის ტიპური ნიმუშია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან თითქმის მთელი XX საუკუნის მანძილზე იყო მასპინძელი ევროპული თუ აზიური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებისათვის. ამ სახლს სტუმრობდა: ილია ჭავჭავაძე, კიტა აბაშიძე, დავით სარაჯიშვილი, პეტრე ჩაიკოვსკი, ივანე აივაზოვსკი და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება. ეს მრავალმხრივი კავშირები სახლის ბინადართა საგვარეულო შტოშიც იყო ასახული, რომელშიც იკვეთებოდა იტალიელ როსეტთა, გერმანელ ლორერთა, რუს სმირნოვთა, სომეხ თამამშევთა, ქართველ ციციშვილთა და ერისთავთა საგვარეულოს გენეტიკური კოდი. ამ ოჯახს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება – მიუსაფარ ბავშვთათვის გაწეული დახმარება, თუ თბილისში წარმოებული მშენებლობების დაფინანსება, აქვე ჩაეყარა საფუძველი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებთა პირველ სრულყოფილ გამოცემასაც.

საგვარეულო კოლექცია, რომელიც სმირნოვების სახლშია დაცული, მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს – დამთვალიერებელი აქ იხილავს XVIII-XIX სს.-ის ფერწერის (ფ. ვინტერჰალტერი, ი. აივაზოვსკი, ფ. კრიუგერი და სხვ.), სკულპტურის, ლითოგრაფიის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს; XVIII-XIX-XX სს-ის დასაწყისის ევროპული და რუსული წარმოების ავეჯს, საოჯახო და პირადი მოხმარების საგნებს, უნიკალურ ბიბლიოთეკას, მდიდარი  ფოტო და დოკუმენტურ მასალას.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

საქართველო-შვეიცარიას შორის “ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება” გაფორმდა

საქართველო-შვეიცარიას შორის “ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება” გაფორმდა

12 years ago
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

8 years ago
თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი ქარხანა იხსნება

თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი ქარხანა იხსნება

8 years ago
“საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება”

“საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება”

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by