გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის პარლამენტის თავმჯდომარე უსამე ელ ნუჯეიფი უმაღლესი რანგის დელეგაციასთან ერთად ჯერ თურქეთს, შემდეგ კი ირანს ეწვევა.
ნუჯეიფმა ერაყში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნაში შექმნილ ბოლო ვითარებაზე ისაუბრა.
ერაყის პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თურქეთსა და ირანში დაგეგმილ ვიზიტებზე და დასძინა, რომ ამ ქვეყნებში ვიზიტის დროს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად სირიის თემაც იქნება განხილული.
11.09.13