• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რიგით მეხუთე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi იწყება

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
ლონდონში ქართული კულტურული პროგრამა გაიმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეხუთე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi იწყება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 10 მაისს, 12:00 საათზე კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, გოეთეს ინსტიტუტის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი და East-West Management Institute-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი თამარა გურჩიანი.

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC–Tbilisi ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

”CinéDOC-Tbilisi წელს, 5 წლის ხდება და მაყურებელს მრავალფეროვან, მასშტაბურ ღონისძიებებს სთავაზობს – კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. წლევანდელ ფესტივალს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი „ბედნიერი“ გახსნის. ფილმი 60 წლის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი წილი ბედნიერების საპოვნელად შორეულ ტაილანდში გაემგზავრება და საბოლოოდ იპოვის კიდეც მას. გახსნის ცერემონიალს რეჟისორი და მისი მამა (ფილმის მთავარი გმირი) დაესწრებიან. ფილმები ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვითაა დაყოფილი, რომელსაც წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ესენია: სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, ფანტაზია და რწმენა. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება, გარდა ამისა, ჩატარდება მასტერკლასები, სადაც პროფესიონალები კინოთი დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო ქართული ფილმი, მათ შორის, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი „გოგიტას ცხოვრება“, რომლის პრემიერაც პირველად საქართველოში, სპეციალურად CinéDOC-Tbilisi ფესტივალზე შედგება, ასევე, ლევან კოღუაშვილის ფილმი საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას.

შედგება ასევე, შორენა თევზაძის ფილმის „დიდუბე ბოლო გაჩერება“საპრემიერო ჩვენება. აღნიშნული ფილმი Focus Caucasus საკონკურსო სექციაში მონაწილეობს.
წლევანდელ ფესტივალზე საჩვენებელი ფილმების რაოდენობასთან ერთად, გაზრდილია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც. თბილისს ეწვევა 50 სტუმარი, რომელთა შორის არიან: რეჟისორები, პროდიუსერები, ფილმების მთავარი პერსონაჟები, ოპერატორები, მონტაჟის რეჟისორები და ა.შ.

წელს, CinéDOC Tbilisi -ის სპეციალური სტუმრები არიან: რეჟისორი პირიო ჰონკასალო, რომელიც წარადგენს ნამუშევარს: „მელანქოლიის სამ ოთახს“ (გადაღებულია ჩეჩნეთში); მერი ლემპსონი (აშშ), რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით „მონტაჟის ხელოვნება“ და ისაუბრებს ოსკაროსან ფილმზე, „ჰარლანის ოლქზე“, რომლის მონტაჟის რეჟისორიც თავად იყო.
CinéDOC Tbilisi-ის მეხუთე გამოშვების სტუმარი ქვეყანაა ლიტვა. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოს ლიტვის დელეგაცია, მათ შორის ლიტვის კინოცენტრის დირექტორი, როლანდას კვიეტკაუსკაში ეწვევა.

”ფესტივალი წელს დიდ ყურადღებას უთმობს შრომით უფლებებს. ამ თემაზე შექმნილი 8 დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილი იქნება როგორც CinéDOC Tbilisi-ის საკონკურსი სექციაში – CivilDOC, ასევე სპეციალური ჩვენებების სახით. თითეულ ჩვენებას ერთვის დისკუსია თემის გარშემო, რომელშიც ჩართული არიან კინოპროფესიონალები და თემის ექსპერტები”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, „შრომის კამპანია“ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად ხორციელდება.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, დაიწყება რეგიონალური ტურები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიულ ცენტრებში და ქალაქებში კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება.

კინოთეატრებთან – ”რუსთაველთან”, ”ამირანთან” და კინოს სახლთან ერთად, ღია ჩვენებები გაიმართება მზიურსა და Backstage 76-ში – ვაკის პარკში. ჩვენებების ბოლოს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და კონცერტები.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

„სიზმარი მინდოდა ყოფილიყო…“ – ახალგაზრდა კაცი ტრაგიკულად დაიღუპა

„სიზმარი მინდოდა ყოფილიყო…“ – ახალგაზრდა კაცი ტრაგიკულად დაიღუპა

2 years ago
მთავარი პროკურატურა თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11 years ago

„ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები” – გიორგი კვირიკაშვილი

10 years ago
ზვიად ქორიძე: “გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა”

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by