ტელეკომპანია “იმედში” თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ შენობის დაცლა მოითხოვა. სავარაუდოდ, ამის მიზეზია შესაძლო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
”იმედის” საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკა” შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევევ ევაკუაცია გამოცხადდა “რუსთავი 2”-ში, თუმცა იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
12.09.13