• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, September 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ალერგია მცენარეების მტვრის მიმართ – პოლინოზი და მისი მკურნალობა

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ალერგია მცენარეების მტვრის მიმართ – პოლინოზი და მისი მკურნალობა
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თუ თქვენ თვალების სიწითლე, ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი ან ხმის ტემბრის შეცვლა გაწუხებთ, მაშინ შესაძლოა, პოლინოზი გქონდეთ.

პოლინოზი ალერგიაა მცენარის მტვრის მიმართ. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ მეორდება წლების განმავლობაში, წელიწადის ერთსა და იმავე დროს. კონკრეტულად რომელი მცენარეების მტვერი იწვევს ამ დაავადებას, რა გართულებები ახლავს თან და როგორ ხდება პოლინოზის მკურნალობა? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ალერგოლოგი მაია რუხაძე ესაუბრა.

რა არის პოლინოზი და რომელი მცენარეების მტვერი იწვევს ამ დაავადებას?

– მცენარეული მტვრის მიმართ ალერგიას პოლინოზს უწოდებენ. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს და სხვადასხვა ტერმინით გამოხატავდნენ. მაგალითად, „ვარდის ცხელება“, „თივის ცხელება“ და ა.შ.

მცენარეული მტვერი მრავალფეროვანია. სეზონური ალერგიის პერიოდი იწყება ჯერ კიდევ იანვრის ბოლოდან,  გვიან შემოდგომამდე გრძელდება და მცენარეების ყვავილობის სხვადასხვა პერიოდს გამოხატავს, სხვადასხვა ციკლები აქვს. პირველი პერიოდი იანვრის ბოლოდან იწყება, გრძელდება აპრილის ბოლომდე და მოიცავს ადრეულ მოყვავილე ხეებისა და გვიან მოყვავილე ხეების ყვავილობას. ადრეულ მოყვავილე ხეებში შედიან შემდეგი მცენარეები: თხილი, ალვის ხე, თელა, ტირიფი და ა.შ. გვაინ მოყვავილე ხეები მოიცავს: წიფელს, მუხას, აღმოსავლურ ჭადარს და ა.შ. შემდეგი პერიოდი ეს არის ბალახები და მარცვლოვნები (იწყება მაისიდან და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე). მესამე პერიოდი, რომელიც ივლისის ან აგვისტოს პერიოდიდან იწყება,  გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ან ნოემბრის დასაწყისამდე.

ჩვენ ახლა იმ პერიოდში ვართ, როდესაც ხეების ყვავილობა თითქმის დასრულებულია და იწყება ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობა – ტიმოთელა, კოინდარი, თივაქასრა, წივანა და ა.შ. ასევე მარცვლოვნები: ქერი, ხორბალი, სიმინდი, შვრია და ა.შ

რა სიმპტომები ახასიათებს მცენარის მტვრით გამოწვეულ ალერგიულ დაავადებას? როგორ უნდა განვასხვავოთ პოლინოზი და გაციება ერთმანეთისგან?

– ალერგიული  რინო-კონიუქტივიტი, რომელიც არის ალერგიული რინიტი – ეს არის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ალერგიული კონიუქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ხშირად ეს ორი პათოლოგია ერთდროულად არსებობს, რაც ალერგიული რინო-კონიუქტივიტია.  სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი, შემაწუხებელი, სერიული, რომელსაც „სალუტსაც“ უწოდებენ, ანუ მრავლობითი ცემინება, თვალის ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა და ა.შ. ასევე ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს ხველა, რადგან ცხვირი და ბრონქები ერთიანი სასუნთქი სისტემაა. მას ალერგიულ სურდოსაც უწოდობენ. შესაძლებელია, რომ სუნთქვის პრობლემები უფრო გართულდეს და ასთმაც გამოვლინდეს. ასთმა ხუთვას ნიშნავს, ანუ ეს არის სუნთქვის გართულება, გაძნელებული ამოსუნთქვა , ხიხინი… შესაძლოა ასევე კანის პრობლემებმაც იჩინოს თავი: კანის ქავილი, სიმშრალე და ა.შ. ასე რომ, პოლინოზს მრავალფეროვნება ახასიათებს როგორც  სახეობრივი, ასევე სიმპტომებისა და გამოხატულების მხრივაც.

ჩვეულებრივი გაციება და სურდო შესაძლოა იგივენაირად დაიწყოს (მაგალითად, ცხვირიდან გამონადენი), მაგრამ როდესაც პაციენტი მოდის, გეუბნება კონკრეტულად დროს, მან შეიძლება იცოდეს კონკრეტული დღეც და ზუსტად გითხრას როდის ეწყება ეს სიმპტომები წლიდან წლამდე. ამ დროს ალერგოლოგიც ხვდება, რომ აქ საუბარია სეზონურ ალერგიულ რინიტზე. გაციებას კი სხვა სიმპტომებიც მოჰყვება. მას შეიძლება დაერთოს ტემპერატურული რეაქცია, ასევე სხვა გამოხატულებები და მათი განსხვავება , რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

რა ასაკის ადამიანს ემუქრება პოლინოზი, თუ არის ასაკობრივი დაყოფა?

– არ არსებობს ასაკობრივი დაყოფა. ალერგია სცდება ყველანაირ ფარგლებს, საზღვრებს… ის შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდეს.

რა გართულებები ახლავს თან ამ დაავადებას? ხდება თუ არა ის სხვა ალერგიული დაავადების გამომწვევი ან გამწვავების მიზეზი?

– მცენარეული მტვერი ალერგიული დააავადებების გამომწვევი და გამწვავების მიზეზიც შეიძლება იყოს. ყოველ სეზონზე პაციენტს თავისი სეზონური გამწვავება აღენიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონიდან სეზონამდე როგორ ცხოვრობს ადამიანი. პაციენტს სეზონური პრობლემები ემატება თუ უმცირდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭიროა სწორად და დროულად მოხდეს დაავადების გამოვლინება, მისი მონიტორინგი. ხანდახან სერიოზული ჩარევაც ხდება საჭირო. თუ წლიდან წლამდე სიმპტომები მატულობს, ასეთ დროს  დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს. სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელიც ალერგოლოგიაში და დღევანდელ პირობებში ნამდვილად ხელმისაწვდომია, რათა დადგინდეს რის მიმართაა ალერგია. არსებობს ასეთი მკურნალობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულ ალერგენთან შეგუების არსებობას. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს, რომელსაც ალერგოლოგი პაციენტისთვის შესაფერისად არჩევს და ხდება ამ ალერგენის თანდათანობით შეყვანა , რათა ორგანიზმმა მასთან შეგუება შეძლოს. ეს მკურნალობის მეთოდი ახალი არაა, ას წელზე მეტს ითვლის და მას წლები სჭირდება, 3 წელი მაინც, რომ  ორგანიზმმა თანდათანობით შეძლოს ამ ალერგენის მიმართ მაბლოკირებელი ანტისხეულების გამომუშავება და შეგუება.

როგორ ხდება ამ დაავადების მკურნალობა და პრევენციისთვის რა არის საჭირო?

– პოლინოზის მკურნალობაში უმთავრესია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. არსებობს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები: პერორალურად მისაღები ტაბლეტები, ადგილობრივი მოხმარების საშუალებები… პრევენციის თვალსაზრისით საჭიროა ადამიანმა თავი დაიცვას  და მოიცილოს ეს ალერგენი ანუ მოხდეს ელიმინაცია. აუცილებელია გამორეცხვა (ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარითაც და მარილიანი წყალხსნარითაც), ჩამობანა, გათავისუფლება ამ ყველაფრისგან, შხაპის მიღებაც, რომ ალერგენი მოცილდეს ლორწოვანს, მასთან ხანგრძლივად არ იყოს. პაციენტმა სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს მკურნალობა, რათა, უფრო მომზადებული შეხვდეს სეზონს და რაც შეიძლება ნაკლებად გამოუვლინდეს სიმპტომები.

რას ურჩევთ პოლინოზით დაავადებულ ადამიანებს? თქვენი რეკომენდაცია…

– ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ოპტიმისტურად უნდა განეწყოს ის ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა აქვს. ასეთი პაციენტები ხშირად მოდუნებულები არიან. მაშინ, როცა გარეთ ყველაფერი ფერადი,სურნელოვანი და ლამაზია და, თითქოს, ყველა უფრო აქტიური უნდა იყოს, ამის მიუხედავად, პოლინოზის მქონე ადამიანები ადინამიურები (ძალ-ღონე გამოცლილები, მოდუნებულები) ხდებიან.  თუ ადამიანს პოლინოზის სიმპტომები აქვს, დროულად უნდა მივიდეს ექიმთან. მედიცინა დღეს ინდივიდუალურ მოთხოვნებამდეა დაყვანილი. თითოეულ პაციენტს იმის საშუალება აქვს, რომ გარკვეული ინდივიდუალური სქემა შეიმუშაოს ექიმთან ერთად. ამის შემდეგ ყველა პაციენტი შეძლებს, რომ გაზაფხულს, თუ თავის სეზონს შეხვდეს მხიარულად, ამაღლებული განწყობით და ნაკლები ალერგიული სიმპტომებით. ეს დღეს ნამდვილად შესაძლებელია.

ნინი მაზიაშვილი

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ფონიჭალაში სპეცოპერაცია რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა

ფონიჭალაში სპეცოპერაცია რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა

5 years ago
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – საინტერესო ისტორიებით

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – საინტერესო ისტორიებით

9 years ago
პირველი ივლისიდან პენსია იზრდება

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3527 ლარი გახდა

10 years ago
დღეს დილიდან უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ გლუკოზის აბებზეც – სააკაშვილი

“დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას” – მიხეილ სააკაშვილი

5 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by