• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამერიკელი პროფესიონალები ქართულ ღვინის ბაზარს ეცნობიან

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
ამერიკელი  პროფესიონალები ქართულ ღვინის  ბაზარს ეცნობიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები შედიან, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის ხელმძღვანელია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,, Marq Energie”-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson).

ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ქართლში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

როგორც ,, Marq Energie”-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ღვინის მიმართ  ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.

„ბევრი ღვინის მწერლისა და სომელიესთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. ჩვენ ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს – რაჭას, იმერეთს, ლეჩხუმს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან აქაური ღვინოები. ბოლო სამი დღის მანძილზე დასავლეთ საქართველოში ვიყავით, დღეს ქართლში ვართ და შემდეგი სამი დღე კი  კახეთში ვიქნებით. ვიმოგზაურებთ აღმოსავლეთ საქართველოში, რათა შევადაროთ აღმოსავლეთის  სტილი და ჯიშების მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს ღვინოებთან” – განაცხადა ჯული პეტერსონმა.

ჯგუფის შემადგენლობაშია ცნობილი ჟურნალისტი, ჟურნალ „Wine and Spirit“-ის მთავარი კორესპონდენტი, რომელიც ასევე წერს „Los Angeles Times“-ში პატრიკ კომიკსი.

„ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. რამოდენიმე წელია რაც ქართულ ღვინოებს გავეცანი, თუმცა აქ ყოფნა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა, ბავრად რეალურია და ეს ადგილიც ძალიან ცოცხალია. საუკეთესო რაც შეიძლება ითქვას ხალხზე, ღვინოზე და კულტურაზე ისაა, რომ იგრძნობა რამდენად ნამდვილია ყველაფერი, განსაკუთრებით ღვინოები. რაც უმნეშვნელოვანესია ჩემს მკითხველს გადავცე, რომ ეს ერთ-ერთი უმშვენიერესი ღვინის ქვეყანაა რაც კი ოდესმე მინახავს,  მოკრძალებული და ნამდვილი, ღვინოებში იგრძნობა, რომ ისინი უბრალოდ რომელიმე განსაკუთრებული ადგილიდან კი არა, გულიდან მოდიან” – აღნიშნა პატრიკ კომიკსმა (Patrick Comisky).

ქართლში ამერიკელი პროფესიონალები სოფელ ჩარდახში მეღვინე იაგო ბიტარიშვილს ესტუმრნენ,  რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და შესაბამისად ექსპორტის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.

„ბაზრების დივერსიფიკაცია ქართული ღვინისითვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საუბარია აშშ_ს ბაზარზე, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც აფასებენ ღვინოს, ეს ქვეყანა ღვინის ბაზარზე გარკვეულ წესებსაც ამკვიდრებს. აშშ-ში ექსპოერტის შდეგების მიხედვით წლიდან წლამდე მივიწევთ წინ, თუმცა ამ ქვეყანაში ჩვენი ღვინის პოტენციალი უფრო დიდია და ის ღონისძიებები რომელიც ტარდება აშშ-ში,  იქნება ეს გამოფენა, თუ სხვა სახის დეგუსტაციები, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ამერიკის ბაზარზე“ – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ტური ორგანიზებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის მწარმოებლების პროდუქცია: „ამირან ვეფხვაძის მარანი“, „არჩილ გუნიავას მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „პატარიძის საოჯახო მეღვინოება“, „როიალ  ხვანჭკარა“, „უსახელაურის ვენახები“, „ზურაბ თოფურიძის საოჯახო მეღვინოება“, „მამუკა ჩხეიძის მარანი“, „იაგოს ღვინოები“, „საღვინარი“, „ვიტა ვინია“, „შალაურის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“,  ,,ფაფრის ველი“, „მუკადო ვაინსი“, „ლუკასი“, „თამარ მილორავას ღვინოები“, მეღვინეობა ,,ნიკა“, „ოქრო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“ და „გიუაანი“, ასევე ეწვიენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 101 370 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

მორიგი აფეთქება თურქეთში

თურქეთში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

10 years ago
“2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა” – ბიზნესმენ ლევან პირველის და დაიღუპა

“2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა” – ბიზნესმენ ლევან პირველის და დაიღუპა

2 years ago
დაბრუნდება თუ არა 11- კლასიანი სასწავლო პროგრამა საქართველოში?

დაბრუნდება თუ არა 11- კლასიანი სასწავლო პროგრამა საქართველოში?

3 years ago
“დელტა + შტამი საქართველოშიც დადასტურებულია” — იმნაძე

მითხრეს, რომ ადამიანების სპეციალური ჯგუფია, რომელიც ადგილებს იმისთვის ჯავშნიდა, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ – პაატა იმნაძე

5 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by