ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა „Power Up“, ახალ ნომერში საქართველოს შესახებ საინფორმაციო-ტურისტული სტატია დაბეჭდა, სახელწოდებით – სად წავიდეთ შემდგომ? დანიშნულების პუნქტი თბილისი (Where To Next? Destination Tbilisi).
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი მდიდარია ისტორიით და ამავდროულად თავის სტუმრებს უზრუნველყოფს მათთვის სასურველითანამედროვე კომფორტით. ავტორი სტატიაში საუბრობს ქართული ენის უნიკალურობაზე, საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე, ადგილობრივ სამზარეულოზედა სტუმართმოყვარეობაზე. ის განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისის პეიზაჟებსა არქიტექტურაზე ამახვილებს, დაწვრილებით აღწერს საქართველოს დედაქალაქს და მის ღირსშესანიშნაობებს.
ჟურნალმა „Power Up“-ში საქართველოს შესახებ სტატია ბაჰრეინის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დაიბეჭდა.